ლოგო და მისი მნიშვნელობა
ხშირად ადამიანები ლოგოს ბრენდად აღიქვამენ, მაგრამ ლოგო ბრენდის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის სიმბოლო, რომ მომხმარებელმა თქვენი მომსახურება ან პროდუქტი ბრენდად აღიქვას. სანამ მის შექმნას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ბრენდის სტრატეგია.
როდის ხართ მზად ლოგოს შესაქმენლად?
ლოგოს მიზანია კარგად წარმოაჩინოს კომპანიის ღირებულებები და მიზნები. ამიტომ, სანამ მის დიზაინზე დაიწყებდეთ მუშაობას, დარწმუნდით, რომ ეს საკითხი მოგვარებული გაქვთ.
მნიშვნელოვანია, რომ ბრენდსა და ლოგოს შორის იყოს ლოგიკური კავშირი. თქვენი ლოგო უნდა გამოხატავდეს პროფესიონალიზმსა და განვითარებას, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პატარაა თქვენი კომპანია.
თუ ლოგოს დიზაინს სახლში შექმნით, დაზოგავთ ფულს, მაგრამ გადაამოწმეთ თქვენი იდეები სანამ დაიწყებთ მის კეთებას.
დარწმუნდით, რომ არჩეული ლოგო არ არის გამოყენებული. არც რეგულარულად მისი განახლებაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის შედეგის მომცემია.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ იგი განსაზღვრავს მომხმარებლების აღქმას კომპანიის შესახებ.
როგორ შევქმნათ დასამახსოვრებელი ლოგო?
გაიხსენეთ ლოგო, რომელიც დიდიხანია მოგწონთ. ეს შეიძლება იყოს ფორდ მუსტანგის “Galloping Steed”, როდესაც მას ხედავთ ავტომატურად ფიქრობთ მანქანაზე, მაგრამ რას იტყვით პირველ ემოციაზე, რატომ ასოცირდება ლოგო პროდუქტთან?
იმიტომ, რომ ცხენი არის სწრაფი და მიმზიდველი, ასოცირდება სისწრაფესთან, სილამაზესთან. შესაძლებელია, მომხმარებელს შესთავაზოთ მინიმალისტური და თანამედროვე ლოგოს იმიჯიც, შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების საშუალებით.
მაგალითად “Apple”, რომელიც არ ასოცირდება ტექნიკასთან, მაგრამ დღეს ის ლიდერი ბრენდია თავის ინდუსტრიაში.
თქვენც შეგიძლიათ აირჩიოთ მსგავსი მიდგომა, ან შექმნათ თქვენეული ვერსია. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია, იყავით უნიკალური და ჭკვიანი.
დასკვნა
სანდო ბრენდი და ძლიერი ბრენდინგის სტრატეგია იყენებს დიზაინს, რომელიც სამიზნე აუდიტორიასთან აკავშირებს და იზიდავს მომხმარებელს.
ამ მესიჯით კი მოიპოვებთ ნდობას თქვენი ბრენდის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, შექმნის განსხვავებას თქვენსა და თქვენს კონკურენტებს შორის.
შეასრულებს კი თქვენი ლოგო დაპირებას?
თუ თქვენი პასუხია არა, შეიძლება დროა რომ იფიქროთ თქვენი ბრენდის სტრატეგიის გაძლიერებაზე.
წყარო: agconsulting.ge