„მესაქონლეობის ექსპო 2022“
დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ ორგანიზებით „მესაქონლეობის ექსპო 2022“ გაიმართა.
„მესაქონლეობის ექსპო 2022“ პარტნიორი იყო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.
მესაქონლეობის ექსპო 2022 _ გაიმართა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა. ასევე მონაწილეობდნენ მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები.
ამოფენის მიზანი ქვეყანაში რძის ინდუსტრიის განვითარება, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზება და მესაქონლეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა.
ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.