აგროსიახლეები

მანდარინის, თხილის, ვაშლის, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის სტატისტიკა

12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 53%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 447 ტონა), სომხეთში (4 225 ტონა),  უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა).

12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულებამ  73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

წლეულს 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით  საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (33%), ხოლო ღირებულება 8.9 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (6,590 ტონა), გერმანიაში (3,124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (278 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

12 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 449 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,443 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

წლეულს 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 097 ტონა), რუსეთში (3 645 ტონა), უკრაინაში (2 263 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

2