დარგებიმცენარეთა დაცვა

ლოკოკინების უარყოფითი გავლენა მცენარეთა განვითარებაზე

მათ წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა არსებობს მექანიკური მეთოდები, რომლის დახმარებითაც, შეგვიძლია საგრძნობლად შევამციროთ მათი რაოდენობა და აქედან გამომდინარე უარყოფითი შედეგები.

ლოკოკინების უმრავლესობა ჰერმაფროდიტია. ისინი ფეხებით მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და ცვლიან სპერმატოფორებს, შემდეგ განაყოფიერებული ლოკოკინები ნიადაგში ჩამოცენილი ფოთლების ქვეშ დებენ 30-60 კვერცხს, საიდანაც სამი კვირის შემდეგ იჩეკება ლოკოკინების ახალი თაობა, რომელიც მხოლოდ ზომებით განსხვავდებიან მშობლებისგან.

ზამთრობს ძირითადად კვერცხის სახით ნიადაგში, კარგად იტანს ზამთრის სიცივეს. შეუძლია სრულად გაყინული მიეცეს ზამთრის ძილს.

ლოკოკინა ბაღის სანიტრის როლსაც ასრულებს, მაგრამ მისი მავნეობა ბევრად სჭარბობს მისგან გამოწვეულ სიკეთეს, რადგან ის აზიანებს ხეებს, ბუჩქებს, ვენახს, ბოსტნეულს, ბაღჩეულს და დეკორატიულ მცენარეებს, იკვებება რა მათი ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, კვირტებით და ყვავილებით.

ამის გარდა ლოკოკინები უძიმესი დაავადებების შისტოსომოზისა და ოპისტორქოზის გადამტანები არიან, თუმცა საქართველოში ეს დაავადებები ჯერ არ დაფიქსირებულა.

ლოკოკინების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებებით ბრძოლა

ლოკოკინების წინააღმდეგ გამოიყენება: მეთალდეჰიდი– საწარმოო დასახელებით „მეტადექს პელეტი“, „გრაზა“, „მეტა“ ან სხვა. ამ პრეპარატის გრანულები უნდა ნიადაგზე უნდა მოიბნეს შემდეგი პროპორციით _ 40 გრ. პრეპარატი ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე. ეს ოდენობა ერთმანეთისაგან დაშორებით  ყოველ 10-15 სმ-ზე უნდა განაწილდეს.

წვრილად დაფქვილი რკინის ძაღა (რკინის შაბიამანი) ქვიშასთან ან ჩამქრალ კირთან შერეული უნდა მოიყაროს საღამოს ან ნესტიან დღეს ნიადაგზე. შეიძლება გაიჭიმოს ნადაგის პირზე გაიშალოს შაბიამანში დასველებული თოკები ან დალაგდეს რიგთაშორისებში ამ ხსნარში დასველებული ძველი ნაჭრის ნახევები ან ბამბის ფითილები;

რიგთაშორისებზე მოეფრქვიოს სუპერფოსფატი ან ჩამქრალი კირი 2-ჯერ 15 წუთის გამოშვებით, ზედიზედ 2 დღის მანძილზე ამ პროცედურის განმეორებით მნიშვნელოვნად შემცირდება ან მოისპობა ლოკოკინები.

ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აგროტექნიკური ღონისძიებების დროული ჩატარება: ნიადაგის გაფხვიერება მთელი სეზონის მანძილზე, მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება, რიგთაშორისებში სარეველების დროული მოსპობა.

წყარო: tomakhalvashi.ge