მოცვის ბუმი საქართველოში და რეკორდული მოცულობის ექსპორტი
საქართველოში მოცვის ძირითადი სეზონი დასრულდა. როგორც EastFruit-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, მოცვის ქართველმა მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა საკუთარი რეკორდი დაამყარეს – ერთ წელიწადში მათ 3000 ტონამდე კენკრა აიღეს, ხოლო მოცვის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამახ ფერმერების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რომელიც მწარმოებელთა ასოციაციას, ტექნიკურ დახმარებას უწევს და ხელს უწყობს მოცვის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში.
როგორც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა განაცხადა, ეს სეზონი მოცვის სექტორმა წარმატებით დაიწყო, რაც ევროკავშირში ექსპორტით გამოიხატებოდა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა 2024 წლის მარტში სრულდება. თუმცა, ზოგიერთი მომავალი ღონისძიება დაეხმარება მოცვის მწარმოებლებს მოემზადონ შემდეგი სეზონისთვის და უზრუნველყონ ახლად ჩამოყალიბებული ბაზრის კავშირების მდგრადობა.
მაგალითად, პროგრამა ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმებს საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საერთაშორისო მყიდველებს შორის, რათა დაეხმაროს ადგილობრივ მწარმოებლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ლოგისტიკისა და სხვა პროცედურების გამარტივებაში.
ამ სეზონზე მიღებული გამოცდილებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, მომავალ წელს ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე 1000 ტონამდე მოცვი გაიტანონ.