მცენარეთა დაცვის ხალხური საშუალებები

ანწლი

25 გრამი მშრალი, ან 50 გრამი ანწლის ნედლი ფოთლები დააქუცმაცეთ და დაასხით 10 ლიტრი წყალი, დააყოვნეთ 24-48 საათით, გაწურეთ (გაფილტრეთ) და შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

 

ნაყენი ეფექტიანია ბუგრების წინააღმდეგ. ანწლის ნაყენის სპეციფიკური და მძაფრი სუნი აფრთხობს თაგვისებრ მღრღნელებს, ამიტომ მას საწყობებში, მარცვლეულის სა-ცავებში, ბეღლებში ასხურებენ. ასხამენ სოროებში.

ანწლის ფოთლები და ღეროები უნდა შეგროვდეს ყვავილობისა და მსხმოიარობის (ნაყოფის განვითარების) პერიოდში.

აბზინდა

  1. 0,5 კილოგრამ წვრილად დაქუცმაცებულ აბზინდას დასხით 10 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა ხის ნახარში, 1 სუფრის კოვზი თხევადი საპონი, დაა-ყოვნეთ 3-5 საათით, შემდეგ კარგად გამოწურეთ და გამოიყენეთ კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ.
  2. ვაშლის ნაყოფისჭამიას მატლებ წინააღმდეგ ნახარშის დასამზადებლად აბზინდის ნედლი ყლორტები წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ 10 ლიტრიან ქვაბში (ნახევრამდე) დაასხით ცივი წყალი და ქვაბი შეავსეთ, დააყოვნეთ 24 საათის გან-მავლობაში. შემდეგ დაამატეთ მშრალი 700-800 გრამი მშრალი აბზინდა და ადუ-ღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი, გააციეთ, კარგად გაწურეთ და განაზავეთ წყალში 1:1-თან შეფარდებით.

ნაყენი გამოიყენება ნაყოფიჭამიების წინააღმდეგ.

ვაშლის ძირში დათესილი აბზინდა მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაყოფიჭამიას მავნებლობას.

გვირილა

მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოიყენება წითელი, დალმაციური და სამკურნალო გვირილა.

გვირილის ყვავილები გამოიყენება სათბურის შესაბოლებლად. 1 კვადრატულ მეტრ ფართობს სჭირდება 5-6 გრამი ნედლეული. ამ შეფარდებით გვირილის ნედლეულს ათავსებენ ტაფაზე ან დაბალ ქვაბში და აცხელებენ ცეცხლზე (ელექტროღუმელზე, გაზქურაზე). წვისა და შებოლვის გასაუმჯობესებლად ნედლეულს უმატებენ 15-25 % (მისი წონის შესაბამისად) ამონიუმის გვარჯილას. იგი ეფექტიანია მავნე მწერებისა და ტკიპების  წინააღმდეგ.

გულყვითელა

ნათესებში გულყვითელას შეთესვა ამცირებს ფუზარიოზით მცენარეების დაავადებას; ახშობს მიკრობებს, ბაქტერიების განვითარებას. ნაყენით ამუშავებენ ასტრის თესლს. ნა-ყენის დასამზადებლად 1კოვზ გულყვთელას თესლს უმატებენ 100 მილიგრამ წყალს, აყოვნებენ სამი დღის განმავლობაში, შემდეგ გამონაწურში 30 წუთის განმავლობაში ათავსებენ ასტრის თესლებს, აშრობენ და თესავენ.

***

კარტოფილის რიგთაშორისებში დათესილი გულყვითელა აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს, მავთულა ჭიებს. მისი წვენი აფრთხობს კოღოებს, ბუზებსა და კრაზანებს.

***

ნამატოდების წინააღმდეგ იყენებენ გულყვითელას თესლის ნაყენსაც. 200 გრამ თესლს უმატებენ 8-10 ლიტრ წყალს, გამოწურავენ და ასხურებენ დაავადებულ მცენარეს.