მეცხოველეობაში ელექტროუსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები
მეცხოველეობის ფერმების შენობათა უმრავლესობა (სადგომები, სამრეცხაო, მერძევეობის, საწველი დარბაზები) ელექტროდენით დაზიანების ხარისხით მიეკუთვნება განსაკუთრებულად სახიფათო ობიექტებს. მათში აკრძალულია ძაბვის ქვეშ მყოფი დენგამტარ ნაწილებზე მუშაობა, ნათურების გამოცვლაც კი.
ზემოაღნიშნული წესების გარდა დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: იმისათვის, რომ დანადგარების ნორმალური მუშაობისას ნულოვან სადენში არ იყოს დენი და ძაბვის ვარდნა, რომელიც გამოიწვევდა მიწის მიმართ ჩანულებულ ნაწილებზე ხანგრძლივად მოქმედ პოტენციალს, განათების დატვირთვა საჭიროა თანაბრად განაწილდეს ფაზურ სადენებზე და შესაძლებლობის მიხედვით ჩაირთოს სამპოლუსიანი გამომრთველებით. ყველა სხვა ერთფაზა ელექტრომიმღებები, გარდა იმათისა, რომელთა სიმძლავრე 0,6 კვტ-ზე ნაკლებია, საჭიროა ჩაირთოს ხაზურ ძაბვაზე, ამ შემთხვევაშიც მათი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 1,3 კვტ (სხვაგვარად საჭიროა გამოყენებული იქნას სამფაზა).
მართვისა და დაცვის აპარატურა საჭიროა განლაგდეს მშრალ შენობებში, ხოლო აპარატურის მართვის ღილაკები _ სამუშაო ადგილებთან. ღილაკები და სანათები ნესტიან პირობებში სამუშაოდ განკუთვნილი უნდა იყოს.
პოტენციალების გასათანაბრებლად სადგომის, ტრანსპორტიორებისა და მილსადენების ლითონის ნაწილებს აერთებენ 6-8 მმ ფოლადის სადენთან, რომელიც ჩაწყობილია ბეტონის იატაკში ფურების წინა, ან უკანა ფეხებს ქვეშ (იმათ ქვეშ, რომლებიც გარეთა კედელთანაა ახლოს). ამავდროულად იატაკი გამოყოფილი უნდა იყოს ნულოვანი პოტენციალიდან შენობის გარედან გაზრდილი კუთრი ელექტროწინაღობის უბნით (შენობის საძირკველის ჰიდროიზოლაცია, მის გარშემო ასფალტის შემონაკირწყლით). უკვე აგებულ ფერმებში ეს გამტარები შეიძლება ჩაიდოს ან პატარა სიღრმის ღარაკში, რომლებიც ამოიტეხება ბეტონის იატაკში, შემდგომი ცემენტის ხსნარით ამოვსებით, ან უბრალოდ ბეტონზე ხეფენილის ქვეშ. შენობის შუაში (განივ გასასვლელში) მათ აერთებენ ორი მიდუღებული ფოლადის ზოლით, რომლებიც აგრეთვე იატაკშია ჩაწყობილი, ხოლო შენობის ტორსებზე – ჭანჭიკიანი ჩამჭერებით იატაკის დონეზე მაღლა, რათა შესაძლებელი იყოს წელიწადში ერთხელ შემოწმდეს განათების სადენების თითოეული მარყუჟის შენახვა, წინაღობის ომმეტრით გაზომვით. ის არ უნდა აღემატებოდეს 1 ომს. მოწყობილი ჰორიზონტალური ბადურა შეერთებული უნდა იყოს ნულოვან სადენთან და განიხილება როგორც მისი გამეორებითი ჩამიწება. მის ნაცვლად ორრიგა საძროხეებში შეიძლება გამოყენებული იქნას დახრილი ელექტროდების სისტემა (35-500 კუთხით ჰორიზონტის მიმართ), ჩახრახნილი საკვებურების მხრიდან სადგომების ქვეშ, ისე, რომ სადგომების რიგის განაპირებში ელექტროდები (10-12 მმ დიამეტრის და 0,5-0,8 მ სადგომის სიგრძის) ერთი მეორისაგან დაცილებული იყონ სადგომის ორმაგ სიგანეზე, შემდეგი _ სამმაგზე და ა. შ. რიგის შუაში ნაკლები განლაგებით. ღეროებს აგრეთვე აერთებენ საკვებურებთან, ავტოსაწყურებლებთან და ხდება მათი ჩანულება. პოტენციალების გამთანაბრებელი მოწყობილობებიდან საძროხეებში საჭიროა შემოწმდეს ჩანულება, მაგალითად ფაზა-ნულის მარყუჟის წინაღობის გაზომვით, ექსპლუატაციის პირველ 6 წელიწადში – ყოველ 2 წელიწადში, შემდეგ ყოველწლიურად, ხოლო 10 წლის შემდეგ – ყოველ 6 თვეში.
მეღორეობისა და მეცხვარეობის ფერმებში ცხოველთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შენობებისა და მოწყობილობების ლითონკონსტრუქციების ჩანულებით, პოტენციალების ბუნებრივი გათანაბრებით იატაკში სპეციალური მოწყობილობის გარეშე, მაგრამ ლითონკონსტრუქციების დგარების ბეტონში ჩაღრმავება უნდა იყოს არანაკლებ 20 სმ. მოქმედ ფერმებში ის შეიძლება იყოს ნაკლები. პოტენციალების წარმატებით გათანაბრება შეუძლიათ რკინაბეტონის ფილებიან იატაკებს, თუ მათი ლითონის არმატურა ელექტრულად არის შეერთებული ერთმანეთთან, შენობის ლითონკონსტრუქციებთან და ჩანულებულია.
ძველ ხის ფერმებში პოტენციალებს არ ათანაბრებენ, ხოლო დაწყურების ლითონის მილგაყვანილობები უნდა იყოს იზოლირებული ნულოვანი სადენისაგან და ელექტრომოწყობილობების კორპუსებიდან საიზოლაციო ჩანართებით, სადებებით, ქურო¬ებით. მათთან არ შეიძლება ავტოსაწყურებლებისა და მილგაყვანილობების ჩანულება, წინააღმდეგ შემთხვევაში საიზოლაციო ჩანართი აღმოჩნდება შუნტირებული. პოტენცია¬ლების გათანაბრებისა და საიზოლაციო ჩანართების ერთდროული გამოყენება მიზანშეუ¬წონელია, ვინაიდან ეს დაცვითი ღონისძიებები ურთიერთ გამომრიცხველია. მაგრამ, წვე¬ლისას ფურის ცურზე მცირე ძაბვის შემთხვევაშიც კი მცირდება წველადობა, საწველი დანადგარის ვაკუუმ-სადენში ყოველთვის საჭიროა 25 სმ სიგრძის საიზოლაციო ჩანარ¬თების ჩართვა, რომელიც ყოველწლიურად მოწმდება შიგა და გარეთა ზედაპირების სისუფთავეზე.
უსაფრთხოების სააშუალებებით ღჭურვილი ავტონომიური ელექტრომომარაგების გენერატორი მცირე ზომის ფერმაში
ელექტროტრანსპორტის ტროლეური სადენები, ან მეცხოველეობის ფერმებში დამსხივებლები საჭიროა ჩამოიკიდოს არანაკლებ 3 მ სიმაღლეზე. ძაბვა მიეწოდება მხოლოდ დანადგარების მუშაობის დროს.
საპარსი აპარატის კორპუსი, ჩამრაზი, გამომრთველების თუჯის ხუფები საჭიროა ჩამიწდეს. გადასატანი ელექტროსაპარსი აგრეგატის ჩამმიწებლად საჭიროა გამოყენებული იქნას ორი კუთხოვანას, ან მრგვალი ფოლადის ღეროები, არანაკლებ 6 მმ დიამეტრის, ვერტიკალურად მიწაში 1,5 მ სიღრმეზე ჩაღრმავებული და ერთიმეორისაგან 1,5-2 მ მანძილზე. მიწა ღეროების გარშემო უნდა მოირწყას. ჩამმიწებელი გაყვანილობა მასთან ერთდება ჭანჭიკებით, შეერთების ადგილების მოკალვით და გაწმენდით. მუშებმა, რომლებიც ემსახურებიან ელექტროსაპარს აგრეგატს, უნდა იცოდნენ ელექტროუსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების წესები. მპარსავები უნდა მუშაობდნენ დიელექტრიკულ ნოხებზე, ან ფარებზე მდგომარედ, მშრალ ფეხსაცმელში. ცხვრები დაწვენილი უნდა იყვნენ ხის ფარებზე, ან მაგიდებზე. საპარსი მანქანების ელექტროძრავები ახლად გამოშვებულ დანადგარებში გათვლილი უნდა იყონ 36 ვ ძაბვაზე.
ცხოველებისა და ფრინველების დასასხივებელ ულტარიისფერი დანადგარების მომსახურე პერსონალს უნდა ჰქონდეს ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფი, მუშაობისას სარგებლობდეს შუქფილტრიანი სათვალეებით და არ იმყოფებოდეს ულტრაიისფერი დასხივების მოქმედების ზონაში.
შენობის შიგნით ელექტროგაყვანილობასა და მილსადენებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 სმ-ისა. ღია ელექტროგაყვანილობას ატარებენ არანაკლებ 2,5 მ სიმაღლეზე. თუ ამის საშუალებას არ იძლევა შენობა, მაშინ გაყვანილობა დაცული უნდა იყოს მექანიკური დაზიანებებიდან, მაგალითად, მისი ჩაწყობით პლასტმასის მილებში, ან ღიად, მაგრამ დაცული სადენებით, ან კაბელებით. ვაკუუმ-ტუმბო, ელექტროძრავი და საწველი დანადგარის ფარი განლაგებული უნდა იყოს სპეციალურ შენობაში, შკივები და ამძრავი ღვედები შემოღობილი.
მეცხოველეობის ფერმებში იყენებენ ელექტროწყალგამაცხელებლებს. სოფლის მეურნეობაში შეიძლება სამფაზა ელექტროდული ქვაბების გამოყენებაც, რომლებიც იძლევიან ატმოსფერულზე მეტი წნევის ორთქლის მიღების საშუალებას, ან 1 კვ ძაბვამდე წყალგამაცხელებელ ქვაბებს. აკრძალულია ელექტროდული ქვაბების დაყენება ცხოველებისათვის განკუთვნილ შენობებში. ისინი უნდა განლაგდნენ მხოლოდ ელექტროსაქვაბის შენობებში, სადაც მათ გარდა შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნოლოგიური მოწყობილობა, ავტომატიკა და დაცვის მოწყობილობები. ქვაბების მომსახურებაზე დაიშვებიან ელექტრიკოსები, რომელთა კვალიფიკაცია არის არანაკლებ IV ჯგუფისა. არაიზოლირებული კორპუსის შემთხვევაში რეკომენდებულია ქვაბის კვება ცალკე ტრანსფორმატორიდან, მაგრამ დასაშვებია საერთო ქსელიდანაც. ქვაბის არაიზოლირებული კორპუსი უნდა იყოს ჩანულებული, თუ კვება წარმოებს ჩამიწებულ ნეიტრალიან ქსელიდან. მილსადენები და ყველა ღია გამტარი ნაწილები ელექტროქვაბებში უნდა იყოს ჩანულებული ორ წერტილში: ერთი-ქვაბის კორპუსზე, ხოლო მეორე-ელექტროსაქვაბის გარეთ მილსადენზე და არანაკლებ 5მ მანძილზე ქვაბიდან.
იზოლირებულ კორპუსთან ქვაბების ცხელი, ცივი წყლისა და ორთქლის მილსადენებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 1 მ სიგრძის მაიზოლირებელი ჩანართები. იზოლირებულ კორპუსთან ქვაბს უნდა ჰქონდეს გარსაცმი, ან არანაკლებ 2 მ სიმაღლის შემოღობვა (მთლიანი, ან უჯრედებიანი ბადურით, არა უმეტეს 25X25 მმ). შეღობვაში უნდა იყოს ჩამინული ფანჯრები, საიდანაც ხდება ქვაბის მუშაობაზე დაკვირვება და საკეტიანი კარები ბლოკირებით, რომელიც არ იძლევა მისი გაღების საშუალებას, როცა ქვაბი ჩართულია, ან მისი გამორთვის საშუალებას ღია კარების შემთხვევაში. კარებზე უნდა ეკიდოს პლაკატი „სდექ! ძაბვა!“
იზოლირებული კორპუსის შემთხვევაშიც ახდენენ მილსადენების ჩანულებას (ჩამიწებას) ორ წერტილში: ერთი საქვაბეში, ცივი წყლის დინების სვლით ჩანართამდე, ან მის შემდეგ, ცხელი წყლის დინების სვლით, მეორე-საქვაბის გარეთა მილზე და არანაკლებ 5 მეტრისა პირველიდან. გარდა ამისა, ყველა ეს წერტილი და სხვა ღია გამტარი ნაწილები უნდა იყოს ელექტრულად შეერთებული ერთმანეთთან პოტენციალების გასათანაბრებლად.
მილსადენებსა და დამხმარე მოწყობილობებს, რომელთა კედლების ტემპერატურა აღემატება 350 -ს, პერსონალისათვის მისადგომ ადგილებში უნდა ჰქონდეთ თბოიზოლაცია.
საიზოლაციო ჩანართები, მარეგულირებელი მოწყობილობების მაიზოლირებელი წევები უნდა განლაგდეს შემოღობვის შიგნით მთელ სიგრძეზე. უნდა იყოს გათვალისწინებული დაცვა, რომელიც გამორთავს ქვაბს, დროის დაყოვნების მიუხედავად, მკვებავ ხაზში მოკლე შერთვისას, შესასვლელთან და ქვაბში, ხოლო იზოლირებულ კორპუსიან ქვაბთან მიწაზე ერთფაზა შერთვისას სიგნალზე მოქმედებით.
ქვაბის კაპიტალურ რემონტს აწარმოებენ ყოველწლიურად, ხოლო მიმდინარეს 6 თვეში ერთხელ ერთდროულად ექსპერიმენტულად ამოწმებენ ჩანულების სისტემაში სასმელი წყლის წინაღობას , თუ ის ღია წყალსატევებიდანაა, ზომავენ 4-ჯერ წელიწადში.
ფერმისა და სახელოსნოების პერსონალისათვის, საშხაპეებში ცხელი წყლის ელემენტებიანი წყალგამაცხელებლებიდან მიწოდების შემთხვევაში, უნდა იყოს საიზოლაციო ჩანართები და პოტენციალების გათანაბრების მოწყობილობა ლითონის არაუმეტეს 30X30 სმ უჯრედიანი ბადურის სახით, რომელსაც აწყობენ საშხაპის კაბინის გასახდელების ჩათვლით იატაკიდან ბეტონში 2-3 სმ სიღრმეზე. ბადურას ადუღებენ ცხელი და ცივი წყლისა და კანალიზაციის მილებთან. ცხელი წყლის უშუალოდ წყალგამაცხელებელთან გაფანტვისას პოტენციალების გათანაბრების მოწყობილობების გარეშე შენობაში, ის საჭიროა შესრულდეს წყალგამაცხელებლის ძირიდან 0,5 მ დაცილებით ბეტონის იატაკში ფოლადის სადენის ჩადებით, რომელიც ორ წერტილში ჭანჭიკებით შეერთებულია წყალგამაცხელებლის კორპუსთან. თუ იატაკები დენგაუმტარია (ასფალტი), პოტენციალების გათანაბრება არ არის საჭირო, მაგრამ წყალგამაცხელებლის კორპუსი უნდა იყოს შეერთებული ფოლადის სალტით ნულოვანი სადენის განმეორებით ჩამიწებასთან.
ერთფაზა 220 ვ ელექტროდული წყალგამაცხელებლის დაყენება არ შეიძლება საშხაპეებში და სხვა განსაკუთრებულად სახიფათო შენობებში. გამაცხელებლის კორპუსი უნდა ჩანულდეს მესამე სადენით, რომელიც მიერთებული უნდა იყოს განმეორებით ჩამიწებასთან შენობაში შესასვლელთან, კომუტაციურ აპარატებზე შეუსვლელად. ამ სადენის გამტარობა უნდა უდრიდეს ერთფაზა გამაცხელებლის ფაზური სადენის გამტარობას. ასეთი გამაცხელებლის ჩართვა საშტეფსელო როზეტით აკრძალულია. ისინი დაცული უნდა იყვნენ მოკლე შერთვებისა და გადატვირთვებისაგან ავტომატურად.
ელექტროგამთიშველიან იატაკებიან შენობებში უნდა იყოს პოტენციალების გამთანაბრებელი მოწყობილობა, შემდგარი 40X40 ან 20X30 სმ უჯრედებიანი ფოლადის ბადურისაგან, რომელიც თავსდება გამაცხელებელი ელემენტების ზევით 2-3 სმ სიღრმეზე და ტექნოლოგიური გასასვლელების გასწვრივ ბეტონის იატაკში ჩადებული ფოლადის სადენებისაგან, რომელთა დიამეტრია არანაკლებ 6 მმ. ამ გამტარებს შორის ან მათგან ბადურამდე მანძილი უნდა იყოს არაუმეტეს 0,6 მ მეღორეობისა და 1,2 მ მსხვილფეხა რქოსანთა ფერმებში. შენობის ტორსებზე ეს სადენები და ბადურა შეერთებული უნდა იყოს ერთმანეთთან და მოწყობილობისა და შენობის ლითონის ნაწილებთან და ჩანულებულნი. საჭიროა ყოველწლიურად მუდმივი დენისადმი ორი პოტენციალის გამთანაბრებელი სადენების მარყუჟის ან გამტარისა და ბადურის წინაღობის შემოწმება. ის არ უნდა აღემატებოდეს 1 ომს.
ელექტროგათბობადი იატაკის მცირე ძაბვით კვებისას პოტენციალების გათანაბრება არ არის საჭირო. თუ გამთანაბრებელი მოწყობილობები არ იძლევა მარყუჟის წინაღობის გაზომვის საშუალებას, მაშინ იზომება შეხებისა და ბიჯური ძაბვები ხელოვნურად შექმნილი ერთფაზა მოკლე შერთვისას. ამავდროულად დამცველებით დაცვის შემთხვევაში შეხების ძაბვა უნდა იყოს არაუმეტეს 24 ვოლტისა, ხოლო ავტომატებით _ 35 ვოლტის, მათ შორის მეცხოველეობის კომპლექსებშიც.
ოთარ ქარჩავა,
ტექნიკის მეცნიერების დოქტორი