დარგებიმებაღეობა

მებაღეობა

საქართველოში ოდითგანვე გავრცელებული იყო მრავალწლიანი ხეხილოვანი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი, სუბტროპიკული და კენკროვანი კულტურების თითქმის ყველა სახეობა.
მეცნიერული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ საქართველო ხეხილის და სამრეწველო ჯიშების – კერძოდ, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ზღმარტლი, თხილი და სხვა კულტურების, წარმოშობის მნიშვნელოვან ბუნებრივ კერას წარმოადგენს.

უძველესი ხანის სხვადასხვა პერიოდში ხილით და ბოსტნეულით დაკავებული ადგილების გამოსახატავად საქართველოში იყენებდნენ ტერმინებს „სამოთხე”, „წალკოტი”, „ედემი”.


მცენარეების ბიოლოგიურმა თავისებურებამ – მზის ენერგიის გამოყენებით ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმისა და ჟანგბადის გამოყოფის, ხოლო ნიადაგიდან წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერების შეთვისების უნარმა – განაპირობა მცენარის ორგანოების ჩამოყალიბება, როგორიცაა მიწისქვედა ფესვთა სისტემა და მიწისზედა – ღერო და ფოთლები. 

მიწისქვედა და მიწისზედა ორგანოების მთავარი ამოცანაა მცენარის უზრუნველყოფა სასიცოცხლო ფუნქციებით, როგორიცაა სუნთქვა, აორთქლება, კვება და სხვა.

ბროშურა ვრცლად იხილეთ აქ მიმაგრებულ ბმულზე: