მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის ძირითადი კანონები
სასოფლო სამეურნეო წარმოება, სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოვლა – მოყვანა, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მიწათმოქმედების და მემცე-ნარეობის ძირითად კანონებს ეყრდნობა, რომელიც თითოეულმა ფერმერმა უნდა იცოდეს და იცავდეს მის საქმიანობაში.
მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის უზრუნველსაყოფად , სასიცოცხლო ფაქტორებს წარმოადგენს: სინათლე, სითბო, ჰაერი, მინერალური (საკვები) ნივთიერებები. მცენარეზე სასიცოცხლო ფაქტორის გარდა გავლენას ახდენს გარმო პირობებიც. მათ მიეკუთვნება: ნიადაგის რეაქცია, ტენი, ფიტობიოლოგია (მავნებლები, ავადმყოფობები, სარეველები), აგროტექნიკა (სამუ-შაოთა შესრულების დროულობა და ხარისხი).
თავის მხრივ მცენარეებიც ზემოქმედებენ გარემო პირობებზე, ცვლიან მას, აგროვებენ ნიადაგში ორგანულ ნივთიერებებს, რაც იწვევს ნიადაგის წყლოვანი, მიკრობიოლოგიური და სხვა რეჟიმების ცვლილებებს.
მცენარეები განუწყვეტლივ განიცდიან სასიცოცხლო ფაქტორთა მთელი კომპლექსის მოქმედებისა და ურთიერთქმედებას. სასიცოცხლო ფაქტორთა ერთობლივ გავლენას კანონი ადგენს. მის მიხედვით მაქსიმალური მოსავლის მისაღებად აუცილებელია ყველა ფაქტორთა ოპტიმალური, ურთიერთშედარებითი ერთდროული არსებობაა. ასეთ შემთხვევაში ყველა მათგანი მაქსიმალური სარგებლობით გამოიყენება.
აუცილებელია მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის ძირითადი კანონების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენება.
ერთ-ერთი უმთავრესი კანონი არის მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების თანაბა-რი მნიშვნელობის და შეუცვლელობის კანონი, რომლის მთავარი არსი ის არის, რომ მცენარის არც ერთი სასიცოცხლო ფაქტორი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორებით. ყველა სასიცოცხლო ფაქტორი უნდა მოქმედებდეს ერთობლივად და არა ცალ-ცალკე.
მაგალითად: ტენით რაც შეიძლება კარგად იყოს უზრუნველყოფილი მცენარე, იგი ვერ შეცვლის რომელიმე საკვები ელემენტების დეფიციტს. ასევე ნორმალური თბური რეჟიმი ვერ შეცვლის სინათლის ნაკლებობას და ა. შ. მცენარის არსებობაში ყოველი მათგანი ასრულებს გარკვეულ ფიზიოლოგიურ ფუნქციას. ფაქტორთა შეუცვლელობის პრინციპი ლოგიკურად განსაზღვრავს ფაქტორთა თანაბარ მნიშვნელობას. ასევე მნიშვნელოვანია მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის კანო-ნი, რომელის ძალითაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის დონე განისაზღვრება იმ ელემენტით, რომელიც მინიმუმში იმყოფება. მაგალითად: თუ ნიადაგში აზოტის რაოდენობა უზრუნველყოფს 20 ცენტნერი მოსავლის მიღებას, ხოლო ფოსფორის და კალიუმის შემცველობა ეყოფა 80 ცენტნერს, ფაქტობრივად მივიღებთ მაინც 20 ცენტნერს. თუ წყლის მარაგი საკმარისია 15 ცენტნერისთვის, ხოლო სასუქები 50 ცენტნერისთვის, მაინც 15 ცენტნერს მივიღებთ. ამიტომ აუცილებელია მოსავლის მისაღებთ ყველა საჭირო პარამეტრის ოპტიმუმში არსებობა და ამისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეს იქნება მორწყვა, სასუქების შეტანა, არის რეაქციის რეგულირება და სხვა.
PH_ ნიადაგის არის რეაქცია
მცენარის ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის არის რეაქცია. ცალკეული მცენარეები განსაზღვრულ რეაქციას მოითხოვენ, რისი რეგულირება სასუქით, ნიადაგის ქიმიური მელიორაციით ხორციელდება.
ნიადაგწარმოქმნის პროცესის ხასიათის მიხედვით, არის რეაქცია, რაც წყალბადი-ანობის კონცენტრაციის განსაზღვრით იზომება, შესაძლოა იყოს მჟავე, ნეიტრალური და ტუტე რეაქციის. არის რეაქციის გამოსახატავად მიღებულია სიმბოლო-Ph.
თუ Ph 7-ის ტოლია რეაქცია ნეიტრალურია, თუ 7-ზე მეტია, მაშინ ტუტეა და თუ 7-ზე ნაკლებია _ მჟავე.
სხვადასხვა მცენარეები განსხვავებულად რეაგირებენ ნიადაგის რეაქციისადმი. ერთწლიანი კულტურები ძირითადად კარგად ვითარდებიან სუსტი, მჟავე, ნეიტრა-ლური არის პირობებში. ჩაი მჟავიანობის შემგუებელი მცენარეა და კარგად ვი-თარდება Ph- 3,8-4-ის პირობებშიც.
ნიადაგის არის რეაქციის რეგულირება ერთ-ერთი დიდი ფაქტორია ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად და სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის გასაზრდელად.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართელო“