დარგებიმეცხოველეობა

მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ამერიკის ვეტერინარული სამედიცინო კლინიკის მაგისტრი, მიკრო ბიოლოგიის დოქტორი და რეპროდუქციის სპეციალისტი — ჯენიფერ ბოუმანი ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მხარდაჭერით შეხვდა ქართველ მებოცვრე ფერმერებს, დაათვალიერა მათი ფერმები და ჩაუტარა ტრენინგი.გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ჯენიფერთან, რომელსაც საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივებზე და მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებზე ვესაუბრე.

 

  • თქვენი პირველი ნაბიჯები ვეტერიანრიაში, რთული იყო, როგორც ქალისთვის, ხელისშემშლელი ან ხელისშემწყობი თუ ყოფილა ქალის ფაქტორი?

ჩემი აზრით, შესაძლოა ზოგიერთი ქალისთვის ეს მართლაც პრობლემა იყოს, თუმცა, ჩემთვის, მე ძალიან მოტივირებული, საკუთარ თავზე მომუშავე და ძლიერი ქალი ვარ. არაფერი მომწონს, რისი კეთებაც არ შემიძლია.

  • როგორია საერთაშორისო სტანდარტები მებოცვრეობაში, რას ითხოვს ბაზარი?

მომხმარებელს ცოცხალი ბოცვერი ნაკლებად აინტერესებს — ის ითხოვს ბოცვრის ხორცს. ამერიკაში ჩვენ ორი განსხვავებული ინდუსტრია გვაქვს — მეხორცული მიმართულება და სულადობრივი. მე, ძირითადად, მეხორცული მიმართულების ინდუსტრიაზე ვარ ორიენტირებული. ჩვენ ვეძებთ კურდღელს, რომელსაც მაღალი მოგება აქვს წონის კუთხით.  ვხელმძღვანელობთ ახალი ზერლანდიის გრანტით კალიფორნიასთან თანხვედრაში და ვერ ვიტყოდი რომ საუკეთესო, მსოფლიოში გავრცელებული ხარისხი გვაქვს.

  • ქართველ მებოცვრეებს ტრენინგი ჩაუტარეთ რეპროდუქციასთან დაკავშირებით. მათ ცოდნას, გამოცდილებას როგორ შეაფასებდით? ასევე მზაობას, გააფართოონ თავიანთი ბიზნესი?

ვფიქრობ, ფერმერები ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ამ ტიპის „ფერემერი — ფერმერისთვის“ პროგრამებში 1998 წლიდან ვარ ჩართული და მართლა ვფიქრობ, რომ ქართველი ფერმერები თავისუფლად, თავაშვებულადაც კი ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტებს, რათა ნახონ რომელი მათგანი იმუშავებს უკეთ. ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია. ვფიქრობ, ქართელმა მებოცვრეებმა ამ ტრენინგით ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მათ მეურნეობისა და ფერმის განვითარებაში, ბოცვერთა რეპროდუქციის გაზრდაში დაეხმარებათ, რაც, საბოლოოდ, შემოსავალს სწრაფად გაზრდის.

  • რამდენად კარგად არიან ისინი ინფორმირებულნი?

ვფიქრობ, მათი საბაზისო ცოდნა და ინფორმირებულობა საკმაოდ კარგია. ბევრად უკეთესი, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რომლებშიც მე მიმუშავია. როგორც ვთქვი, ძალიან კარგი საბაზისო ცოდნა აქვთ, რაც იმ ცოდნის დაშენების საშუალებას გვაძლევს, რომელიც ჩვენ უნდა მივაწოდოთ და გავუზიაროთ.

  • მაღალი წარმადობის მისაღწევად, შესაბამისი ხარისხით, მოკლედ რომ ჩამოგვიყალიბოთ მებოცვრის ბიზნეს გეგმა, რომელი ძირითადი დანახარჯები უნდა გასწიოს ფერმერმა? საშუალოდ, რამდენბოცვრიანი ფერმაა რენტაბელური და, საბოლოოდ, რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი?

იმ ფერმებში, რომლებსაც მე საქართველოში ვესტუმრე, ფერმის დაგეგმარებისას მეტი ცოდნა უნდა გამოიყენონ, რათა უკეთესი გარემო იქნება ნაკლები დაავადებების გარანტი და დაბალი დაავადებების ფონზე მებოცვრეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოვახერხებთ.

ერთ ფერმერს თუ ეყოლება ოთხი დედალი და ერთი მამალი ბოცვერი, ერთ წელში მეტი პროტეინისა და ხორცის წარმოებას შეძლებს, ვიდრე ერთი ფურია. ე.ი. ბოცვრები ძალიან პროდუქტიულები არიან, სჭირდებათ მცირე ადგილი, რომლის აშენება, ისევე როგორც მებოცვრეობის დაწყება, ძალიან იაფი ჯდება. არაძვირადღირებული მოვლა და ბოცვრების სწრაფი გამრავლება — ეს ორი ფაქტორი ძალიან კარგია მეხორცული მებოცვრეობის დამწყები ფერმერისთვის, რომელსაც დარგის ზრდა და განვითარება სურს.

  • მითხარით, როგორც მომხმარებელმა, ხორცის ყიდვისას არჩევანი ბოცვრის ხორცზე რატომ უნდა შევაჩერო?

ბოცვრის ხორცი არის ძალიან მჭლე, ცილების მაღალი შემცველობით, ფაქტიურად ცილების სახლია.  ხასიათდება ქოლესტერინის ძალიან დაბალი შემადგენლობით,  არის ცოტა უფრო მაღალტენიანი ხორცი, აქედან გამომდინარე, იგი ბევრად ჯანსაღი და ჯანმრთელია, ვიდრე ბაზარზე ხელმისაწვდომი სხვა ხორცი. ღორის ხორცი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე არაჯანსაღია. ბოცვრის ხორცი თითქმის ყველაზე ჯანსაღია, რომელიც შეიძლება მიირთვა.

  • 2015 წ მონაცემებით, საოჯახო ტიპის ფერმერული მეურნეობა დაახლოებით 1800-მდეა, ხოლო მებოცვრეობის ფერმა _ 10-მდე (2015 წ.). თითოეულ ფერმაში არის არანაკლებ 50-100 დედალი ბოცვერი, 20-მდე მამალი და 200-დან 500-მდე სახორცე მოზარდი, ამ მონაცემებით, როგორ ხედავთ ჩვენი განვითარების პერსპექტივას და ექსპორტზე გასვლის შანსს?

ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის — საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი. ამისთვის, ჩემი აზრით, საჭიროა შეიქმნას ფერმერთა გაერთიანებები, თუნდაც, მცირე ფერმერების შემთხვევაშიც. კოოპერატივი აადვილებს მარკეტინგს, ბაზარზე ოპერირებას და პროდუქტის ექსპორტზე გატანას. ასევე, სხვა მრავალ საკითხს, რომელთან გამკლავება დამოუკიდებელი ძალებით ძალიან რთულია. მაგრამ, მგონია, რომ ქართველ ფერმერებს გაერთიანება და ერთად მუშაობა შეუძლიათ.

  • რას ურჩევდით დამწყებ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერა სამეცნიერო კუთხით გააგრძელონ?

ძალიან მნიშნველოვანია გაინტერესებდეს მეცნიერება და განვითარება. მეცნიერებას შენი წაყვანა შეუძლია ყველგან, სადაც მოისურვებ. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ვთქვი, „მე ეს შემიძლია“.  ძალიან მიზანდასახული ვარ და ამიტომ ეს გავაკეთე, დავამტკიცე, რომ როდესაც დაჟინებით, მიზანმიმართულად მუშაობ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ. საქართველოში მოტივირებული, შრომისმოყვარე ხალხია და ვფიქრობ, შეგიძლიათ არაჩვეულებრივი მეცნიერები იყოთ.

  • თქვენი აზრით, რა ღონისძიებების გატარება შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან, რათა ეს დარგი უფრო პოპულარული და მომგებიანი გახდეს?

გეტყვით, რომ ის, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ნამდვილად არ არის ჩემი სფერო და კომპეტენცია, თუმცა, მგონია, რომ თუ შექმნით კოოპერატივებს და ეს კოოპერატივები მთავრობასთან ერთად იმუშავებენ, ბევრად ადვილი იქნება მებოცვრეობის განვითარება მეხორცული მიმართულებით.

თუ მთავრობა ფერმერთა განათლებას ხელს შეუწყობს, ასევე მოსახლეობის, რომ ბოცვრის ხორცი სასარგებლოა, ეს მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს, რადგან ქართული ბოვცრის ხორცი მართლაც უმაღლესი ხარისხისაა.

 მარიამ ტაკაშვილი

წყარო: agrokavkaz.ge

სტატია მოგვაწოდა „მომავლის ფერმერმა“