მიკრომწვანილი პრემიუმ კლასის ნიშას იკავებს
მომხმარებელთა შორის სულ უფრო მეტი პოპულარობა იძენს მიკრომწვანილი, რომელიც სათბურში მოჰყავთ.
ბოსტნეულის ნორჩი ყლორტები, რომელიც ეს ესაა ივითარებენ ფოთლებს, სპეციალისტების განმარტებით, უფრო სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ზრდასრული მცენარეები და მათგან მიღებული პროდუქტები თუ მათი ყლორტები ამოსვლიდან (ამოწვერიდან) 7-20 დღის განმავლობაშია შეგროვებული.
მცენარე განვითარების სწორედ ამ ციკლში შეიცავს ვიტამინების და მინერალების, რკინის, მანგანუმის, ცინკის, მოლიბდენს თუ სხვა სასარგებლო ნივთიერებების ყველაზე მეტ კონცენტრაციას. მცენარის ზრდის შესაბამისად მასში ამ ნივთიერების მოცულობა და სარგებლიანობა იკლებს. ეს დადგენილია ათასობით ექსპერიმენტისა და კვლევების საფუძველზე, რომელიც ჩატარებულია მიკრობროკოლზე, მიკროსალათზე, მიკრომზესუმზირაზე თუ მიკრობოლოკზე.