აგრარული განათლებარუბრიკები

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი _ სტუდენტის თვალით

საქართველოს მთავრობის 2019 4 აპრილის N 751 განკარგულების პუნქტის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს (2020 წლის 03 აპრილის N 01-05-04/72 და 2021 წლის 7 დეკემბრის N01*05*02/36 ოქმი) დადგენილებით მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნა, განპირობებულია სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მაღალმთიანი რეგიონების  განვითარებით,  ახალგაზრდა ტრანსდისციპლინური, მთისმცოდნე, მთის მდგრადი განვითარების სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ექსპერტ პროფესიონალთა კადრების მოსამზადებლად.
მდგრადი განვითარება განიხილება, როგორც კაცობრიობის განვითარების ახალი კონცეფცია.

მდგრადი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნის გასაღები სწავლაა. სწორედ აზროვნების შეცვლაზეა დამოკიდებული ცვლილება მდგრადობისკენ. ტრანსდისციპლინარული კვლევის დროს, განსხვავებული სფეროების ცოდნა ინტეგრირებულია საერთო ხედვაში, რაც საშუალებას იძლევა მიღებული გლობალური ცოდნა გამოყენებული იქნას ახალ პრობლემებზე რეაგირებისთვის. ტრანსდისციპლინარული მიდგომა ცდილობს სხვადასხვა ცოდნის ჩამოყალიბებასა და გაერთიანებას, რაც რეალური გლობალური და ინტეგრირებული მიდგომების შემუშავების საშუალებას იძლევა. ამგვარი მიდგომა ახალგაზრდებს  სრულყოფილად მოამზადებს მთაში ცხოვრებისა და არსებული რეალობასთან ადაპტირებისთვის, რომელსაც ეფექტიანად და გარდაქმნიან მომავალში.

საქართველოს (კავკასიის) მთიანი რეგიონების მოსახლეობის სიღარიბის დაძლევისა და მთაში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური გარემოს შექმნაში ხელშეწყობის მიზნით ფართო პროფილის, საერთაშორისო სტანდარტის, ერთიან ევროპულ სამთო-საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად და გაეროს მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად შეიქმნა ოთხი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (პროგრამებს სრულად აფინანსებს სახელმწიფო):

  1. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება (კვალიფიკაციაგარემოსმცოდნეობის ბაკალავრი);
  2. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი(კვალიფიკაციატურიზმის ბაკალავრი);
  3. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა (კვალიფიკაციამენეჯმენტის ბაკალავრი);
  4. ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა (კვალიფიკაციაინჟნერიის ბაკალავრი გარემოს ინჟინერიაში).

საგანმანათლებლო პროგრამები ახალია და მისი ანალოგი, როგორც საქართველოს, ისე მის სამეზობლო ქვეყნების სხვა უნივერსიტეტებში არ არის. ახალგაზრდა ფაკულტეტს ევროპულ სტანდარტთან სრული იდენტური ფორმირებისა და სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა- განვითარებისათვის თანამშრომლობს და იყენებს ევროპული, წარმატებული უნივერსიტეტების გამოცდილებას, როგორიცაა  იტალიის მთის საერთაშორისო უნივერსიტეტიშოტლანდიის მაღალმთისა და კუნძულების უნივერსიტეტი და კანადის მთის ინსტიტუტი

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე განხორციელებულ პროგრამებს შესწევთ ძალა,   გაანალიზონ სამთო განათლების ფორმები და სისტემები მთის თემებზე და სისტემატურად შეაფასონ მათი გავლენა მთებსა და მთის ხალხზე.

ფაკულტეტი დღეს

ფაკულტეტმა 2020 წელს აკრედიტაციის გავლის შემდეგ ატიურად შეუდგა სამომავლო გეგმების განხორციელებას, ამ პერიოდში პანდემია მძვინვარებდა, მაგრამ დეკანატის მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო, აღანიშნავია ის, რომ ფაკულტეტი და სტუდენტები ერთად ვითარდებოდნენ და ახალ გამოწვევებს ერთდ იღებდნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია.

2021 წელს, როდესაც ლექტორებს აუდიტორიაში სიარული მოსთხოვეს რამდენიმე სტუდენტმაც დავიწყეთ სიარული და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, რომ ერთ საათიანი ლექციის ნაცვლად სამი-ოთხი საათი ვიჯექი ხოლმე და ვუსმენდი დეკანს – პროფესორ ნოე ხოზრევანიძეს და პროგრამის  ხელმძღვანელს – პროფ.  კობა კობალაძეს. მათთან ერთად აქტიურად დავიწყე  კვლევით სამუშაოებში  ჩართვა და როგორც საუნივერსიტეტო, ისე საერთაშორისო  კონფერენციებში მონაწილეობა. ამან კი ჩემზე და სხვა სტუდენტებზე საკმაოდ კარგი გავლენა მოახდინა.

2022 წელს პანდემია დასრულდა და მოგვეცა საშუალება უფრო ატიურად გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ოქტომბერში ჩავერთეთ პურის ფესტივალში, აღვნიშნეთ დაცული ტერიტორიების დღე და 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს, ფაკულტეტმა პირველი სტუდენტური კონფერენცია გამართა, სადაც 30 მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

მთის მდგრადი განვითრება 222222222222

2023 წელს პირველი საველე პრაქტიკული გასვლა გვქონდა კვლევით ცენტრში, ჯიღაურაში, რამაც სტუდენტები გააოცა და აღაფრთოვანა, შემდეგ ყაზბეგსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. წრომში, სადაც საშუალება გვქონდა გვენახა საფურაჟე მარცვლეულის „ტრიტიკალის“ ნათესები, რომლთა სიმაღლე 2 მეტრი და მეტი იყო, ამის გარდა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიკოსების წინაშე ჩვენი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა მოგვეცა, სხვა უნივერსიტეტებში კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ფაკულტეტის სახელის გატანა. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ფაკულტეტს დაწყებისთანავე პრაქტიკოსი სტუდენტი ჰყავდა, გუგა სარალიძე, რომელსაც თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაქონდა და აწარმოებდა ორგანულ ვაზს, შემდგომ შევემატე მე, თამაზ კობახიძე, თავიდან სიმინდის ჯიშის აღდგენით დავიწყე აჯამეთის თეთრი, რომელიც ფაქტობრივად აღარ იძებნებოდა, შემდგომ სუპერ საადრეო ახალი კარტოფილის მოყვანა დავიწყე ზამთრის პერიოდში და წელს უკვე ინვიტრო გამრავლების მეთოდს ვეუფლები და ვსწავლობ, რაც საქართველოს მომავალია.  2023 წელს სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა რაც ძალიან სასიხარულოა, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა სტუდენტია, რომელსაც უკვე აქვს იდეა, თუ რა უნდა მომავალში და რის გაკეთებას აპირებს მათივე მშობლიურ რეგიონებში.

2024 წელი ძალიან კარგად დაიწყო, ფაკულტეტი გახდა ,,mountain partniorship“-ის (გაეროს საერთაშორისო თანამშრომლობის ალიანსის) ოფიციალური წევრი, რაც საკმაოდ დიდი ნაბიჯია ახალბედა ფაკულტეტისთვის. უკვე უფრო მოტივირებულები ვატარებდით საველე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ყაზბეგში, წრომში, წალკასა და ნუნისში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამავე წელს დავიწყეთ ინვიტრო გამრავლების მეთოდის ათვისება ფაკულტეტმა უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის -პროფესორ ქალბატონ მაია კუხალეიშვილის დახმარებით, რაც სამომავლოდ მთის რეგიონებში უფრო მდგრად განვითარებულ სოფლის მეურნეობას გვთავაზობს. წელსაც არ წყვეტს ფაკულტეტი საზოგადოების გაოცებას და უფრო და უფრო იკიდებს ფეხს სასწავლო დაწესებულებებში. ფაკულტეტმა უკვე ორი გრანტი მოიპოვა:  გეო ინფორმაციების სისტემის (გის) ლაბოლატორია და სამეცნიერო კვლევითი კლუბი ,,უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისთვის“.  ფაკულტეტი განაგრძობს განვითარებას ეტაპობროივად და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ მომავალში.

სტუდენტები

ამ ყველაფერთან ერთად მე მინდა გაგიზიაროთ სტუდენტების მოსაზრება ფაკულტეტის შესახებ:

,,მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სივრცე და ადგილი, სადაც ჩვენი მომავლისთვის ვშრომობთ და წარმატების საწინდარს ვქმნით, ეს არის გარემო, სადაც სტუდენტები და ლექტორები ჰარმონიულად თანამშრომლობენ“,_  I კურსის სტუდენტი მარიამ ჯოხარიძე.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფაკულტეტი ახალი დაარსებულია, სულ უფრო პოპულარული  და ცნობილი ხდება, როგორც სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის. არსებობის 2 წლის განმავლობაში მან უკვე დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის სტუდენტურ ცხოვრებასა და მთის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“, _ I კურსის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე.

,,მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საკმაოდ პერსპექტიულიa სტუდენტებისთვის, მაქსიმალურად აძლევს მათ საშუალებას გამოავლინონ საკუთრი უნარ-შესაძლებლობები“, _  I კურსის სტუდენტი ელენე გვარამია.

,,ჩვენი ფაკულტეტი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო და ბევრის მომცემი, რაც ჩვენ გვეხმარება, ვიყოთ მოტივირებულნი, ყოველთვის გვთავაზობს სიახლეებს და ვთვლი რომ  ფეკულტეტი, რომელიც თავიდან ბოლომდე დაინტერესებულია საკუთარი სტუდენტებით აუცილებლად დაგვეხმარება, რომ მომავალში ვიყოთ დასაქმებული ჩევენივე პროფესიით, თითოეული სიახლე წარმატების საწინდარია“, _ I კურსის სტუდენტი ლიზი ბაგაშვილი.

,,მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, რომელიც სულ რაღაც 2 წელია რაც შეიქმნა  ნამდვილად ამართლებს ჩვენს იმედებს, მიუხედავად ახალბედობისა ფაკულტეტი შედგება არაჩვეულებრივი გუნდისგან, რომელიც ყოველთვის მზადაა სტუდენტის დასახმარებლად. ფაკულტეტი არის ინოვაციური, რაც მომავალ თობას სთავაზობს ნათელ და ბედნიერ მომავალს“, _  I და II კურსის სტუდენტები გიორგი ჭინჭარაული და თორნიკე ჯაჭვაძე.

,,მთის მდგრადი განვითრების ფაკულტეტი ინტერნაციონალიზაციის ღირსეულ გზაზე დგას. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან, რაც  შესაძლებლობას აძლევს, როგორც აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს მათ განავითრონ, როგორც ფაკულტეტის პოპულარიზაცია , ისე საერთაშორისო ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები“, _   II კურსის სტუდენტი სალომე ბარბაქაძე.

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახალი შესაძლებლობაა მათთვის ვისაც მთა, ბუნება და ადამიანებთან კომუნიკაცია უყვარს. ეს ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს არაერთ ექსკურსიას, სტუდენტურ ცხოვრებას, სწავლასთან  ერთად, არაერთ პროექტსა თუ კონფერენციაში შეძლებთ ჩართას და მომავლისთვის შეიქმნით საფუძველს. აღსანიშნავია, რომ დეკანატის წევრები და ლექტორები ცდილობენ ხელი შეუწყონ სტუდენტებს, ამის ნათელი მაგალითი სწორედ მე ვარ. ფაკულტეტისა და ლექტორების ხელშეწყობით გამოვიყენე შანსი მოვხვედრილიყავი TCT-ის პროგრამაში, ახლა კი ვმუშაობ სომხეთში და თან სწავლაშიც ხელი მეწყობა“ მე-2 კურსის სტუდენტი ანა დოლიძე

,,მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ინოვაციურია თავისი კვლევის მეთოდებითა და პრაქტიკული აქტივობებით, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას აითვისოს ისეთი ტექნიკური უნარები, რომელიც დაეხმარებათ სფეროს ცოდნის აქტუალიზაციასა და პროფესიულ ზრდაში“, _ II კურსის სტუდენტი ვახტან ნაზღაიძე.

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საუკეთესო ფაკულტეტია ფაკულტეტებს შორის, ის არის ახალი, მაგრამ კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისა და საქართველოსთვის, ის გვაძლევს ცოდნას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, _ II კურსის სტუდენტი ბექა გრძელიშვილი.

„ ფაკულტეტი პერსპექტიულია, პირველ რიგში, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მრავალი დიდი და ქვეყნისთვის საჭირო მიზნებით სავსე. ფაკულტეტი დაინტერესებულია სტუდენტების მრავალმხრივი განვითარებით, გამორჩეული მიდგომებითა და დამოკიდებულებებით, რაც დიდ როლს თამაშობს სტუდენტების მოტივაციის გაზრდისთვის. პირადად ჩემი სამომავლო გეგმებისთვის ნაყოფიერია ფაკულტეტის მუშაობის სტილი, გეგმები და მიზები“, _ III  კურსის სტუდენტი ირაკლი ჭინჭარაული.

„ჩვენი ფაკულტეტი არის ძალიან პერსპექტიული, ასევე ძალიან იშვიათი. მე ახლახანს ვიყავი გაცვლითი პროგრამით იტალიაში, პალერმოში და უკეთ დავინახე, რომ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს თამამად შეიძლება ეწოდოს მომავლის ფაკულტეტი“,  _ III  კურსის სტუდენტი თამარ სეფაშვილი.

„ჩვენი ფაკულტეტი არის მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული  გუნდი, ის ზრუნავს სტუდენტების განვითრებასა და განათლებაზე, ვფიქრობ, სამომავლოდ ჩატარდება კვლევები, რომლებიც სტუდენტების  კვალიფიკაციას კიდევ უფრო აამაღლებს“,  _ III  კურსის სტუდენტი მარიამ კოჭლამაზაშვილი.

„ფაკულტეტი უნიკალურია მისივე პროგრამებით, რომლის მსგავსი კავკასიაში არ არის. განსაკუთრებით მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვის პროგრამა, რომელიც ქვეყნისთვისაც და სტუდენტისთვისაც სიახლეა“, _  IV კურსის სტუდენტი გუგა სარალიძე.

 საბოლოოდ კი მოგახსენებთ ჩემს აზრს ფაკულტეტზე: ფაკულტეტმა მომცა გასაქანი და მაჩვენა გზა მომავლისაკენ, მან მომცა  განვითარების საშუალება. მე განსაკუთრებულად მადლიერი ვარ დეკანის ბატონი ნოე ხოზრევანიძისა და პროგრამის ხელმძღვანელის ბატონი კობა კობალაძის, მათ გვერდით ამომიყენეს და აღმზარდეს ჩამოყალიბებულ დამწყებ მეცნიერად. დარწმუნებული ვარ,  რომ ფაკულტეტი დიდ წარმატებას მიაღწევს და ჩვენ სტუდენტები ამის განუყოფელი ნაწილი ვიქნებით.

თამაზ კობახიძე,

 მესამე კურსის სტუდენტი