აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

ლურჯი მოცვის გასხვლა

ლურჯი მოცვის ნარგავების მოსავლიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიური ნორმების დაცვა. ნიადაგის განოყიერების გაზრდის და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებასთან ერთად,  ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოცვის ბუჩქის გასხვლა-ფორმირებას
ლურჯი მოცვის ნერგის გადარგვის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ბუჩქების სწორად გასხვლას და გადარგვის პირველივე წელიწადს ყვავილების მოცილებას, რათა მცენარე უკეთ გაიზარდოს. მესამე ან მეოთხე წელიწადს საჭიროა მცენარის  გასხვლა. ბუჩქს პირველ რიგში გამომშრალი, დაზიანებული ან დაავადებული ტოტები უნდა მოსცილდეს. კარგად განვითარებულ ბუჩქს 6-8 ტოტი უნდა ჰქონდეს.

გასხვლა 22222222222222222222

3-4 წელზე მეტი ასაკის ტოტები, 20 სმ სიმაღლეზე უნდა გადაიჭრას. ამავე სიმაღლემდე უნდა გადაიჭრას ბუჩქის ამონაყარიც. როგორც წესი, მოცვის ბუჩქი ყოველწლიურად ისხვლება, ეცლება ძველი (2-3) ტოტები რჩება მხოლოდ ახალგაზრდა ამონაყარი.

თუ ბუჩქს ძირში ბევრი ამონაყარი აქვს, მას ძირშივე აჭრიან. რამდენადაც ყვავილის კვირტები უმეტესად ერთწლიანი ყლორტების წვერზე ვითარდება, ახალამოყრილი ყლორტების შეკვეცა ამცირებს მოსავლიანობას. გვერდითი ყლორტები, ყვავილის კვირტებით, ისხვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ისინი დიდი რაოდენობითაა. შედარებით მსხვილ ყლორტებზე, რომლებიც რეგულარულად ისხვლება, ვითარდება მსხვილი ნაყოფი, რომელიც ადრეც მწიფდება.

1-47

15 ან მეტი წლის ბუჩქები შესაძლებელია გაახალგაზრდავდეს ინტენსიური გასხვლით, ნიადაგიდან 30 სმ-ზე გადაჭრით. ბუჩქის დაბერება იწვევს მოსავლიანობის შემცირებას, თუმცა ამის მიზეზი შესაძლებელია არახელსაყრელი გარემო პირობებიც იყოს.

მოსავლიანობის გასაზრდელად რეკომენდირებულია ტოტების 40-60 სმ-ზე გასხვლა.

გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდი ადრეული გაზაფხულია, როდესაც ყინვები აღარ არის მოსალოდნელი.

დაგვიანებული გასხვლა, მაგალითად, ყვავილობისას, იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“