მეტარიზიუმის (Metarhizium) სოკო ვაროას ტკიპას ქიმიურ პრეპარატებზე ნაკლებ არ ანადგურებს
მეტარიზიუმი (Metarhizium) არის ბუნებრივი ბიოპესტიციდი, „მტაცებელი” ენტომოპათოგენური სოკო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერებზე ცხოვრობს.
Varroa გამანადგურებელი ტკიპა მგრძნობიარეა მეტარიზიუმის სოკოების მიმართ, მაგრამ სკაში შედარებით მაღალი ტემპერატურა ხელს უშლიდა ამ სოკოების ეფექტიანობას.
მეცნიერების მიერ შერჩეული მეთოდებისა და მიზანიმართული ევოლუციური კომბინაციის შედეგად მიღებული Metarhizium brunneum-ის ახალი შტამები გამძლე აღმოჩნდა, მაღალი ტემპერატურის პირობებში (35°C) აღმოცენდა და გაიზარდა.
საფუტკრეში ჩატარებულმა საველე ცდებმა დაადასტურა:
რომ ახალი JH1078 შტამი უფრო აქტიურია Varroa ტკიპების მიმართ, ვიდრე მშობელი შტამი;
შტამი JH1078 მავნებელს ქიმიურ პრეპარატებზე ნაკლებ ეფექტიანად არ ანადგურებს.
ექსპერიმენტის შედეგად მიღებული დასკვნა:
სოკო Metarhizium brunneum-ის ახალმა შტამებმა Varroa ტკიპების გამრავლების კონტროლი შეძლეს.
ფუტკრის პარაზიტებთან ბრძოლაში, ენტომოპათოგენურ სოკოებს შეუძლიათ ქიმიური პრეპარატები შეცვალოს.