მეცხოველეობა გუშინ, დღეს და ხვალ

არსებული მდგომარეობა.

მიმდინარე ათსწლეულის დასაწყისიდან განვლილ პერიოდში მსხვილფეხა პირუტყვის (ძროხა და კამეჩი) სულადობა ქვეყანაში შემცირდა 310,7 ათასი სულით, ანუ 26,3%- ით. (მ.შ. ფურისა და ფურკამეჩის 236,5 ათასით, ანუ 34,9%– ით). იმავე პერიოდში ღორის სულადობა შემცირდა 5,1- ჯერ, ცხვრისა და თხის კი გაიზარდა 232,4 ათასი სულით, ფრინველების – 970,5 ათასი ფრთით (35,2 და 11,4% შესაბამისად).

ცხრილი 1. სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების

სულადობის დინამიკა (ათ. სული)[1]

სახეობა წლები
1990 2001 2010 2015 2019
მსხვილფეხა პირუტყვი 1298,3 1180,2 1049,4 1325.5 869,5
მ.შ. ფური და ფურკამეჩი 551,7 678,3 561,7 650,3 441,8
ღორი 880,2 445,4 110,1 197,7 155,5
მ.შ. ძირითადი ნეზვი 165,1 28.5 48,4 32,6
ცხვარი და  თხა 1618,1 659,2 653.9 891,4 891,6
მ.შ. ნერბი და დედალი თხა 454,6 459,7 599,4 646,4
ფრინველი, ყველა სახის 8495,9 6521.5 8805.9 9466,4

 სულადობის შემცირება, შეიძლება ნაკლებ „ტრაგედიად“ განვიხილოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ცხოველთა საშუალო პროდუქტიულობის მატების ხარჯზე გაიზრდებოდა რძის, ხორცის და სხვა სასურსათო თუ ტექნიკური დანიშნულების  პროდუქტების წარმოება;

მართალია ქვეყანაში რძის წარმოება 2019 წლისათვის 2010 წელთან შედარებით შემცირდა 25 ათასი ტონით, მაგრამ ბოლო ხუთწლედში აღინიშნება ზრდის ტენდენცია (საშუალოდ გაიზარდა   ათასი ტონით წელიწადში); ასევე, 30 კგ-ით წელიწადში გაიზარდა ფურის საშუალო მონაწველიც (ცხრილი 2 და 3);

ცხრილი 2. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება ყველა კატეგორიის მეურნეობაში
პროდუქციის დასახელება ზომის ერთეული წლები
1990 2001 2010 2015 2019
რძე ათ. ტონა 659,4 710,0 587,7 676,5 561,8
მ.შ.- ძროხის “ – “ 690,4 581,0 666,7 552,0
     – ცხვრის+თხის “ – “ 19,6 6,7 9,8 9,8
ხორცი ათ. ტონა 170,3 102,4 56,4 62,1 69,5
მ.შ.- ძროხის “ – “ 47,0 26,7 20,9 22,1
     – ღორის “ – “ 34,7 12,8 16,9 18,3
     – ცხვრის+თხის “ – “ 7,6 4,9 4,8 5,9
      – ფრინველის “ – “ 12,9 11,6 19,1 22,8
კვერცხი მლნ. ცალი 822,7 395,4 444,5 601,2 661,2
მატყლი ათ. ტონა 6,3 1,9 1,7 2,3 1,8
თაფლი „ – „ 2,8 1,7 4,2 4,1 2,5
 მაგრამ შემვხედოთ ამ მონაცემებს სხვა კუთხით

თუ გამოვალთ იქიდან, რომ მოსახლეობის არსებული რაოდენობის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაშიც კი საკუთარი წარმოების რძითა და რძის პროდუქტებით დასაკმაყოფილებლად  საჭიროა დაახლოებით 1,4-1,6 მლნ ტონა სასაქონლო რძე, ანუ ასეთი ტემპით წინსვლის შემთხვევაში მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება, სულ მცირე, 30 წელზე მეტი.

ანალოგიური შეიძლება ითქვას ხორცის წარმოებაზე.მართალია ბოლო 10 წელიწადში ამ პროდუქტის წარმოების ზრდამ შეადგინა 23,2% (საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 1,2 ათასი ტონა) , ანუ ერთი შეხედვით ბოლო 10 წელიწადში  აღინიშნება წინსვლა, მაგრამ გათვლები კვლავ პესიმისტურ განწყობაზე გვაყენებს; საქმე ის არის, რომ FAO და WHO-ს მიერ რეკომენდებულ ნორმის მისაღწევად (64 კგ 1 კაცზე), საჭიროა წარმოების სულ მცირე 3,5 ჯერ გაზრდა; ამდენად, აღნიშნული  ტემპი მეტად შორ პერსპექტივაზე მიგვითითებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხორცის წარმოების ზრდა, ძირითადად, მოხდა ფრინველის, აგრეთვე, ბოლო წლებში რამდენადმე  „გამოცოცხლებული“ მეღორეობის დარგის ხარჯზე, ხოლო ძროხის ხორცის წარმოება აღნიშნულ პერიოდში მცირედით, მაგრამ შემცირებულია.

ამ კუთხით განვიხილოთ ხორცის წარმოების რესურსები და შესაძლებლობები.

გათვლები გვიჩვენებს, რომ 1 სული მსხვილფეხა პირუტყვიდან წლის მანძილზე წარმოებუ­ლია მხოლოდ 22-25 კგ, ერთი ნეზვიდან-   418-561კგ, ხოლო ერთი ნერბიდან და დედალი თხიდან 6,5-14,0 კგ ხორცი (ცხრილი 3).

ცხრილი 3. წლის დასაწყისში რიცხული  ყოველი 1 სული პირუტყვიდან პროდუქციის საშუალო წარმოება (კგ)
მაჩვენებლები წლები
2001 2010 2015 2019
რძე, კგ:  – 1 ფურის და ფურკამეჩიდან 1068 1270 1344/987ã 1543/1249ã
– 1 ნერბი და დედალი თხიდან 19,1 14,6 16,3 15,2
ხორცი (ნაკლავის მასა, კგ): – 1 სული ძროხიდან 39,9 25,4 15,8 25,4
–    1 სული ნეზვიდან 211 449 349 527
–    1 სული ცხვრიდან და თხიდან 12,1 10,7 8,0 6,6
მატყლის (1 სული ცხვრის ნაპარსი) 2,9 2,5 2,7 2,0
ã)  მრიცხველში საქსტატის მონაცემებით წლის მანძილზე მოგებული ფურებიდან; მნიშვნელში საშუალო მონაწველი წლის დასაწყისში არსებული ფურებიდან (ჩვენი გათვლები).

თუ გადავხედავთ მსოფლიოს საშუალო დონის მეცხოველეობის ქვეყნებს, საშუალოდ წლის დასაწყისში არსებული 1 სული მსხვილფეხა პირუტყვიდან  აწარმოებენ 80-90 კგ ხორცს, ერთი ნეზვიდან კი – 1,5–1,8 ტონას, ანუ ამ მაჩვენებლებითაც აშკარად ჩამოვრჩებით.

ხელისშემშლელ ფაქტორებიდან ერთ-ერთი საყურადღებო მომენტია ცხოველების საკმაოდ მაღალი სიკვდილიანობა (ცხრილი 4); თუ ათვლის წერტილად ავიღებთ  წლის დასაწყისისთვის არსებულ სულადობას, ეს მაჩვენებელი ძროხაში შეადგენს 6%- ს, ღორში თითქმის 50%- ს ხოლო ცხვარში და თხაში 10%- ზე მეტია;  ფრინველში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ათწლეულში, ასევე, საკმაოდ გაიზარდა და შეადგენს 48%-ს.

ცხრილი 4. 2001-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა  სიკვდილიანობის დინამიკა
სახეობა ზომის ერთეული წლები
2001 2005 2010 2018 2019
მსხვილფეხა პირუტყვი ათ.სული 28,3 38,8 73,0 55.8 53,7
% წლის დასაწყისში არსებული სულადობიდან 2,40 3,26 6,71 6,3 6,1
ღორი ათ.სული 27,5 39,6 39,1 76.1 80,8
% წლის დასაწყისში არსებული სულადობიდან 6,20 8,70 37,20 46,6 51,9
ცხვარი და თხა ათ.სული 18,3 27,9 37,3 96.2 ð)
% წლის დასაწყისში არსებული სულადობიდან 2,92 3,42 5,92 11,0 ð)
ფრინველი ათ.სული 621,8 746,3 2961,0 4 373.4 3884,1
% წლის დასაწყისში არსებული სულადობიდან 7,97 9,97 45,40 53.9 47,89
ð) 2019 წლის  მონაცემები სტატისტიკურ კრებულში არ არის ნაჩვენები

ხშირად სანაშენე მუშაობას განიხილავენ მიზანმიმართული გადარჩევა-შერჩევით ცხოველთა პოტენციური შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით და ავიწყდებათ, რომ გენეტიკური შესაძლებლობების გამოვლენის გადამწყვეტი ფაქტორია პირუტყვისთვის კვება მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესება..

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხორცის წარმოების გადიდების ძირითადი რესურსია მიღებული ნამატი. არსებული მონაცემებით, მცოხნავ ცხოველებში ნამატის გამოსავალი (85-88% ძროხაში, 96%-ზე მეტი ცხვარსა და თხაში) მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ღორს 1 სული ნეზვიდან მიღებულია 11-12 გოჭი, რაც ამ სახეობის ცხოველისთვის პოტენციის ნახევარია.

ყოველივე აღნიშნულის გამო საქართველოში მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკვებიდან მიღებული ენერგიის უკმარისობასთან ერთად განიცდის ცხოვე­ლური ცილების მწვავე დეფიციტს; ასეთი მდგომარეობა  გაპირობებულია არა მარტო და არა იმდენად ქვეყნის შიგნით წარმოებული საკვები პროდუქტების სიმცირით, არამედ საცალო ვაჭრობის ქსელში მათი მაღალ ღირებულებით, რის გამო გარკვეული ჯგუფის მომხმარებლე­ბისთვის  ხელმიუწვდომელია.   

ამასთან დაკავშირებით, გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 10-13%-მდე განიცდის ბიოლოგიურ შიმშილს,  ბავშვებში გამოვლენილია ზრდის შენელება, ხოლო მოზარდებში აღინიშნება ასაკთან შედარებით ნაკლები წონა. 

ცხრილი 5. 1 სულ მოსახლეზე  ცხოველური პროდუქტების მოხმარება
დასახელება მაჩვენებელი წლები
1990* 2000** 2010** 2019***
რძე და რძის პროდუქტები,კგ სულ მოხმარებულია 120 147 165 183
მ.შ.  საკუთარი წარმოება 141 134 151
ხორცი და ხორცის პროდუქტები, კგ სულ მოხმარებულია 31 28 26 39,8
მ.შ.  საკუთარი წარმოება 25 13 18,7
კვერცხი და კვერცხის პრო­დუქტები, ცალი სულ მოხმარებულია 140 136 117 170
მ.შ.  საკუთარი წარმოება 82,7 102 178
*) 5,5 მლნ მცხოვრებზე

**) 4,37   მლნ. მცხოვრებზე (2002 წლის პირველი ეროვნული აღწერით)

***) 3,71 მლნ მცხოვრებზე (2014 წლის აღწერით)

ნიშანდობლიცია, რომ საშუალოდ 1 მოსახლეზე  მოხმარებული  რძის, ხორცისა და მათი პროდუქტების ბალანსში, შესაბამისად, მხოლოდ 82,5% და 47,0%- ია საკუთარი წარმოების,  ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს და უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსის სტაბილურობაზე. 

ორიენტირი (რა გვჭირდება?)

მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად (4 მილიონი მცხოვრებზე გადაანგარიშებით), საჭირო იქნება ყოველწლიურად 1,4-1,6 მლნ ტონა რძის, 256-288 ათასი ტონა ხორცის (დაკლული მასით) და 960 მლნ ცალი სასურსათო კვერცხის წარმოება. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივაში (2030 წლისათვის) რძის წარმოება 2019 წელთან შედარებით   უნდა გაიზარდოს – 2,5 ჯერ, ხორცის – 3,7- ჯერ, ხოლო კვერცხის- 1,4- ჯერ.

რძის წარმოებაში ასეთი დონის მისაღწევად შეიძლება განხილული იქნას რამდენიმე ვარიანტი:

  1. დღეს არსებული პროდუქტიულობის დონის შენარჩუნების შემთხვევაში 1,4 მლნ ტონა რძის საწარმოებლად დაგვჭირდება 900 ათასი სული მეწველი ფურის ყოლა;
  2. 1,4 მლნ ტონა რძის საწარმოებლად, საუკუნის დასაწყისისთვის არსებული ფურების სულადობის  (678,3 ათასი) მიღწევის შემთხვევაში კი საშუალო წლიურმა მონაწველმა უნდა მიაღწიოს 2170 კგ- ს, ანუ გაიზარდოს 623 კგ- ით.

რაც შეეხება ხორცის ბალანსს: ამ პროდუქტის წარმოებაში დღეს არსებული სტრუქტურის შენარჩუნების შემთხვევაში მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად დაგვჭირდება (დაკლული მასით):

  • ძროხის ხორცი – 81 ათასი ტონა
  • ღორის ხორცი – 67 ათასი ტონა
  • ცხვრისა და თხის ხორცი – 22 ათსი ტონა და
  • ფრინველის ხორცი 84 ათასი ტონა.

ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლოსათვის აღრიცხული სულადობის შენარჩუნების შემთხვევაში:

  • წლის დასაწყისში არსებული ყველა სქესობრივ-ასაკობრიცი ჯგუფის ერთი სული მსხვილფეხა პირუტყვიდან ხორცის წლიურმა წარმოებამ, დაკლუ­ლი მასით უნდა მიაღწიოს 93 კგ- ს,
  • 1 სული ნეზვიდან – 2055 კგ- ს,
  • 1 სული ცხვრიდან და თხიდან – 24 კგ- ს ,

ან კიდევ 2001 წლისათვის არსებული  სულადობის  შემთხვევაში უნდა ვაწარმოოთ (დაკლული მასით):       

  • ყოველი 1 სული ძროხიდან  –  69 კგ
  • 1 სული ნეზვიდან – 405 კგ
  • რაც შეეხება 1 სული ცხვრიდან და თხიდან გათვლებს, ამ წელს წვრილფეხა პირუტყვის რაოდენობა 264 ათასი სულით ნაკლები იყო და, ამდენად, ორიენტაცია აღებული უნდა იყოს დღეს არსებულ სულადობაზე.

მეფრინველეობაში მიმდინარე პროცესები, რაც სწრაფი უკუგების წყალობით აისახა ბიზნესის მაღალ ინტერესებში და გაზრდილი ინვესტიციებით, იძლევა იმის რეალურ გარანტიას, რომ 2019 წელთან შედარებით ფრინველის ხორცის წარმოება უახლოეს 4-5 წელიწადში გაორმაგდება, მით უფრო, რომ: 1.ამის გარკვეული ისტორიული გამოცდილება არსებობს ქვეყანაში[3] და 2. ზრდის უფრო მაღალი პოტენციური შესაძლებლობების  კროსებთან ერთად წარმოებაში დანერგილია ახალი საკვები საშუალებები და მოვლა შენახვის მოდიფიცირებული ტექნოლოგიები. აქ, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება დასმული ფრინველის რაოდენობისა და სახორცე ბროილერის ბრუნვის სისწრაფის გაზრდა.

კვერცხის წარმოება  

არსებულ მდგომარეობასთან შედარებით კვერცხის წარმოების 40%- ით გაზრდა, საკმაოდ რეალურია. მეფრინველეობის ფაბრიკებში ამის ორი გზა არსებობს, რომლებიც  ავსებენ ერთმანეთს:

  • კვერცხმდებელთა რაოდენობის მატება, როგორც არსებული საწარმოო სიმძლავრეების გაზრდით, ასევე ახალის შექმნით და
  • ყოველი 1 ფრთიდან კვერცხის წლიური გამოსავლიანობის გაზრდით.
პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები

საქართველოში მეცხოველეობის დარგის სპეციფიურობა გამოიხატება იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო პირუტყვი, მცირე ჯგუფებად ძირითადად, განთავსებულია სოფლად მცხოვრებთა პირად დამხმარე-საოჯახო მეურნეობებში: მათ შორის, მსხვილფეხა პირუტყვის 96,1%,  ღორის 90,4, ცხვრისა და თხის 97,1%, ფუტკრის ოჯახების კი 93,5%; რაც შეეხება წვრილ ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო ფრინველების (ქათმის) რაოდენობას, აქ ჰყავთ საერთო რაიოენობის მხოლოდ 1/3 ნაწილი..

2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერით, მეცხოველეობის სექტორში  (საოჯახო/პირადი დამხმარე და წვრილი მეურნეობების ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია; ასე მაგალითად, 4 სულამდე მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავდა 215496 კომლს, ანუ საერთო რაოდენობის 79,5%- ს, 1–4 სული ღორი – 87328- ს (93%-ს), 10 სულამდე ცხვარი 11453-ს (57,4%-ს), 10 სულამდე თხა – 5675- ს (82,6%-ს) და 4 ოჯახი ფუტკარი  6200  კომლს (44,0%-ს); რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ფრინველების მყოლე მეურნეობებს, მათი საერთო რაოდენობა ქვეყანაში არის 365 ათასამდე. აქედან, 50 ფრთამდე ჰყავთ 230508 – ში, ანუ მეურნეობების საერთო რაოდენობის 63,2%-ს (ცხრილი 6).

შესაბამისად რძის, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ხორცის, აგრეთვე თაფლის წარმოებაში საოჯახო და წვრილი მეურნეობების ხვედრითი წილი შეადგენს 73,2-99,9%-ს, ანუ ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ორგანიზებული ფერმებისა და სხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო საწარმოების. რაც შეეხება ფრინველის კვერცხისა და ხორცის წარმოებას, აქ მცირე ფერმერულ და სოფლად მცხოვრებთა საოჯახო მეურნეობების წილი შედარებით მოკრძალებუილია და შეადგენს საერთო წარმოებული ფრინველის ხორცისა და კვერცხის დაახლოებით 1/3 – ს;

ცხრილი 6. სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ფრინველებისა და ფუტკრის ოჯახების მყოლე წვრილი ფერმერული მეურნეობების რაოდენობა და ხვედრითი წილი
სახეობა სულ მეურნეობა მათ შორის 1 მეურნეობაში სულადობის მიხედვით
რაოდენობა % 1–4 % 1–9 % 1–20 %
ძროხა 271118 100 215496 79,5
ღორი 93 914 100 87328 93,0 91728 97,7
ცხვარი 19962 100 11453 57,4 15121 75,8
თხა 6868 100 5675 82,6 6325 92,1
ფრინველი 364916 100 124945 34,2 230508ã 63,2
ფუტკარი 14074 100 6200 44,0 9118 64,8 11649 82,8
ã) 1-49 ფრთა

 

ცხრილი  7. ოჯახური/პირადი დამხმარე მეურნეობების წილები მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში (%)
რაოდენობა, % საერ­თო სულადობიდან წარმოება, % საერთოდ წარმოებულიდან
ხორცის რძის კვერცხის თაფლის
მსხვილფეხა პირუტყვი 97,5 96,1 97,1
ღორი 90,4 73,2
ცხვარი და თხა 97,1 99,9 ?
ფრინველი 35,7 29,5 31,5
ფუტკრის ოჯახი 93,5 93,9

მეცხოველეობაში არსებული პრობლემები გამოწვეულია მრავალი ურთიერთდა­კავშირებული მიზეზით; მათ შორის:

  1. მცირემიწიანობა;
  2. ზოოტექნიკური განათლების კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი;
  3. მწარმოებელთა აზროვნების კონსერვატიზმი;
  4. ფერმერების მხრიდან ცხოველთა ნორმირებული კვებისა და მოვლა-შენახვის ზოოჰიგი­ენური მოთხოვნების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის უგულვებელყოფა;
  5. ვეტერინარული მომსახურეობის სისუსტე (კვალიფიციური სპეციალისტების სიმცირის, აგრეთვე ფერმერების მხრიდან ცხოველების დამოუკიდებლად მკურნალობის გამო);
  6. თანამედრომე ტექნოლოგიების არცოდა, და მათზე ნაკლები ხელმისაწვდომობა;
  7. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების არასწორად დაგეგმვა და კოორდინაციის არქონა,
  8. სახელმწიფოს მხრიდან ინდუსტრიული სარძეო მეცხოველეობის განვითარებისადმი ორიენტაცია და ადგილობრივი ჯიშების მომშენებელი და წვრილი ფერმერული მეურნეობებისადმი ნაკლები ყურადღება;
  9. სანაშენე მუშაობის სამსახურების არქონა და საზოგადოებრივ ორგანიზაციების (ასოციაციებისა და სხვა გაერთიანებების) და ფერმერების მიერ ამ საკითხის მნიშვნელობის იგნორირება.

ფართო საზოგადოებაში დარგის განვითარების მიმართ არსებობს მცდარი ზოგადი ხედვა. რაც დაკავშირებულია მცირემიწიანობასთან და ასეთ სიტუაციაში  საშუალო ან მსხვილი ფერმერულ მეურნეობების ჩამოყალიბების შესაძლებლობებთან, ადგილობრივი ჯიშების დაბალი პროდუქტიულობის გამო მათი მოშენების ეკონომიკურად ნაკლებ მიმზიდველობასთან, აგრეთვე მეცხოველეობის პროდუქტებზე დაბალი ფასებთან  დაკავშირებით და  სხვ.

დღესდღეობით აგრარულ წარმოებაში დასაქმებული ადამიანის კვალიფიკაციისა და ცოდნის  ასამაღლებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც დაკომპლექტებულია პროფესიანალი სპეციალისტებით. მათი ძირითადი ამოცანაა შეავსოს ის დიდი წყვეტა, რომლსაც ცნობილი გარემოებების გამო ბოლო სამი ათწლეულის პერიოდში ადგილი ჰქონდა ამ მიმართულებით. მაგრამ აქაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი როგორც ახალ ტექნოლოგიებში თანამშრომელთა ცოდნის ამაღლების, ასევე სპეციალური ლიტერატურით, სადემონსტრაციო მასალებითა და რეკომენდაციებით მათი მომარაგების კუთხით.

 ინდუსტრიული სარძეო მეძროხეობის პრობლემები:
  • ცხოველთა აკლიმატიზაცია-ადაპტაციასთან დაკავშირებული:
  • ნახირის განახლება;
  • აღწარმოება, დაავადებები და სხვ.;
  • იმპორტირებული სანაშენე პირუტყვის ხარისხი;
  • სანაშენე მუშაობის ფუნდამენტური პრინციპების იგნორირება;
  • ქვეყნიდან ვალუტის გადინება;

იმპორტირებული სანაშენე პირუტყვის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, სასურველზე დაბალია. : საქმე ის არის, რომ ევროპელ ფერმერებს სანაშენე პირუტყვის ბაზარზე გამოჰყავთ ე.წ. ზესარემონტიო სულადობა, ანუ ის სულადობა, რომელიც ტექნოლოგიური პარამეტრებით (მაგ. კონსტიტუციური სიმაგრე, ექსტერიერის ტიპი, ცურის ფორმა, რძის გაცემის სისწრაფე და სხვ.) ნაკლებად მისაღებია მათი ნახირის გაუმჯობესების თვალსაზრისით. აღწარმოებისთვის…

მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყნიდან ვალუტის გადინება: 1. პირუტყვის შემოყვანაზე, 2. სადგომების და ფერმის სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, 3. საკვებწარმოებისა და საკვების შესამზადებელი ტექნიკის, ტექნოლოგიური საშუალებების, თესლის და ა.შ. შეძენაზე; 4.კონცენტრირებული საკვებისთვის მარცვლეულისა და სხვა კომპონენტების იმპორტზე;

მეცხოველეობის განვითარების  მიმართულებები:

ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მეცხოველეობის ყველა დარგი უნდა განვითარდეს ორი მიმართულებით:

  1. იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი და არის საკვებწარმოების გარანტირებული რესურსი, ხელი უნდა შეეწყოს ინდუსტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლას და
  2. წვრილ და საშუალო ფერმერულ მეურნეობებში ადგილობრივი ჯიშობრივი და ეკონომიკური რესურსების გამოყენებითა და ნახევრად ინტენსიური ტექნოლო-გიების განვითარების ხელშეწყობით;

ნახევრად ინტენსიური მეცხოველეობის განვითარების მნიშვნელობა და აუციოლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს 1.941 მლნ ჰა სათიბ-საძოვარი, რომლებიც, ძირითადად, მდებარეობს საზღვრისპირა, მთიან რეგიონებში და მათ ათვისებას არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს;

– ჯიშობრივი სტრუქტურის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საძოვრების „მომხმარებელი“ მსხვილფეხა პირუტყვის 99%- ზე მეტი, ხოლო ცხვრისა და თხის 100% „ადგილობრივი“ ჯიშისაა და მათი  ჩანაცვლება შემოყვანილი ინტენსიური ჯიშებით, არა მარტო ეკონომიკურად არის შეუძლებელი, არამედ ეკოლოგიურადაც გაუმართლებელია.

 სანაშენე მუშაობის ქსელის შექმნის აუცილებლობა და წინაპირობები:
  1. ვალდებულებები:
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ქართული მხარის მიერ შესასრულებელი დავალებები, მათ შორის მეცხოველეობაში ჯიშობრივი აღრიცხვიანობისა და სანაშენე მუშაობის მოწესრიგება, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბებით;

ეს საკითხი უფრო ყურადსაღებია მთავრობის მიერ 2024 წელს ევროგაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისას გასათვალისწინებელია ამ კომპონენტის და სხვა რეგულაციების შესრულება.

დამატებით უნდა აღინიშნოს სხვა ვალდებულებები, რომელიც სხვადასხვა წლებში აღებული აქვს ქვეყნის ხელისუფლებას:
  • რიო დე ჯანეიროს 1992 წლის დედამიწის სამიტის გადაწყვეტილება;
  • ინტერლაკენის 2007 წლის დეკლარაციადა;
  • ნაგოიას 2010 წლის აქტი.

თავის დროზე, ამ აქტებს/გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყანა შეუერთდა და მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილებები,  მათ შორის: საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 აპრილის დადგენილება N471 და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის №343 დადგენილება 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ, „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია“ და სხვ.

ყველა ჩამოთვლილის შესრულების აუცილებლობას განაპირობებს ადგილობრივი (ენდემური, აბორიგენული) ჯიშების დაცვა-აღდგენა-გაუმჯობესება და სოფლად მცხოვრებთათვის ეკონომიკურად მომგებიანი სამეურნეო გამოყენების ციკლში ჩართვა.

[1] წყარო: აქ და მომდევნო ცხრილებში, 1991 და 2001-2020  წ.წ. სტატისტიკური კრებული;

[2] მსხვილფეხა პირუტყვის ასეთი რაოდენობა არ გვყოლია 1990 წლის შემდეგ)

[3] 1987 წელს საქართველოში წაროებული იყო ფრინველის 38,6 ათასი ტონა ხორცი; წყარო: Грузия в цифрах в 1987 [3] году (краткий статистический сборник), «Сабчота Сакартвело», Тбилиси, 1988: 

გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი