აგროსიახლეებიდარგებიმეფუტკრეობა

მეცნიერებმა დაითვალეს ფუტკრების მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვაზე გაწეული სამუშაოს ღირებულება

შვეიცარიელმა მეცნიერებმა პირველად გააანალიზეს იმ სამუშაოს ღირებულება, რასაც ადგილობრივ ფუტკრები ასრულებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დამტვერვის, ერთი მცენარიდან მეორეზე ყვავილის მტვრის გადატანისა და განაყოფიერების საქმეში.

სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის Agroscope-ს ექსპერტებმა გამოიანგარიშეს, რომ შვეიცარიის ფუტკრების მიერ გაწეული სამუშაო წელიწადში 350 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს  (365$ მლნ.) აჭარბებს.

მეცნიერებმა შეადარეს, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო კულტურაა გაშენებული შვეიცარიაში, მათგან რამდენი იმტვერება ფუტკრების მეშვეობით. ფუტკრების მიერ დამტვერილ კულტურებს მიაკუთვნეს ხილის მომცემი ხეები, კენკროვნები, მზესუმზირა, რაფსი და პარკოსნები.

ანალიზის შედეგად  ანალოგიური მონაცემებზე გავდინენ მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის მეცნიერები ООН (FAO).

კვლევითი ცენტრის მონაცემებით შვეიცარიაში ფერმერული მეურნეობების 14% დამოკიდებულია ფუტკრების დამტვერვაზე, ამიტომ მეცნიერები მოუწოდებენ ფერმერებს უფრო ხელი შეუწყონ ფუტკრის ოჯახებისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას, რათა გაიზარდოს ამ კულტურებით დაკავებული ფართობები,  გაამრავლდეს ფუტკრის ოჯახები, რომ მათ შეძლონ უფრო დიდი მოცულობის ფართობებზე მუშაობა და ამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდისთვის ხელშეწყობა.

წყარო: propozitsiya.com