მეფუტკრე ფერმერებისთვის – ფუტკრის დაავადებების დიაგნოსტიკა უფასოდ
„მომავლის ფერმერისა“ და „ბიორაციონლური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში გთავაზობთ დაავადებული ფუტკრის და ჩარჩოზე არსებული დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობის დანიშნულებას უფასოდ.
მოგვაწოდეთ დაავადებული ფუტკრის და ფიჭის ნიმუში „მომავლის ფერმერის“ ოფისში და მოწოდებიდან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ დასკვნას და დანიშნულებას.
ნიმუში განათავსეთ პოლიეთილენის ერთჯერად კონტეინერში, რომელსაც თან უნდა ახლდეს მეფუტკრე ფერმერის საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტა.ნიმუშების გამოგზავნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს სამარშრუტო ტაქსების საშუალებითაც, რომლებიც მოძრაობენ ნავთლუღის ავტოსადგურის მიმართულებით. აღნიშნული ავტოსადგურიდან მოძრაობს ტრანსპორტი საქართველოს ყველა რაიონში.
გამოგზავნის შემთხვევაში, დაუკავშირდით კოორდინატორს (579071121), რომელიც დახვდება ნიმუშს.