დარგებიმებაღეობა

მრავალწლიანი ბაღების გაშენების ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა

ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.
მრავალწლიანი კულტურების ბაღების პოტენციალი და გაშენების შესაძლებლობა განსხვავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისად ამ პროგრამაში განსაზღვრულია იმ მრავალწლოვანი კულტურების სახეობები, რომელიც შესაძლებელია გაშენდეს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში:

კახეთი: ვაშლი, ჟოლო, მაყვალი, გარგარი, კივი, ატამი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ზეთის ხილი, ხურმა, ბროწეული, კაკალი, ნუში, თხილი,  მსხალი, ალუბალი, კომში, ფსტა(ფისტა), სუფრის ყურძენი.

შიდა ქართლი: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი.

ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი,  ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი.

მცხეთა – მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი.

სამცხე – ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი.

იმერეთი: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, სუფრის ყურძენი.

რაჭა – ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში, სუფრის ყურძენი.

სამეგრელო – ზემო სვანეთიკაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი, სუფრის ყურძენი.

გურია: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, სუფრის ყურძენი, კაკალი.

აჭარაკაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, სუფრის ყურძენი.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

ფინანსური დახმარება:

ბაღების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით, როგორც მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენის მიზნით, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით.

ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების არაუმეტეს 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც, ამავდროულად დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა. ნერგების იმპორტის შემთხვევაში 1 ნერგზედადგენილი დაფინანსების მაქს. თანხობრივი ლიმიტი იზრდება 20% -ით. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (დღგ – ს ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს    2 500 ლარისა 1 ჰა-ზე.

ტექნიკური დახმარება:

ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;

ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა – IPM;

გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;

ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში;

 შეზღუდვები:

1. ბაღების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების გაშენებით დაინტერესებული პირ(ებ)ი, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებენ ახალი ფართობების ათვისებას.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს.

2. ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:

ა) ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;

ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან/ აფხაზეთის/ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან(იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“)

2.1. ამ მუხლის „ბ“ პუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

3. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიასამეგრელო და აჭარის რეგიონში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ნებაყოფლობითია.
4. ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ “შემოსავლების სამსახურის” მიმართ;
5. სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ერთ ბენეფიციარს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა შეუზღუდავი რაოდენობით, თუმცა ჯამურად მიღებული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ხოლო ჯამურად გაშენებული ბაღის ფართობი 20 ჰექტარს.
6. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ჰა მრავალწლიანი კულტურის ბაღის გაშენება.
7. თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა -ზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. ლურჯი მოცვის კულტურაზე 1 ჰა -ზე დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს.
8. ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.
9. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, დაფინანსდება შესასყიდი ნერგების ღირებულების 70%, ხოლო თანხის დარჩენილი სხვაობიდან – წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

წინაპირობა:

1. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე.
2. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერმანენტული წყლის წყაროთი, რაც გამოიხატება მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან მაქსიმუმ 500 მეტრის დაშორებით ტბის, მდინარის არხის ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭის ან ჭაბურღილის არსებობით.
3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა.
4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურის ნერგების 1 ჰა -ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა:

მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე
ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის 
ბაღების გაშენების მიზნით და თანადაფინანსების ლიმიტები

დანერგე მომავალი

ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს “დანერგე მომავალის” პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ასევე წვეთოვანი საირიგაციო სისტემის შეძენა/მონტაჟი უნდა განხორციელდეს შერჩეული კვალიფიციური კომპანიებისაგან.

ეტაპები:

მიმართავთ ლაბორატორიას ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლაბორატორიებს:

1. ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული”

მისამართი: ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.#9

ტელ: 790-65-11-15, ელ. ფოსტა: zonaluri@mail.ru

2. მულტიტესტი – კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია

მისამართი: თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13

ტელ: 214 48 48; ელ. ფოსტა: multitest@wanex.net

3. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრი 

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64  ელ. ფოსტა: t.urushadze@agruni.edu.ge

ლაბორატორიის თანამშრომელი იღებს სინჯებს ადგილზე და ახდენს მათ ლაბორატორიულ ანალიზს (ჩასატარებელი აუცილებელი ანალიზების სია)

წარადგენთ მიმართვას (სადაც მითითებულია ბაღში გასაშენებელი კულტურების ჩამონათვალი) და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში” ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (მიმართვის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი” ადგენს ლაბორატორიული ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობას და გასცემს ცნობას ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ;

მიმართავთ თქვენი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს მიწის ნაკვეთის დამუშავების დასადასტურებლად (მიმართვის ფორმის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)

საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი განახორციელებს ვიზიტს მიწის ნაკვეთზე, შეამოწმებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესაბამისობას კრიტერიუმებთან დადგენილი მეთოდოლოგიის დაცვით (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმები).

კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გასცემს ცნობას მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ;

შეავსებთ განაცხადის სტანდარტულ ფორმას განაცხადის ფორმა

წარმოადგენთ შევსებულ განაცხადს და თანმდევ დოკუმენტაციას სააგენტოში (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა)

სააგენტო განიხილავს განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება.

განაცხადის დამტკიცების შემდგომ ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.

წყარო: apma.ge