აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

მარილის მნიშვნელობა ხბოს კვების რაციონში

 მარილს (NaCl) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცოხნავი ცხოველებისთვის, რადგანაც მცენარეთა უმეტესობა შეიცავს მცირე რაოდენობით ნატრიუმს.
ნატრიუმი ხელს უწყობს ნივთერებათა ცვლის ბევრ პროცესს: ინარჩუნებს ორგანიზმში წყლის ბალანსს, არეგულირებს ნერვუს იმულსებს და ოსმოსურ ბალანსს ორგანიზმში, ასევე ასრულებს მთავარ როლს მჟავატუტოვანი ბალანსის ნორმალიზებაში.

მარილის დახმარებით ძროხის ორგანიზმში წარმოიქმნება მარილმჟავა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი ძროხის მიერ საკვების მონელებაზე, მარილის ნაკლებობა იწვევს მადის მკვეთრ დაქვეითებას და წყურვილს.

ხბოები დაბადებიდან 1 თვემდე მარილს იღებენ დედის რძისგან, ხოლო რძით კვების დასრულების შემდეგ ხბოებს მარილი შეიძლება მივცეთ დაბადებიდან მე-8-9 კვირაში. ხბოებისთვის მარილის საწყისი დღიური ნორმა არის 1გრ – 20კგ ცოცხალ წონაზე, ის საკვებში ფხვიერი სახით ემატება.

მეცხოველეობაში მარილი ძირითადად სამი ფორმით გამოიყენება.

ფხვიერი მარილი – განსაკუთრებით მოსახერხებელია საკვებში დასამატებლად. ფხვიერი მარილი ხბოს კვების რაციონში ემატებათ მარცვალში ან თივაში. რაციონში მარილის დამატებისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ სუფთა სასმელი წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ცხოველისთვის. უმჯობესია სასმელ წყალში მარილი არ დავამატოთ, გამონაკლისია როდესაც მარილს სასმელ წყალში ამატებენ ხბოებში დიარეის დროს. 

ხბოში მარილის ნაკლებობის ნიშნები მარილით მოწამვლის ნიშნები
ხბო იწყებს სადგომის კედლების, საგებისა და საგნების ლოკვას;

დაქვეითებული მადა;

საერთო სისუსტე;

კოორდინაციის დარღვევა;

უჭირს წონაში მატება;

ეწყება დიარეა.

 ხილული ლორწოვანი გარსების გაუფერულება;

ნერვული აღზნების მდგომარეობა;

 მზარდი ქოშინი და პერიოდული ღებინება, დიარეა;

გუგის გაფართოება;

წყურვილის გაძლიერებული გრძნობა;

კუნთების სისუსტე და კანკალი.

ბრიკეტის ფორმის დაწნეხილი მარილი – გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით, ის უნივერსალური სასარგებლო დანამატია პირუტყვისათვის ბრიკეტი ჩამოიკიდება ხბოსთვის მოსახერხებელ და მისაწვდომ ადგილას. ასეთ დროს ხბო თავად ალოკავს იმ რაოდენობის მარილს, რაც მას სჭირდება. მარილის ასეთი ფორმით მიცემისას ხბოებში მარილით მოწამვლის რისკი მინიმალურია.

მარილის დიდი კრისტალური ნატეხები (ქვა მარილი) – ეს არის საკვები მარილის ფორმა, რომელიც კლდის მარილის ნატეხია წიაღისეულიდან, სჭირდება მცირე დამუშავება ეს მარილი არ იფშვნება და არ იღებს სინესტეს მიწიდან. მას იყენებენ საძოვარზე, შეიძლება ჩამოკიდებაც. ხბოებისთვის ბრიკეტების ფორმის ან ქვა მარილის მიცემა რეკომენდებულია 6 თვიდან. ბრიკეტის და ქვა მარილის მიცემა ხბოსთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ზაფხულში, როცა ცხელ ამინდში პირუტყვს მადა ეკარგება.

მარილი ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიცაა კუჭში მარილ-მჟავას წარმოქმნა – ნორმალური კუჭის წვენი კი არა მხოლოდ ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არამედ აუმჯობესებს მადას.

 მნიშვნელოვანია დროულად შევამჩნიოთ ცხოველში, როგორც მარილის ნაკლებობის ნიშნები, ასევე მარილის დოზის რამდენჯერმე გადაჭარბების შედეგად ხბოების მოწამვლის ნიშნებია.

მიხეილ ჭიჭაყუა – ექიმი ვეტერინარი, ბიოლოგიის დოქტორი;

ნიკოლოზ ზაზაშვილი -ვეტერინარიის დოქტორი;

 დავით ბოსტაშვილი – ექიმი ვეტერინარი, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი;

ლიანა ჭიჭაყუა – დოქტორანტი;

ლაშა  ავალიანი – USDA Food for Progress SQIL პროექტის დირექტორის მოადგილე, ექიმი ვეტერინარი (DVM), აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD);

თამარ  ჩხიკვიშვილი – USDA Food for Progress SQIL პროექტის მეცხოველეობის სპეციალისტი, ექიმი ვეტერინარი, დოქტორანტი