დარგებიმებაღეობა

მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი აჭარაში

აგრო-სასურსათო პროდუქციის წარმოებას (როგორც პირველადი სახით, ასევე გადამუშავებული) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკაში (მშპ-ს
დაახლოებით 14-16%).
სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისათვის, სადაც ითვლება რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბევრი ოჯახისათვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საექსპორტო პროდუქციაში, აგრო-სასურსათო პროდუქციას საკმაოდ მაღალი წილი უჭირავს (დაახლოებით 30%),  ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის დიდ წილს სწორედ ის წარმოადგენს.

მართალია აჭარისათვის სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას, თუმცა იგი მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ციტრუსოვანი კულტურების წარმოების კუთხით, რადგან აჭარა არის წამყვანი რეგიონი ამ კუთხით, რომელიც ამარაგებს შიდა ბაზარს და მეტიც, აქ წარმოებული ციტრუსის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში მანდარინის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ ციტრუსოვანი კულტურებიდან მანდარინზე მოდის აჭარის (ისევე როგორც მთლიანი საქართველოს) ციტრუსოვანი კულტურების 90%-ზე მეტი.

კვლევის ვრცლად გასაცნობად გადადით ბმულზე:http://research.pmcg-i.com/images/Policy_Papers/PIN%20VCAs/VCA%20მანდარინი.pdf