მე და ჩემი სოფელიმედიარუბრიკები

ჰალვა _ ძველმესხური საახალწლო ნუგბარი

ახალი წელი მესხეთში ჰალვის გარეშე წარმოუდგენელია. მესხური ჰალვის ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის.

გთავაზობთ სოფელ ჭობარეთის მკვიდრის ნანული ზედგინიძის რეცეპტს.

ჰალვის მოსამზადებლად საჭიროა:

► ფქვილი;
► ბაქმაზი (თუთის წვენისგან მოდუღებული სქელი ბადაგი);
► ერბო ან კარაქი;
► შაქარი ან თაფლი;
► წყალი.

პირველ რიგში ფქვილი უნდა მოიხალოს. ოქროსფრად მოხალულ ფქვილში უნდა აურიოთ ბაქმაზი, ერბო, შაქარი და წყალი. ცომი არ უნდა იყოს არც რბილი და არც ძალიან მაგარი. მოზელის შემდეგ მიღებული მასა ხელში უნდა დაამუშაო და თეფშებზე დააკრა.
წყარო: tv9news.ge