მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომის საგრანტო პროგრამა
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს „მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომის პროგრამას“, რომელიც „სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის“ (IFAD) სრული დაფინანსებით განხორციელდება.
პროგრამის მიზანია რძის წარმოებაში ჩართულმა ფერმერებმა გააუმჯობესონ ფერმის ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი/მოცულობა.
სამიზნე რეგიონები
♦ სამცხე-ჯავახეთი;
♦ კახეთი;
♦ იმერეთი;
♦ სამეგრელო-ზემო სვანეთი;
♦ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი.
პროგრამის ბენეფიციარები
▸ ფერმერები, რომლებსაც ჰყავთ 6-დან 20 სულამდე მერძეული პირუტყვი.
▸ ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ რძისა და რძის პროდუქტებს.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მერძევეობის სფეროში, ფერმაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტროენერგია და წყალი.
მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში, მოეწყობა სადემონსტრაციო ფერმები:
▸ რძის მენეჯმენტი/რძის ჰიგიენა. (დაფინანსდება რძის საწველის/რძის ანალიზატორის/ცურის დასამუშავებლის შეძენა).
▸ ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (დაფინანსდება მეტალის საწყურებლის/ მერძეული პირუტყვის დასაწოლი საფენების შესყიდვა).
▸ პირუტყვის საკვების წარმოება (დაფინანსდება ხელის სათიბელას/ საკვების დამაქუცმაცებლის შესყიდვა).
▸ პირუტყვის საკვების კონსერვაცია (დაფინანსდება სასილოსე ორმოს მოწყობა).
აღნიშნულ ფერმებში მერძევეობის სექტორში ჩართული მოწყვლადი ფერმერები დატრენინგდებიან ჰიგიენური პიროებების, პროდუქტის ხარისხისა და მესაქონლეობის დარგის პროდუქტიულობაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 იანვარი 18:00 საათი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=332216