დარგებიმეფუტკრეობა

ექვსი მარტივი ხერხი ფუტკრების დასახმარებლად

მსოფლიო საკვების მარაგის მესამედზე მეტი დამმტვერავ მწერებზე, უმეტესად, ფუტკრებზეა დამოკიდებული. ფუტკარი ეკო და კვების სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ისინი ეძებენ საკვებს, ნექტარს, რომელიც შაქრითა და ცილებითაა მდიდარი, ამ ნექტრის შეგროვებისას კი ყვავილები იმტვერება, რაც, თავისთავად, მცენარეების გამრავლებას უწყობს ხელს.

პესტიციდების გამოყენების, მწვანე მასის შემცირების, მონოკულტურული ფერმერული პრაქტიკის, მავნებლებისა და დაავადებების გამო ფუტკრები საფრთხეში არიან და გადაშენება ემუქრებათ.

ფუტკრები (ლათ. Apoidea) — მწერების ზეოჯახია სიფრიფანაფრთიანების რიგისა, რომელშიც ათასობით სახეობაა. თუმცა, ეს მრავალფეროვნება მცირდება, მაგ დიდი ბრიტანეთში 13 სახეობა გადაშენებულია და 35 სხვა გაქრობის საფრთხის წინაშეა. ამ სახეობების 30% დაიკარგა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

რამდენიმე ქმედებით, მარტივად შეგვიძლია დავეხმაროთ ფუტკრებს და შესაბამისად, ჩვენს ეკოსისტემას.

დარგეთ მეტი ყვავილი

ბაღში ან ეზოში მრავალფეროვანი ყვავილების დარგვა ფუტკრებისთვის პირველი მარტივი ნაბიჯია. თუ დიდი სივრცე არ გაქვთ, ფანჯრები ან თუნდაც აივანი, სადაც ყვავილებს დააწყობთ, კარგად მოიზიდავს ფუტკრებს. ასევე შეიძლება ჩამოსაკიდი ყვავილების გაკეთება სახლის შესასვლელთან, კედლებზე ან ტერასის სახურავზე.

ფუტკრები მარტიდან სექტემბრამდე არიან აქტიურები, ამიტომ სხვადასხვა სახეობისა და სეზონის ყვავილების დარგვა იდეალური იქნება. თავი შეიკავეთ ორგვირგვინიანი ან ჰიბრიდული ყვავილების დარგვისგან, ისინი ან არ შეიცავენ ნექტარს ან თუ შეიცავენ, ფუტკრებისთვის არასასურველს.

ფუტკრებისთვის მიმზიდველია ერთ ადგილას ერთი სახეობის ყვავილების ბუჩქები, ეს უადვილებთ ნექტრის შეგროვებას და ყვავილების გადამტვერვას.

როგორ, დავეხმაროთ, ფუტკარს

მიეცით წყალი

როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ფუტკარსაც არსებობისთვის წყალი სჭირდება. ისინი წყალს თავიანთი საკვების გასამზადებლად იყენებენ – ნექტარსა და ყვავილის მტვერში ურევენ. წყლის გამოყენებით, ფუტკრები ასევე სკების ტემპერატურასაც აკონტროლებენ.

ფუტკრები სუფთა წყალს იყენებენ.  დატოვეთ ფართო, არა ღრმა თასები, სუფთა წყლით სავსე კონტეინერები ეზოში და რეგულარულად განაახლეთ. თასებში ჩააწყეთ ქვები, საცობები ან ყლორტები, რომ ფუტკრები უსაფრთხოდ ჩაეშვან წყალთან, არ ჩავარდნენ და არ დაიხრჩონ.

ააშენეთ ფუტკრების სასტუმრო

ფუტკრების მრავალი სახეობა სახლს მიწაში იკეთებს, ზოგი კი ხეში ან მცენარეთა ღეროებში. ბაღის წყნარ კუთხეში ტოტების გროვებისგან, ლერმისა და დაუმუშავებელი ხის ჩხირებისგან გააკეთეთ მარტივი სახლი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყლორტებით სავსე პლასტმასის ბოთლი, ამოჭრილი ბამბუკი ან ლერწამი.

შეარჩიეთ მზიანი, წვიმისგან დაცული ადგილი, მინიმუმ 1 მეტრის სიმაღლეზე მიწიდან. ფუტკრები ლერწმისა და ბამბუკის შიგნით დებენ კვერცხებს, კვებავენ ლავრებს ყვავილის მტვერიტა და ნექტრით შემდეგ სეზონამდე.

როგორ, დავეხმაროთ, ფუტკარს

მოერიდეთ პესტიციდების გამოყენებას

როგორც ვიცით, პესტიციდები ძლიერტოქსიკურია ფუტკრებისთვის, თუნდაც მცირე დოზით და ფუტკრების პოპულაციის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ამიტომ, მოერიდეთ მათ გამოყენებას. განიხილეთ ბუნებრივი ალტერნატივები, როგორიცაა დიატომიტის თიხა, სპრეი სამზარეულოდან როგორიცაა ძმარი ან ნიორი (როგორც ჰერბიციდი). მულჩირება კი მექანიკურ ღონისძიებებში ერთ-ერთი მთავარია, რომ მცენარე მავნებელ-დაავადებებისგან, ასევე სარეველებისგან დაიცვათ.

შეიძინეთ ორგანული

ფუტკრების დასახმარებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ადგილობრივი და ორგანული პროდუქტის შეძენაა. ამ გზით არა მხოლოდ მხარს დაუჭერთ ორგანულ ფერმებს და თავიდან აიცილებთ მავნე ქიმიკატებს, ასევე დაიცავთ ფუტკრებს ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედების შემცირებით.

როგორ, დავეხმაროთ, ფუტკარს

არის თქვენი თაფლი ეთიკური?

კომერციული თაფლის მწარმოებლები საეჭვო პრაქტიკას იყენებენ, რათა თაფლის წარმოება გაზარდონ. ფუტკრისთვის განკუთვნილ თაფლს ხელოვნური დამატკბობლით ცვლიან, ასევე დედოფალ ფუტკრებზე გამრავლების იძულებით მეთოდებს იყენებენ. თაფლის შეძენისას დაინტერესდით წარმოების ტექნოლოგიით, ბიოსერტიფიკატით და თაფლის სიჯანსაღით.

 

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“