აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

მევენახეებო, უფრთხილდით ყურძნის სიდამპლეს!

ყურძენი მთელ საქართველოში მწიფობაში შედის. ეს ის დროა, როცა მევენახეს ვენახში საშრომი უმსუბუქდება, უკან დარჩია ვაზის შეწამვლის გრძელი და დამღლელი პერიოდი, ანუ აღარაა ვაზის ჭრაქით, ნაცრითა და მისდაგვარი დაავადებებით დაავადების საშიშროება.

ამიტომ მევენახემ უნდა გაითვალისწინოს, ამ დროს მწიფე ყურძენს უჩნდება ძლიერ საშიში დაავადება ყურძნის სიდამპლის სახით, რომელიც, იმის გარდა, რომ მოსავალს აზიანებს, ხშირად კრეფის დროს ვერ ხერხდება მტევნისგან დმპალი მარცვლების მოცილება და ისინი საღ ყურძენთან ერთად გადამუშავდება, რაც მიღებული ღვინის ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

ეს რომ არ დაგემართოთ, აუცილებელია მწიფობაში შესული ყურძენი სიდამპლეზე შეიწამლოს​, განსაკუთრებით იმ ვენახებში, სადაც ეს დაავადება წინა წლებში უკვე იყო გავრცელებული.

რადგან ყურძენი მწიფობაშია შესული და რთველს ელოდებით, ამიტომ ვაზის თანამედროვე ქიმიური საშუალებებით შეწამვლა არ ეგების, ამიტომ მათ ნაცვლად გამოიყენეთ ოზონირებული წყალი, ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარი.

თუ პროფილაქტიკურ შეწამვლას აკეთებთ, მაშინ ხსნარის კონცენტრაცია 02% უნდა იყოს, ხოლო მარცვალი თუ დაავადებულია, მაშინ კონცენტრაცია 0,25%-მდე უნდა გაიზარდოს.

თუ აფთიაქში შეძენილი ზეჟანგით აპირებთ შეწამვლას, მაშინ 10 ლიტრ წყალზე 500-600 გრ. ზეჟანგი დაგჭირდებათ, თუ 50%-იანი კონცენტრატი გაქვთ, მაშინ ერთი ლიტრი კონცენტრატი 200-250 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ და ყოველ 10 ლიტრ ხსნარზე დაამატოთ 1გრ. იოდი ან 02გრ. „გაბროციდი“ (ხსნარის კონცენტრაციის ხანგრძლივი დროით შენარჩუნების მიზნით).

სააფთიაქო ზეჟანგის გამოყენებით შეწამვლა ძვირი ჯდება, ამიტომ შეგვიძლია დაგეხმაროთ და შედარებით იაფი 50%-იანი ზეჟანგის კონცენტრატის შეძენაში.

 ჟორა გაბრიჭიძე /თსუ-სთან არსებული ნახევარგამტართა

ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერმუშაკი/,

შეკითხვებისთვის დამიკავშირდით, ტელ: 551-333-155