აგროსიახლეები

მოსავლის ამღები სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას.

პროგრამის მიზანი: მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის ბენეფიციარი:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამის პირობები:

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.

თანადაფინანსების მოცულობა სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში არამეტეს 50%-ს არაუმეტეს 150,000 ლარისა.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი, წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია გთოვთ იხილოთ ბმულის საშუალებით: http://mechanization.rda.gov.ge/