აგროსიახლეები

„მესაქონლეობის ექსპო 2022“ 

312251636_621587133095845_5358715024796593506_n
დღეს,  29 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ ორგანიზებით „მესაქონლეობის ექსპო 2022“ გაიმართა.
მესაქონლეობა ექსოპო 1111111111111111

„მესაქონლეობის ექსპო 2022“ პარტნიორი იყო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.

ექსპო 22222222222222222222

მესაქონლეობის ექსპო 2022 _   გაიმართა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა. ასევე მონაწილეობდნენ მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი კომპანიები.

ექსპო 333333333333333333

ამოფენის მიზანი ქვეყანაში რძის ინდუსტრიის განვითარება, მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზება და მესაქონლეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაა.

ექსპო 444444444444444444444444

ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

ექსპ 5555555555555555555