ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
რუბრიკებისტატიები

მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაციის პერსპექტივა

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და სამართლიანად ითვლება ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითად. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა ქვეყანაში.

 გასული საუკუნის 60-იან წლებშისაქაბრეშუმისსისტემაში ყოველწლიურად  საშუალოდ მზადდებოდა: სამრეწველო გრენა 4,0-4,5 ტონა (სუპერელიტური 80,0 კგ), აბრეშუმის ცოცხალი პარკი 4,0-4,2 ათასი ტონა, აბრეშუმის ხამი ძაფი 450-500 ტონა, ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი 4,5-5,0 მილიონი მეტრი, მილიონობით ძირი ნერგი და სხვა პროდუქცია, რითაც წარმატებით ივსებოდა ყველა დონის ბიუჯეტი. ამასთან წარმატებით მუშაობდა მეაბრეშუმეობის 42 რაიონული პარკსაშრობი, 180-ზე მეტი პარკის პირველადი დამუშავების პუნქტი, დარგისთვის გამოყოფილი იყო 8400 ჰა თუთის პლანტაცია და მილიონ ძირზე მეტი ერთეული ნარგაობა.

სოფლის მეურნეობის სისტემაში დამზადებული ცოცხალი პარკის საფასურად მეაბრეშუმეები ყოველწლიურად იღებდნენ საშუალოდ 16,5-17,0 მილიონ მანეთს. სოფლად დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, აბრეშუმის მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი. ამასთან, წარმოებული პარკი, მთლიანად აკმაყოფილებდა ადგილობრივ მოთხოვნებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში წარმოებულ მთლიან პროდუქციაში მეაბრეშუმეობის ხვედრითი წილი შეადგენდა 5,6%-ს, ხოლო საფეიქრო მრეწველობის სისტემაში წარმოებულ 1964 წლის პროდუქციაში მეაბრეშუმეობის ხვედრითი წილი 56,5 %-ს შეადგენდა.

თუთის დაავადების (ფოთლის სიხუჭუჭე) გავრცელების შემდეგ განადგურდა 15 მილიონ ძირზე მეტი ჯიშიანი თუთის მცენარე და მეაბრეშუმეობის, როგორც ეროვნული მეწარმეობის ტრადიციული დარგის ფუნქციონირება შეწყდა.

დარგის რეაბილიტაცია საწყის ეტაპებზე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდება. აუცილებელია სუბსიდირება, თუთის პლანტაციებით გაშენებულ ნაკვეთებზე ყადაღის მოხსნა, სანერგე მეურნეობების აღდგენა ან არსებულის გაფართოება, სარგავი მასალებით ახალი პლანტაციების და ერთეული ნარგაობის გაშენება, საგრენაჟო ქარხნების რეაბილიტაცია, მოსახლეობაში მეაბრეშუმეობის ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება და ცენტრალიზებული, ან გამხსხვილებული გამოკვებების ჩატარება, თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების დანერგვა.

წყარო: საქართველოს სოფლის მეურეობის მეცნიერებათა აკადემია (წლიური ანგარიში)