მასტიტის კონტროლის ახალი გზები

როდესაც საქმე მასტიტს ეხება, ფერმერებს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. იმის ცოდნა, თუ რომელი ბაქტერიები იმყოფებიან ცურში და მათი შეთავსება ბაქტერიების პოპულაციაზე ზემოქმედების ახალ შესაძლებლობებთან, წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით ძროხების ეფექტური მკურნალობის გასაღებს.

ჰოლანდიელი მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ მასტიტის შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს, მუდმივად ჩნდება ახალი ცოდნა, რაც თავის მხრივ ეხმარება ვეტერინარებსა და ფერმერებს უფრო ეფექტურად მოახდინონ დაავადების პრევენცია და მკურნალობაც კი, კლინიკური შემთხვევებისას.

კარგი და ცუდი ბაქტერიები

აქ იგულისხმება ბალანსი. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არსებობს ცურში არსებული ბაქტერიების (მიკრობიოტა) კარგი ბალანსი. ცურის უჯრედები – ეს თავისებურ, პატარა, უნიკალურ სამყაროს წარმოადგენს. დიდი რაოდენობით სომატური უჯრედების შემცველ ძროხის რძის ნიმუშებს აგზავნიან ლაბორატორიაში, სადაც მას თესავენ პეტრის ჯამში, იმისათვის რომ დაადგინონ კონკრეტულად რომელ ბაქტერიასთან აქვთ საქმე. თუმცა შემთხვევების 30%-ში ვერაფრის დადგენა ვერ ხერხდება და კლინიკური მასტიტის მქონე ნიმუშების შემთხვევების 25%-ში ტესტი არაფერს არ აჩვენებს. ასეთი მაჩვენებლებმა შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ფერმერი. თუ ჩავატარებთ სხვა ანალიზს (სეკვენირება ან ბაქტერიის დნმ-ის სკრინინგი), მაშინ შესაძლებელია დავინახოთ ნიმუშში არსებული 1000-ზე მეტი სახეობის ბაქტერია (როგორც კარგი, ასევე ცუდი). ეს რაოდენობა კი ჯანმრთელ ცურში გაცილებით მეტია. ჩნდება კითხვა, რა იგულისხმება “კარგ” და “ცუდ” ბაქტერიებში.

მოახდინეთ ფოკუსირება მშრალად ყოფნის პერიოდის ძროხებზე

ბაქტერიების პოპულაცია დიდწილად დაკავშირებულია მერძეული ძროხის პროდუქტიულობის ფაზასთან. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამშრალ ძროხებში დიდი რაოდენობითაა ანთების გამომწვევი უჯრედები (ციტოკინები), რომელთაც მასტიტის გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ ისინი არ ვითარდებიან. როგორც კი ძროხა იმშობიარებს, მას, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად, შეიძლება მოულოდნელად განუვითარდეს მასტიტი. მშრალად ყოფნის პერიოდის ბოლოს ძროხის იმუნური სისტემა   იმუნური რეაქციის დაყოვნებაზეა ფოკუსირებული, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ცურის ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ამიტომ მშრალობის პერიოდის ბოლოს საჭიროა იმუნური სისტემის სტიმულირება, რათა ძროხამ უკეთ მოახდინოს რეაგირება ცურის ბაქტერიულ ინფექციაზე. ასეთი სტიმულაცია შეიძლება განხორციელდეს იმუნომოდულირებადი ციტოკინების მიწოდებით ან გულ-მკერდის წინა ქვედა არეში ვაქცინაციით.

გამოსავალი ანტიბიოტიკების გარეშე

რეპროდუქციული დაავადებები და მასტიტი – ორი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფერმაში, ამიტომ მკვლევარები მუშაობენ კლინიკური და სუბკლინიკური მასტიტის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე. ზოგჯერ მკურნალობის ყველაზე სწრაფ მეთოდს წარმოადგენს ანტიბიოტიკები, თუმცა ახლა იკვლევენ მათ გარეშე მკურნალობის მეთოდებს.

მკვლევარები ცდილობენ გააუმჯობესონ მასტიტის მკურნალობა და კონტროლი, მაგალითად გამოიგონეს ვაქცინა Staphylococcus aureus-ის წინააღმდეგ და დოზირების ოპტიმიზაციით ნაკლები ანტიბიოტიკის გამოყენებით შედეგების მიღების საშუალება შექმნეს.

ზოგიერთი ბაქტერია ძალიან “ჭკვიანია” და კარგად იმალება ცურში. მკურნალობის შემდეგ, პრობლემა გადაჭრილი და ბაქტერიები დამარცხებული ჩანს, თუმცა მასტიტი შეიძლება განმეორებით გამოვლინდეს, ამიტომ მკვლევარები მუშაობენ კერატინის (ბუნებრივი ცილა რომელიც კანსა და ბეწვშია) ინექციაზე. ცურის შიდა ზედაპირი არათანაბარია, ამიტომ მკვლევარები იკვლევენ, შეძლებს თუ არა კერატინი უზრუნველყოს სარძევე არხების უკეთესი დაცვა, თუ აუცილეებელია დამატებითი სტიმულაცია ვაქცინის საშუალებით, იმისათვის რომ არხი უკეთ იყოს დაცული ბაქტერიებისგან.

ცხოველების ანტიბიოტიკებით მკურნალობის გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს გარკვეული პასუხისმგებლობა. ცურში არსებული ბაქტერიების პოპულაციის კვლევა და იმუნური სისტემის სტიმულაცია (ძირითადად მშრალად ყოფნის პერიოდში) – ვეტერინარიის ახალ იარაღებს წარმოადგენენ, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ ფერმერებს მიზნის მიღწევაში.

წყარო: http://georgiandairy.org

http://milkua.info