მდოგვი – უნივერსალური სიდერატი, ბუნებრივი მცველი და ძლიერი თაფლოვანი მცენარე
თანამედროვე აგროწარმოებაში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ბუნებრივ, ეკოლოგიურ და ეკონომიურად გამართლებულ მეთოდებზე.
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტიანი ბუნებრივი საშუალება, რსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად იყენებენ, სიდერატული კულტურებია, რომელთა შორის გამორჩეულ ადგილი უჭირას მდოგვს.

მდოგვია მცენარე, რომელიც მხოლოდ ნიადაგს კი არ აუმჯობესებს, არამედ მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების შემცირებასაც უზრუნველყოფს. ამ ყოველივესთან ერთად ის შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა.
მდოგვი როგორც საუკეთესო სიდერატული კულტურა
მდოგვის სიდერატად გამოყენება ეფექტიანია როგორც ერთწლოვან, ისე მრავალწლიან აგროსისტემებში. მისი სწრაფი ზრდა და ძლიერი ბიომასა ნიადაგს ამდიდრებს ორგანული ნივთიერებებით, აუმჯობესებს ჰუმუსის შემცველობას და ხელს უწყობს სტრუქტურის აღდგენას.
- სწრაფად ახშობს სარეველებს;
- ამცირებს ნიადაგის ეროზიას;
- ზრდის ნიადაგის წყლის შეკავების უნარს;
- ხელს უწყობს სასარგებლო მიკროფლორის გააქტიურებას.
ბუნებრივი ფუნგიციდი და ინსექტიციდი
მდოგვი მდიდარია ეთერზეთებითა და გლიკოზიდებით, რომლებიც რამდენიმე ბუნებრივ ბიოქიმიურ ნაერთს შეიცავს. ნიადაგში მოხვედრის დროს ეს ნივთიერებები მცენარეთა ფესვების ლპობას, სოკოვან დაავადებებს და მავნებლების ლარვებს ზღუდავს.
მდოგვის ჩართვა აგროტექნოლოგიაში მნიშვნელოვნად ამცირებს:
- ფუზარიოზის და რიზოკტონიოზის გავრცელებას;
- ნემატოდების რაოდენობას;
- მავნებელი მწერების კერებს.
ამრიგად, მცენარე მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფუნგიციდი და ინსექტიციდი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ქიმიური პრეპარატების შემცირებაზეა ორიენტირებული.

მდოგვის ყვავილის თაფლოვანება
მდოგვი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული თაფლოვანი მცენარეა. ხანგრძლივად ყვავილობს, ნექტარი კი მდიდარია შაქრებით, რაც ზრდის თაფლის ხარისხსა და მოსავლიანობას.
მეფუტკრეებისთვის მდოგვი სიკეთისმომცემი მცენარეა, კერძოდ:
- ახასიათებს ადრეული ყვავილობა;
- ძლიერი ნექტარიანობა;
- იძლევა გამორჩეული არომატისა და სასიამოვნო მკვეთრი ფერის უხვ თაფლს.
მდოგვი უნივერსალური კულტურაა, რომელიც თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის ერთდროულად ნიადაგის გამაუმჯობესებელი, მცენარეთა დაცვის ბუნებრივი საშუალება და მაღალი ღირებულების თაფლოვანი მცენარე.
მდოგვის გამოყენება განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა ბიომეურნეობებში, სადაც გარემოსდაცვითი სტანდარტები და მდგრადი პრაქტიკები პრიორიტეტულ მნიშვნელობას იძენს.
სწორი დაგეგმარებითა და დროული გამოყენების შემთხვევაში, მდოგვი ფერმერისთვის ნიშნავს ნაკლებ დანახარჯს, მაღალ ეკოლოგიურ ეფექტს და დამატებით შემოსავალს მეფუტკრეობის მიართულებით.

