აგროსიახლეები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო არხების გაწმენდის სამუშაოებს  ახორციელებს. შედეგად, დაახლოებით 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე დანალექი გრუნტისა და ბალახეული საფარისგან  სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე მდებარე არხის 2500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. არხში დაგროვებული ნატანი მასა წყლის თავისუფალ მოძრაობას აფერხებდა, რის გამოც უხვი ნალექის პერიოდში არხი ივსებოდა და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის  დატბორვის საფრთხეს ქმნიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება და სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენებისა და აგროსექტორის განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნება.