დარგებიმცენარეთა დაცვა

მარცვლეულის მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

ამიერკავკასიის პურის ბზუალა  –   Zabrus tenebrioides elongatus Men

პურის ბზუალა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მარცვლოვანი კულტურების სპეციფიკურ მავნ ებელთა შორის იგი ერთ-ერთი მთავარი მავნებელია.

პურის ბზუალა მატლისა და იმაგოს ფაზაში იკვებება და აზიანებს როგორც კულტურულ მარცვლოვნებს – ხორბალს, ქერს, ჭვავს და სხვა, ასევე ველურ  მცენარეებსაც – შვრიუკას, გლერტას, ჭანგას, კოინდარს და სხვა. ბზუალა უმთავრესად იზამთრებს ნიადაგში, მატლის ფაზაში. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 11-120C-ს მიაღწევს, გამოზა მთრებული მატლები კვებას იწყებენ  შებინდებიდან დილამდე: თავიანთ სოროებში აგროვებენ ჯეჯილის ფოთლებს, ძენძავენ, რის გამოც  ფოთლებისგანაც მხოლოდ  ძარღვებიღა რჩება. მოღრუბლულ ამინდში მატლები შეიძლება დღისითაც იკვ ებებოდნენ, მოწმენდილ ამინდში კი ისინი თავიანთ სოროებში იმალებიან.

თუ მავნებლის დასახლების სიხშირე დიდია, კალო-კალო შიშველი ლაქები წარმოიშობა, რის გამოც მატლი ახალ ხვრელს რამდენჯერმე იკეთებს. მართალია, აღებისას პურეული მცენარეები ბზუალას მატლების მიმართ უფრო გამძლენი ხდებიან, მაგრამ მცენარე ქვედა და შუა იარუსის ფოთლების დაზიანების გამო მაინც სუსტდება, მისი განვითარება ნელდება და მარცვლის სიმწიფე გვიანდება.

ბრძოლის ღონისძიებები. პურის ბზუალას წინააღმდეგ  საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება. სარეველა მცენარეებთან სისტემატირი ბრძოლის ღონისძიებების წარმოება, მოსავლის დროული და უდანაკარგოდ აღება, ნაგერალასთან ბრძოლა, მცენარეთა ანარჩენების ნაკვეთიდან გამოტანა, დასილოსება, მოხმარება ან დაწვა, ნაწვერალის აოშვა, ნათესის დამატებითი გამოკვება.

პურის ბზუალას წინააღმდეგ  საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.

 ველის ჭრიჭინა – Malanogryllus desertus Pall

ზრდასრული ჭრიჭინას სხეული და თავი მოშავო მკრთალი ფერისაა, თვალებს შორის მკრთალი გარდიგარდმო ზოლებით გააჩნია. მუცლის ქვედა მხარე, უკანა ბარძაყები და წვივები ხშირი, დაწვენილი ბეწვითაა დაფარული. ქვედა ნაწილში უკანა ბარძაყები შავია.

ველის ჭრიჭინა ამიერკავკასიაში ჩვეულებრივ ყველგანაა გავრცელებული და საკმაოდ დიდი ზიანიც მოაქვს. განსაკუთრებით ზიანდება ახლად აღმოცენებული მცენარეების ნათესი, რომელსაც ჭრიჭინები სრულად ანადგურებენ, ხოლო  წამოზრდილს აზიანებს ფესვის ყელთან.

ბრძოლის ღონისძიებები. პირველ რიგში ველის ჭრიჭინას წინააღმდეგ მისი კვერცხისდების დამთავრებისთანავე ნიადაგი უნდა დამუშავდეს. ამასთან, ჩასატარებელია წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ნათესები უნდა მოირწყას ზომიერად.

ველის ჭრიჭინას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.

 შვედური ბუზი – Oscinella frit L

ზრდასრული მწერი შავია. იგი ოდნავ  ბრჭყვიალაა და ზურგზე მკაფიო  ლითონისებრი ზოლები გასდევს. თავი, ულვაშები და მუცელი შავი აქვს; ფეხები შავი ან მოშავო-ყავისფერი; უკანა ფეხების თათები მოყვითალო-ყავისფერია; ფრთები გამჭვირვალე და ლითონისებრ პრიალა. ბუზის სხეულის სიგრძე 1,5-3 მმ-ია.

შვედური ბუზი იმითაა მავნე, რომ მისი მატლები მცენარის მთელ ღეროს აზიანებენ და მცენარე იღუპება. ამ შემთხვევაში მოსავალს მხოლოდ მეორადი და გვერდითი ღეროები იძლევიან. საგაზაფხულო ხორბალს (დიკა) შვედური ბუზის მატლები უფრო მეტად აზიანებენ, რადგან მატლები სწორედ მაშინ იჩეკებიან, როდესაც მცენარეს 2-3 ფოთოლი აქვს გამოზრდილი.

შვედური ბუზი აზიანებს საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალს, ქერს, შვრიას, შვრიუკას, შალაფას, ჭანგას, გლე რტას, მწყერფეხას, ძურწას და სხვ. შვედური ბუზი საშე მოდგომო ჯეჯილის ან გარეული  ხორბლოვნების ღეროში მატ ლის სახით იზამთრებს.  ბრძოლის ღონისძიებები. ბუზების ინტენსიური გამრავლების რაიონებში (შემოდგომაზე დაბლობ რაიონებში) ოქტომბრის ბოლოს ტარდება თესვა. მთიან რაიონებში თესვა უნდა წარიმართოს ოქტომბრის დამდეგიდან. მოსავალი აღებულ უნდა იქნას დროულად და უდანაკარგოდ. ნაკვეთში არ უნდა დარჩეს ნაგერალა და სარეველებთან საჭიროა სისტემატურად ტარდებოდეს ბრძოლის ღონისძიებები.

შვედური ბუზის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსუ ლტაციის საფუძველზე.

მავნე კუსებურა – Eurygaster integriceps Put

მავნე კუსებურა, მართალია მთელ საქართველოშია გავრცელებული, მაგრამ თავისი მავნეობით გამორჩეულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი ველისათვის, როგორიცაა მაგალითად ჯავახეთის, თიანეთის, დუშეთის, ხაშურის და სხვა რაიონები. დაზიანება ადრე გაზაფხულიდან იწყება, როდესაც მწერი ხორბლის, ქერის, ჭვავის და სხვა ჯეჯილს  მიეძალება და უმთავრესად ღეროს ფუძეს აზიანებს. წუწნის ადგილები იმით შეიმჩნევა, რომ ნაჩხვლეტი ადგილებიდან ჟონავს მცენარის წვენი, რომელიც  ჰაერზე თანდათან    მაგრდება. კუსებურა ბაღლინჯოები თავთავსაც აზიანებენ, რის გამოც თავთავი თეთრ ფერს იღებს, ხოლო ღერო ძლიერ დეფორმაციას განიცდის. დაზიანებული მცენარე ყვითლდება და ზოგჯერ ხმება კიდეც. კუსებურა თავის განვითარების აქტიურ ფაზებში მარცვალსაც აზიანებს. ცვილისებრ სიმწიფეში კუსებურას მიერ დაზიანებული მარცვალი ნაოჭდება, იფიტება. ჩანასახის დაზიანების შემთხვევაში მარცვალი აღმოცენების უნარსაც  კარგავს.

საერთოდ კუსებურა ბაღლინჯოების ინტენსიური გამრავლებისას დიდი ზარალია მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაღლინჯოსათვის საკმარისია ერთი დღე, რათა ერთი თავთავის ყველა მარცვალი დააზიანოს-გამოწუწნოს.

ბრძოლის ღონისძიებები. მავნე კუსებურას წინააღმდეგ  საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება, სარეველა მცენარეებთან სისტემატური ბრძოლის ღონისძიებების წარმოება. მოსავლის დროული და უდანაკარგო აღება, ნაგერალასთან ბრძოლა, მცენარეთა ანარჩენების ნაკვეთიდან გამოტანა, დასილოსება, მოხმარება ან დაწვა, ნაწვერალის აოშვა, ნათესის დამატებითი გამოკვება.

მავნე კუსებურას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.

როდესაც ბაღლინჯოები ჯერ კიდევ იკვებებიან, უნდა მოხდეს ქიმიური პრეპარატებით მწვანე ბალახების დამუშავებაც. 

 მარცვლეულის ხვატარი – Aramea sorden Hufn

ზრდასრული მწერი საკმაოდ დიდი ზომისაა და გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 40 მმ-ს აღწევს. ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 28 მმ-მდეა  და ამიტომ თავთავზე საკმაოდ კარგად მოჩანს. როგორც მინდვრად, ისე ბეღელში (საწყობებში) ძირითადად ბოლო თაობის მატლები იზამთრებენ. გამოზამთრებული მატლები გვიან გაზაფხულზე იწყებენ დაჭუპრებას. ჭუპრიდან გამოსული პეპელა მაშინვე ფრენას იწყებს. გამოფრენილი პეპლები რამდენიმე დღის  შემდეგ ხორბლის, ქერის, ჭვავის  თავთავებზე, ღეროებზე და ფოთლის ქვედა მხარეზე კვერცხის დებას იწყებენ. გამოჩეკიდან პირველი ორი კვირა მატლი თითქმის ფარულად ბუდობს მარცვალში, სადაც მარცვლის შიგთავსს რძის სიმწიფეში ანადგურებს, რის შედეგადაც მარცვლისაგან მხოლოდ კანი რჩება. წამოზრდილი მატლები ტოვებენ მარცვალს, გამოდიან გარეთ, ფოთლის უკან ხალთაში შეიჭრებიან, ანდა თავთავებს შორის თავსდებიან, დღისით იქ იბუდებენ, შებინდებიდან კი თავთავებში გროვდებიან და მარცვლებს გარედან ღრღნიან.

ბრძოლის ღონისძიებები.  მარცვლეულის ხვატარის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება, სარეველა მცენარეებთან სისტემატური ბრძოლის ღონისძიებების წარმოება, მოსავლის დროული და უდანაკარგო აღება,  ნაგერალასთან ბრძოლა, მცენარეთა ანარჩენების ნაკვეთიდან გამოტანა, დასილოსება,  მოხმარება ან დაწვა, ნაწვერალის აოშვა, ნათესის დამატებითი გამოკვება.

მარცვლის ხვატარის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.

 სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა- Pyrausta  nubilalis Hb

საქართველოში  სიმინდის ფარვანა  სიმინდის, ფეტვის, მზესუმზირას, კარტოფილის და სხვა მცენარეთა ნაყოფებს აზიანებს. ველური მცენარეებიდან ეტანებიან, ანწლს, ღიჭას, მამულას და სხვ.

სიმინდის ფარვანა, ზრდასრული მატლის სახით, მინდორში დარჩენილი სიმინდის ღეროებში, მსხვილღეროიანი სარეველა მცენარეების ღეროებში, ტაროების ნაქუჩებში, საქონლის გამოსაკვებად დამზადებულ დაზვინულ ჩალაში და სხვაგან იზამთრებს.

გამოზამთრებული მატლები მალე ჭუპრდებიან. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, შემდეგ პეპლების იწყება გამოფრენა. პეპელა კვერცხს სიმინდის, სარეველა ბალახების და სხვა მცენარეთა ფოთლების ქვედა მხარეს დებს.  ემბრიონის განვითარების ხანგრძლივობა 12 დღეა. გამოჩეკილი მატლი ფოთლის ყუნწში შედის და იქ იკვებება, აქედან პირდაპირ ღეროში ან ქოჩოჩზე გადადის. მატლს შეუძლია ერთი მცენარიდან მეორეზე გადავიდეს და განაგრძოს კვება, ვინაიდან მატლი ძირითადად ღეროს კედლების ქსოვილებით იკვებება. ქარის  თუ სხვა რაიმე ფიზიკური ძალის მოქმე დებით, ან თავისი სიმძიმით, მცენარე ძალზე  გათხელებულ ადგილებში ხშირად იღუნება ან გადატყდება ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ  სიმინდის ფარვანას ინტენსიური გამრავლების დრო, სიმინდის ნათესი  საქონლით გათელილს მოგვაგონებს. მცენარეებს ემჩნევათ  ხვრელებიც, საიდანაც მატლების ნაღრღნი ფქვილი გარეთ იყრება. ასე დაზიანებული იღუპება ან ძალიან მცირე მოსავალს იძლევა. მატლები ტაროებსაც აზიანებენ, რომლებიც თავით ქვემოთ ჩამო ეკიდებიან ხოლმე. ტაროში მატლები  სასვლელებს ღრღნიან და მარცვლებს ჭამენ, ზოგჯერ ნაქუჩშიც  ძვრებიან, სადაც მთელ ზამთარსაც რჩებიან.

ბრძოლის ღონისძიებები. სიმინდისა ანუ ღეროს ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება, სარეველებთან სისტემატური და დროული ბრძოლა, რაც პეპლებს არ მისცემს დამატებითი საკვების მიღების საშუალებას. ღეროგადატეხილი სიმინდი უნდა მოიჭრას და ნაკვეთიდან გავიტანოთ ან საკვებად მივცეთ საქონელს. მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთი მცენარეთა ნარჩენებისაგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს და დაიწვას. ყველა ზონისათვის  უნდა დაზუსტდეს სიმინდის თესვის ვადები. უნდა დაითესოს მავნებლებისმიმართ შედარებით გამძლე ჯიშები.

სიმინდის ფარვანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულ ტაციის საფუძველზე.

 ბეღლის ცხვირგრძელა –Sitophilus (Calandra)  granarius

ბეღლის ცხვირგრძელა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ბეღლებსა და საწყობებში.

მავნებლის ხოჭოს სიგრძე,  ხორთუმიანად, დაახლოებით 3-5 მმ-ს შეადგენს. იგი მოშავო-ყავისფერია, წინა ზურგზე აქვს წერტილოვანი ღრუბლები, რომელთაც შუაზე ჰყოფენ გასწვრივი ვიწრო ხაზი. ფრთები სიფრიფანა და განუვითარებელია, რის გამოც მავნებელს ფრენა არ შეუძლია. ზედა ფრთებზე ღრმა  გაწვრივი ღარები ახასიათებს.

მატლი სიგრძით 3 მმ-დეა. მისი სხეული რკალივითაა მოღუნული, მონაცრისფროთეთრი ფერისაა, თავი ყავისფერია. არ აქვს ფეხები.

მავნებელი ზამთარს ატარებს თავისი განვითარების ყველა ფაზაში. მისი კვერცხის რაოდენობა  40-300-მდე შეადგენს. კვერცხი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებში, დედალი ხოჭოს მიერ ამოღრღნილ ხვრელებში იდება. ემბრიონალური განვითარების ხანგრძლივობა 10-12 დღეა. ერთი გენერაციის განვითარებას ცხვირგრძელა 28-30 დღეს ანდომებს. გარემო ფაქტორებისადმი მისი დამოკიდებულება ასეთია: დიაპაუზაში გადადის 30C -ზე, 12% ტენიანობის შემთხვევაში ბრკოლდება გამრავლება, იღუპება – 150C-ზე. მავნებელს ახასიათებს დაახლოებით 5 გენერაცია  ერთ წელიწადში.

ცხვირგრძელას მატლები იკვებებიან მაკარონით, ფქვილით, სიმინდის, ქერის, ჭვავის, ფეტვის, წიწიბურას, ბრინჯის და სხვ. მარცვლებით. მათი განვითარება და კვება  მიმდინარეობს მარ ცვალში, რის შედეგადაც მარცვლისგან მხოლოდ კანი რჩება. გარდა ამისა, მავნებლის მიერ დაზიანებულ  მარცვლებზე ადვილად სახლდებიან სხვადასხვა ტკიპები, რაც იწვევს მარ ცვლის ჩახურებას და მასში გუდაფშუტის სპორების გავრ ცელებას.

ბრძოლის ღონისძიებები. შენახვის წინ მარცვალი უნდა გამოშრეს მზეზე ისე, რომ მისი ტენიანობა არ აღემატებოდეს 12-14%-ს. მარცვლის 50-550-მდე გათბობით ბეღლის ცხვი რგრძელა 15-20 წუთში იღუპება, ხოლო 150C –ზე გაცივებულ მარცვალში – 12 საათში. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად ითვლება  თესლის  შენახვამდე მათი დამუშავება ქიმიური მეთოდების გამოყენებაით რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.

 მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი – Sitotroga cerealella Oliv

მარცვლეულის, ანუ სიმინდის ჩრჩილი ფართოდაა გავრცე ლებული საქართველოში.    მავნებლის პეპელას სიგრძე გაშლილი ფრთებით 11-16 მმ-ს შეადგენს. იგი ჟანგისფერი ყვითელია, ფრთები და თავი დაფარულია თეთრი ქერცლით. წინა ფრთების წამახვილებულ ბოლოში ორი ლაქა ახასიათებს. უკანა, წვეროსკენ ამონაკვთულ ფრთებზე კი აქვს  ნაცრისფერი  ფოჩები.

მარცვლეულის ანუ სიმინდის ჩრჩილი ზამთარს ძირითადად პეპლის ფაზაში ატარებს საწყობებში, ბეღლებსა და სასიმინდეებში. პეპლის კვერცხის პროდუქცია 50-150 ცალს შეადგენს. კვერცხი იდება სიმინდის  ტაროებზე, ხორბლის, შვრიის, ჭვავისა და წიწიბურას თავთავებზე. ემბრიონალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰიდროთერმულ პირობებზე და 4-დან 28 დღემდე გრძელდება. ახლადგამოჩეკილი მატლი იჭრება მარცვალში, მიყვება მას საწყობში და იქვე ამთავრებს განვითარებას, რის შემდეგაც ხდება დაჭუპრება. მანამდე მატლი ღრღნის პეპლის გამოსაფრენ ხვრელს და აბლაბუდის ძაფისაგან იკეთებს დასაჭუპრებელ აკვანს ხვრელის კედლებში. გარემო ფაქტორებისადმი იგი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევა: 10-120C- ზე მატლი გადადის  დიაპაუზაში, 10-11% ტენიანობის შემთხვევაში კი მისი დიდი ნაწილი იღუპება. მავნებელს წელიწადში დაახლოებით 4-6 გენერაცია ახასიათებს. ჩრჩილის მატლები იკვებებიან ზემოთ აღნიშნულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებით, რის შედეგადაც პროდუქცია კარგავს საწარმოო და კვებით ღირებულებას.

ბრძოლის ღონისძიებები. ბეღელში შენახვამდე მარცვალში უნდა დარეგულირდეს ტენიანობა (< 14%) ან გაიწმინდოს მექანიკურ სანიავებელ მანქანებში. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ ღონისძიებად ითვლება ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში  გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსა ხურის კონსულტაციის საფუძველზე.

მზაღო ლობჟანიძე,

ზენიაბ ტყებუჩავა