აგროტექნოლოგიებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მეორადი ნედლეულის რესურსები მეღვინეობაში და მათი უტილიზაცია

 ყოველ 1 ბოთლ ღვინოზე ღვინის მრეწველობაში მოდის 2 ბოთლი მეორადი ნედლეული. აღსანიშნავია, რომ სწორედ მეორად ნედლეულში (წარმოების ნარჩენებში) რჩება ყურძენში არსებული სასარგებლო და ბიოაქტიური ნივთიერებების ძირითადი ნაწილი. წარმოების ნარჩენების  ძირითადი მასა არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს.                        

საქართველოში ყურძნის გადამუშავებისას საშუალოდ გროვდება 60-70ათასი ტონა ყურძნის მეორადი ნედლეული, რომელიც ძირითადად არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს. კვების მრეწველობის  ს/კ ინსტიტუტში დამუშავებულია თეთრი და წთელი ჯიშის ყურძნების უნარჩენო გადამუშავების ტექნოლოგიები, რომელთა სამრეწველო მასშტაბით დანერგვა გაზრდის ყურძნის გადამუშავების რენტაბელჩანაწერის ნახვაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ღვინის ხარისხს.

ღვინის ნარჩენი ლაკჯდლფჯას;დღვინის ნარჩენები ლკაჯდლფჯასლდჯფ

ინსტიტუტში დამუშავებული ყურძნის კომპლექსური და უნარჩენო გამოყენების ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ყურძნის მეორადი ნედლეული გამოყენებულ იქნეს 2 მიმართულებით, რომელთაგან ერთი ითვალისწინებს  მიზნობრივი პროდუქტი –  ღვინო  მივიღოთ მხოლოდ თვითნადენი ფრაქციიდან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ღვინის ხარისხს, დარჩენილი დურდო გამოიყენება პურის ნატურალური დანამატის მისაღებად. ყურძნის ნატურალური დანამატი მთლიანად გამორიცხავს ხელოვნური, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე  დანამატების გამოყენების აუცილებლობას პურისა და პურპროდუქტების წარმოებაში და იმავდროულად მნიშვნელოვნად გაზრდის ამ პირველადი დანიშნულების კვების პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობას. მეორე ინოვაციური ტექნოლოგიით ყურძნის მეორადი ნედლეული შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსპორტო პროდუქტების – ყურძნის  პასტისა და ყურძნის ჰიდროლატის მისაღებად. 1 ტონა ყურძნის სველი  დურდოს  გადამუშავებისას  სულ დაახლოებით მიიღება  $ 12000 ღირებულების პროდუქცია.

სქემა ლკაჯდლფკჯადკფჯასკლდფჯ

ყურძნის ფენოლების წარმოება მეორადი ნედლეულიდან

დარგის შესაბამისი გადაიარაღების შემდეგ ყურძნის გადამუშავების მყარი ნარჩენები შეიძლება გამოვიყენოთ ყურძნის ფენოლების მისაღებად. ყოველი 100 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავების  ნარჩენებიდან უცხოეთის მეღვინეობის ქვეყნებში მიიღება 700 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია.

მოსალოდნელი შემოსავალი: საქართველოში  გადამუშავებული ყურძნის მოცულობამ მიაღწია 300 ათას ტონას. შესაბამისად, პერსპექტივაში შეიძლება ვაწარმნოოთ 2,1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია.

 

ნუგზარ ბაღათურია,

კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი