დარგებიმეფუტკრეობა

მაისში რა სამუშაოებია ჩასატარებელი საფუტკრეში

ამ პერიოდისათვის ფუტკრის ოჯახების განვითარება პიკს აღწევს. ამ პერიოდში, კლიმატური პირობებისა და ოჯახის სიძლიერის შესაბამისად, აუცილებელია ბუდის გაფართოება, რაც გულისხმობს ზემოდან მაღაზიების და კორპუსების დადგმას. რეგულარულად ყოველ 3-5 დღეში აუცილებელი ხდება ოჯახებში ჩახედვა.

უნდა მოვახდინოთ ნაყრიანობის მიმართ მიდრეკილი ოჯახების გადართვა თაფლის შეგროვებაზე, ნაყრიანობის აცილებით ვზრდით ოჯახების თაფლპროდუქტიულობას, რაც უნდა მოხდეს ბუდის გაფართოებით ახალი ასაშენებელი ფიჭების დამატებით, ჰანიმენის ბადის დახმარებით და ა.შ.

ამ დროს დაუშვებელია (თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა) რაიმე პრეპარატის გამოყენება საფუტკრეში რათა არ მოხდეს თაფლის დაბინძურება ქიმიური ნივთიერებებით;

კარგი დროა ოჯახების გასაყოფად და დედების გამოსაყვანად, ოჯახების სისტემატიური გამრავლების შემდგომ საჭიროა შეიქმნას ახალი ოჯახები (აგარიდებთ ნაყრიანობას საფუტკრეში). ამის საშუალებით ძლიერ ოჯახებს ბარტყთან ერთად მოაშორებთ ტკიპების დიდ ნაწილს (უდედო პერიოდი სკაში გვიქმნის ვაროასთან ბრძოლის შესაძლებლობას), ნაყრიანობის შემთხვევაში გეძლევათ შესაძლებლობა ,,ნაყარი“ ოჯახები დაამუშაოთ ვაროატოზზე.

ადრეული ღალიანობის დამთავრების შემდეგ თუ მეორე ღალიანობა მოსალოდნელი არ არის, სასურველი იქნება ფუტკრის მთაბარობა. ზოგ ადგილას მაისში უხვი ღალიანობა მთავრდება, საჭიროა თაფლის გამოწურვა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი