დარგებიმებაღეობა

მეხილეობის მდგომარეობა საქართველოში

სრულიად ბუნებრივია ადამიანს, მითუმეტეს ქართველ კაცს მისწრაფება ჰქონდეს მშობლიური მიწისკენ, სადაც ჰქონდეს საკუთარი ნაკვეთი-ეზო, კარმიდამო ხეხილითა და ვაზით დამშვენებული. ჩვენი აზრით, დადგა დრო მივუბრუნდეთ მიწას, მას მოვევლინოთ პატრონად, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ულამაზესი და უნაყოფიერესი ღვთით ნაბოძები ადგილი ამ სამყაროში და ღვთით მომადლებული დიდი ნიჭიერება, შრომისუნარიანობა და მშობლიური მიწის უსაზღვრო სიყვარული, რა სჭირს საიმისო, სხვისი დახმარების შემყურე იყოს.

მშობლიური მიწისაკენ შემობრუნების პროცესი უდიდესი მნიშვნელობის საერო საქმეა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მთავარ ამოცანად უნდა ისახავდნენ აღნიშნული პროცესის ყოველმხრივ ხელშეწყობას.

ბუნებრივი და ეკონომიური პირობების გათვალისწინებით მეხილეობა ქვეყანაში მეტ-ნაკლებადაა განვითარებული. ხეხილის ნარგაობის ტიპები ორნაირია და წარმოდგენილია, როგორც მასიური ბაღები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები ცალკე ნარგაობით, ერთეული ძირების სახით.

სტატიაში გამოყენებულია საქსტატის მიერ  ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალები. აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში არსებული (საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) მეურნეობები — ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც ამ დროისათვის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა და ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავი. აღწერის შედეგად, ქვეყანაში დაფიქსირდა 642,2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640,0 ათასი — შინამეურნეობა და 2,2 ათასი — იურიდიული პირი. მეხილეობის ზონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19,6%), კახეთსა (15,1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (13,3%) დაფიქსირდა.

მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574,1 ათასს სარგებლობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68,1 ათასს — არა აქვს.

მეურნეობების სარგებლობაში არის 842,3 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მათ შორის 87,2% (734,8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12,8% (107,5 ათასი ჰა) — დროებით სარგებლობაში.

სასოფლო-სამეურნეო მიწა და მისი გამოყენება. მეურნეობების სარგებლობაში 787,7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის 86,5% (681,1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13,5% (106,6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაშია.

მრავალწლოვანი ნარგავების მდგომარეობა 2014 წლის 1 ოქტომბრისათვის. მრავალწლიანი ნარგავების ფართობი მეხილეობის ზონებში აღწერის თანახმად 109,6 ათას ჰა-ს შეადგენს. მეურნეობების სარგებლობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავების საშუალო ფართობი 0,4 ჰექტარია. მეურნეობების 93,5%-ს სარგებლობაში აქვს 1,0 ჰა-ზე ნაკლები მრავალწლოვანი ნარგავები. 1,0 ჰა და მეტი მრავალწლოვანი ნარგავი აქვს 17,6 ათას მეურნეობას, ხოლო 3,0 ჰა და მეტი — 1,7 ათასს. მრავალწლოვანი ნარგავების 49,8% ხეხილის ბაღებს უკავია, 33,0% — ვენახებს, 74% — ციტრუსის პლანტაციებს, 4,6% — ჩაის პლანტაციებს, ხოლო დანარჩენს 5,2%.

ფართობების უმეტესი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის (25,8 ათასი ჰა), კახეთის (25,6 ათასი ჰა), იმერეთის (16,8 ათასი ჰა), გურიისა (10,5 ათასი ჰა) და შიდა ქართლის (127 ათასი ჰა) მეხილეობის ზონებზე მოდის. უმცირესი წილი კი ქვემო ქართლის (3,0 ათასი ჰა), მცხეთა-თიანეთის (1,8 ათასი ჰა), რაჭა-ლეჩხუმისა (3,6 ათასი ჰა), და სამცხე-ჯავახეთის (1,5 ათასი ჰა) მეხილეობის ზონებშია.

მრავალწლიანი ნარგავების ფართობი 2006 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მეხილეობის ზონებში. სტაბილურად ინარჩუნებს ფართობებს აჭარის ა`რ, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მეხილეობის ზონები. იმერეთის მეხილეობის ზონა, სადაც მრავალწლიანი კულტურების ფართობი 2014 წელს გაიზარდა 3,3 ათასი ჰა-თი და შეადგინა 16,3 ათასი ჰა, ასევე მრავალწლიანთა ფართობების საგრძნობი მატება აღინიშნება გურიის მეხილეობის ზონაში — 6,3 ათასი ჰა, რომელიც ძირითადად თხილის კულტურაზე მოდის. შიდა ქართლის მეხილეობის ზონაში მრავალწლიანი კულტურების ფართობები 2014 წელს 2010 წელთან შედარებით შემცირდა 5,3 ათასი ჰა-თი, ასევე კახეთის მეხილეობის ზონაში, მათი ფართობები 11,4 ათასი ჰა-თ შემცირდა.

ხეხილის ბაღები. მეურნეობების სარგებლობაში 49,8 ათასი ჰა ხეხილის ბაღებია. მეურნეობების სარგებლობაში არსებული ხეხილის ბაღების საშუალო ფართობი 0,4 ჰექტარია. მეურნეობების 94.0%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის ხეხილის ბაღი. 9,4 ათას მეურნეობას სარგებლობაში აქვს 1,0 ჰა და მეტი ფართობის ხეხილის ბაღი, ხოლო 0,6 ათასს — 3,0 ჰა და მეტი.

კაკლოვანი კულტურებიდან თხილის კულტურას წამყვანი ადგილი უკავია და მისი ფართობი 35 ათას ჰა-ს გადასცდა. ეს კულტურა განსაკუთრებით განვითარდა და მისი ფართობები შესაბამისად გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და კახეთის მეხილეობის ზონებში.

ამჟამად ჩვენს მიერ მიმდინარეობს თხილის კულტურის ფართობების აღწერა დაზუსტება, რომლის ანგარიში გამოქვეყნებული იქნება მიმდინარე წელს.

ხეხილოვანი კულტურების ფართობი 2010 წელს არ შეცვლილა და 2006 წელთან შედარებით მომატებულია 3,8 ათასი ჰა-თი. ქართლის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხილეობის ზონაში. აღსანიშნავია, რომ ყველა მეხილეობის ზონაში. როგორც მოსალოდნელი იყო, ვაშლის კულტურას წამყვანი ადგილი უკავია და მის მერე მოდიან მსხლის, კომშისა და ზღმარტლის კულტურები.

სუბტროპიკული კულტურები განსაკუთრებით გვხვდება აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხილეობის ზონებში. ფართობების გაზრდის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ იგი ინარჩუნებს სტაბილურ მდგომარეობას.

მრავალწლიანი კულტურების წარმოება. 1990-2014 წლებში მრავალწლიანი კულტურების პროდუქციის წარმოების მოცულობა კატასტროფულად დაეცა. ფართობების შემცირებასთან ერთად მოსავალიც მკვეთრად შემცირდა: ყურძნის წარმოება შემცირდა 3,1 ჯერ, ხილის — 2,6 ჯერ, ციტრუსის 3,7 ჯერ, ჩაის 290,1 ჯერ. გამონაკლისს წარმოადგენს თხილის კულტურა, სადაც 2016 წელს მისი რეალიზაციიდან მიღებულია 160 მლნ. დოლარზე მეტი. მნიშვნელოვნად გაიზარდა თხილის წარმოებაც.

მრავალწლიანი კულტურების პროდუქციის წარმოების ასეთი შემცირება ადასტურებს იმას, რომ ტრადიციული დარგები, რომლებიც ასრულებდნენ სავალუტო რესურსების ფორმირების რეალური წყაროს ფუნქციებს, ფაქტობრივად დეგრადირებული აღმოჩნდნენ. მიწების დაქუცმაცებით მაღალ პროდუქტიულ ფართობებში მექანიზაციის გამოყენება შეიზღუდა. საჭირო გახდა დიდი მოცულობის სამუშაოების ხელით შესრულება, მაგრამ ამისთვის საკმარისი მუშახელის უყოლობის გამო აგროტექნიკური ღონისძიებები არ ხორციელდებოდა. ხეხილის ფართობები შემცირდა. მეხილეობაში სამრეწველო პლანტაციები დაქუცმაცდა. დიდი რაოდენობით გაიჩეხა ნარგავები. მარკეტინგის დონის სისუსტემ დიდი სირთულეები შექმნა. მცენარეთა დაცვის ეფექტიანი ღონისძიებები არ ხორციელდება. ფაქტობრივად შეწყდა მეცნიერული მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა.

და, რაც მთავარია, გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, ჩვენი აზრით, გადაუდებელ ამოცანად უნდა მივიჩნიოთ ტრადიციული და საქვეყნოდ ცნობილი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენის საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტა, რომელიც ბოლოს მოუღებს დარგში არსებულ ყველა ნეგატიურ მოვლენებს.

იუზა ვასაძე, აკადემიკოსი, სოფლის

მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი.