რეგიონებირუბრიკებისტატიები

მთის ორგანული ტურიზმი და გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები

დღეს უკვე ყველასათვის ცხადია, რომ საქართველოში სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი. ის მიმართულია მთიანი რეგიონების სასიცოცხლო მნიშვნელობის პოტენციალის მდგრადი ათვისებისათვის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა დასაქმების ხელშეწყობის, სოციალური, ეკონომიკური  მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის და გარემოს განუხრელად დაცვისათვის. ცხადია ისიც, რომ თუ რამდენად   დიდ  როლს ასრულებს  ტურიზმი ქვეყნის მთიანი რეგიონების  იმ ასპექტის განვითარებაში, რომელმაც უნდა შექმნას ეკონომიკურად  ძლიერი და მდგრადი  სახელმწიფო.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებები გამოირჩევა,  როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტებით, უნიკალური  კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული, არქეოლოგიური და ბუნებრივი ძეგლებით.

პროტი და ტუ რიზმი მთაში

ბოლო დროს საზოგადოებამ  აღიარა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა  უპირველესია და ყურადღებას აქცევენ ისეთ გარემოს, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მათ ჯანმრთელობას. სწორედ აქედან იწყება ორგანული  წარმოების ინტენსიური ჩართვა ტურისტულ საქმიანობაში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული წარმოების  სისტემა ეყრდნობა პრაქტიკით მიღებულ და მეცნიერულად დასაბუთებულ მართვის იმ ოთხ პრინციპს,  რომლებიც  შემუშავებული და დამტკიცებული იქნა ორგანული მოძრაობის  საერთაშორისო ფედერაციის (IFOAM) მიერ 28.09.2005   წელს. ეს პრინციპებია:

  1. ჯანმრთელობის პრინციპიამ პრინციპითორგანულმა სოფლის მეურნეობამ უნდა დაიცვას ნიადაგის, მცენარეების,  ცხოველთა, ადამიანების, დედამიწის   ჯანმრთელობა, როგორც ერთიანი, ურღვევი  და მთელი სისტემის.
  2. ეკოლოგიის პრინციპი.ამ პრინციპის შესაბამისად ორგანული სასოფლო სამეურნეო წარმოება უნდა იდგეს ბუნებრივი ეკოლოგიური პრინციპებსა და ციკლებზე. იმუშაოს, მხარი დაუჭიროს, იცხოვროს მათთან და ხელი შეუწყოს მათ.
  3. სამართლიანობის პრინციპიორგანული სოფლის მეურნეობა უნდა დაეყრდნოს პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობას გარემო პირობების ინტერესების დაცვის გათვალისწინებით
  4. ზრუნვის პრინციპიორგანული სოფლის მეურნეობის მართვას უნდაჰქონდეს პრევენციული, პასუხისმგებლური ხასიათი  მომავალი თაობების კეთილდღეობის  და გარემოს მომავლის დაცვის მიზნით.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ ადგილი, სადაც ტურისტი ჩერდება ორგანული, ჯანსაღი  უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ესენია სერტიფიცირებული  ორგანული სასტუმროები (იხილეთ სურათი 2 ), ორგანული სადგომი, ღამის გასათევი  სახლები (იხილეთ სურათი 3), რესტორნები  და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

2001 წელს, ავსტრიაში სასტუმროების ჯგუფი გაერთიანდა, რათა ჩამოეყალიბებინათ მდგრადი სასტუმროების ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია 100% ორგანული საკვებისა, პროდუქტების  და ორგანული სერვისის მიწოდებაზე. ჯგუფი ერთად მუშაობდა ორგანული შენობების, ავეჯის, ჭურჭლის, სურსათის მწარმოე ბლებთან. ეგიონული პარტნიორობის დასამყარებლად, რათა ყველა ინგრედიენტი, საკვები და სასმელი, რომელსაც იგი სთავაზობს თავის  მარკეტებში  და რესტორნებში იყოს   ჯანსაღ გარემოში წარმოებული, ველურად დაჭერილი, შეგროვებული,  და ორგანული.

ასოციაციის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ორგანული სასტუმროების  სტანდარტებიც. დღეისათვის ასეთი სასტუმროები იყენებენ ორგანულ არდადეგებს,   გამოსასვლელ ორგანულ  დღეებსავეჯს, ჭურჭელს, თეთრეულს,  კოსმეტიკას, მწვანე ელექტროენერგიას, თეთრეულს, ეკოლოგიურ  შენობებს, ორგანულ აღჭურვილობას,  ორგანულ სასმელებსორგანულ სატრანსპორტო საშუალებებს,  ორგანულ სარეცხ,  საწმენდ საშუალებებს და  ა.შ.

ტურიზმის მდგრად განვითარებაზე ზრუნვა დღესაც   სასიცოცხლო  მნიშვნელობისაა ისეთი განვითარებული ქვეყნებისათვის, როგორებიცაა ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი,  საბერძნეთი,  აშშ,  ესპანეთიიტალია, პორტუგალია და ბუნებრივია, რომ  საქართველოსათვის, როგორც მთიანი ქვეყნისათვის   ამ ქვეყნების გამოცდილებას  მთის ორგანულ ტურიზმში უდიდესი მნიშვნელობა  აქვს.

მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების საკითხებზე მრავალი ფორუმია ჩატარებული, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი  ღონისძიებაა იოჰანესბურგში ჩატარებული მსოფლიო სამიტი (2002 წ. 22 აგვისტო- 2 სექტემბერი).

საკითხები რომლებიც  განიხილეს  სამიტის მონაწილეებმა ეხებოდა ადამიანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, მოსახლეობის ზრდას და მათ გაზრდილ  მოთხოვნებს სურსათზე, ყოფა-ცხოვრებაზე, განათლებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე,  გარემოს დაცვაზე, დედამიწის მომავალზე  და ა.შ.

ტურიზმს აქვს უდიდესი პოტენციალი, პირდაპირი, თუ ირიბი წვლილი შეიტანოს საქართველოს მთიანეთში გლობალური მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე  მიზნის მიღწევაში.

კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული მათგანი.  


მიზანი: 1. არა სიღარიბეს.

როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორი, ტურიზმი, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას ყველა დონეზე და უზრუნველყოფს მყარ ეკონომიკურ შემოსავალს სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ამიტომაც  მთის ტურიზმის მდგრადი განვითარება და მისი გავლენა მთის საზოგადოების განვითარების  დონეზე შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაციონალურ ქვეყნებში სიღარიბის შემცირების ეროვნულ მიზნებთან, მეწარმეობის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა-განვითარებასთან და ნაკლებად უპირატესი ჯგუფების, განსაკუთრებით მთაში ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებასთან.

მიზანი 2. არა შიმშილს.

მთის ტურიზმს შეუძლია ხელი შეუწყოს მთაში  სამთო მდგრად  ორგანული ფერმერული მეურნეობის განვითარებას, სოფლად საოჯახო სასტუმრო მცირე ბიზნესის, სტუმარ  მასპინძლობის მომსახურების ხელშეწყობას და ტურისტებისთვის ადგილობრივი მრავალფეროვანი ჯანსაღი გასტრონომიული პროდუქტებით უზრუნველყოფას. მთაში ორგანულ ტურიზმს შეუძლია გამოიმუშაოს დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი ტურისტული გამოცდილების ღირებულების სტიმულის გაზრდით.

 მიზანი 3. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

მთის სუფთა ჯანსაღი ჰაერი, ნიადაგები, ბუნება, მდიდარი, უნიკალური  ბიომრავალფეროვნება, ღირსშესანიშნაობები,  ექსტრემი და კიდევ სხვა მრავალი განუწყვეტლივ იზიდავს ტურისტებს.  ამდენად  მთაში ტურიზმიდან მიღებული საგადასახადო შემოსავალი შეიძლება განხორციელდეს ჯანდაცვისა და მიწოდების სოციალური სერვისების რეინვესტირებაში, იოდდეფიციტის აღმოფხვრაში დედების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებასა და არაერთი  დაავადებების პრევენციაში.

მთის დაცულ ბუნებრივ რეკრეაციულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების  საფასური, ასევე შესაძლებელია მთაში ჯანდაცვის სერვისებში იყოს შეტანილი.

მიზანი 4. ხარისხიანი განათლება.

მდგრად ტურიზმს მთაში ინკლუზიურობის ხელშეწყობის პოტენციალი აქვს. ადგილებზე გამოცდილი, მთის მდგრადი განვითარების სათანადო ცოდნით აღჭურვილი მასპინძელი გადამწყვეტია ტურიზმის მდგრადი განვითარების ინდუსტრიაში. მთაში ორგანული ტურიზმის სექტორის განვითარება  ახალგაზრდებს, ქალებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას აძლევს, რომლებმაც უნდა ისარგებლონ, ასევე შესაბამისი მთის მდგრადი  საგანმანათლებლო საშუალებებით.

მიზანი 5. გენდერული თანასწორობა.

მთის ტურიზმს შეუძლია გააძლიეროს ქალები მთაში, განსაკუთრებით პირდაპირი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფისა და მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლის გამომუშავებით ტურიზმთან და სტუმართმოყვარე მასპინძლობასთან დაკავშირებულ საწარმოებში. ტურიზმი შეიძლება იყოს ინსტრუმენტი ქალებისთვის, რომ სრულად ჩაერთონ და წარმართონ მთის საზოგადოების საქმიანობა ყველა ასპექტში.

მიზანი 6. სუფთა წყალი და სანიტარია.

მთაში ტურიზმის საინვესტიციო მოთხოვნამ კომუნალური მომსახურების მიწოდებისთვის შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს მთის მტკნარი წყლის ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების, ასევე ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მისაღწევად. წყლის ეფექტური გამოყენება სამთო ტურიზმში, დაბინძურების კონტროლი და ტექნოლოგიების ეფექტურობა შეიძლება იყოს გასაღები ჩვენი ყველაზე ძვირფასი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბუნებრივი რესურსის დასაცავად.

მიზანი 7 – ხელმისაწვდომი და უსაფრთხო  ენერგია. ენერგო სექტორს, რომელიც ენერგო ინტენსიურია, ტურიზმს შეუძლია დააჩქაროს მისი ცვლა განახლებადი ენერგიის წილის გაზრდისკენ გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში. სუფთა ენერგიის წყაროებში ინვესტიციების ხელშეწყობით, მთაში ტურიზმს შეუძლია ხელი შეუწყოს სათბურის გაზების ემისიის შემცირებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და ყველასთვის უსაფრთხო ენერგიის ხელმისაწვდომობას.

მიზანი 8.  ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა.

 მთაში ტურიზმი, როგორც მომსახურებით ვაჭრობა, ერთ-ერთია გლობალური ინვესტიციის შემოსავლების მქონე ოთხეულში, რომელიც ამჟამად უზრუნველყოფს ყოველი ათიდან ერთ სამუშაო ადგილს მთელ მსოფლიოში. ღირსეული სამუშაო შესაძლებლობები ტურიზმში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, და პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს უკეთეს დივერსიფიკაციას ტურისტული ღირებულების ჯაჭვების საშუალებით, შეუძლია გაზარდოს სამთო ტურიზმის პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედება.

მიზანი 9. ინდუსტრიის ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.

მთის ტურიზმის მდგრადი განვითარება ეყრდნობა კარგ საჯარო      და   კერძო ინფრასტრუქტურას. სექტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს საჯარო პოლიტიკაზე ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაუმჯობესების მიზნით, გახადოს ისინი უფრო მდგრადი, ინოვაციური და რესურსებით ეფექტური და   ნახშირბადის  ზრდის მკვეთრი შემცირების მიღწევა, რითაც მთა მოიზიდავს ტურისტებს და უცხოური ინვესტიციების სხვა წყაროებს.

მიზანი 10.   შემცირებული უთანასწორობა.

მთაში ტურიზმი შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი უთანასწორობის შესამცირებლად, თუ მასში ჩაერთვება ადგილობრივი მოსახლეობა და ყველა  დაინტერესებული მხარე მის განვითარებაში. მთის ტურიზმს შეუძლია წვლილი შეიტანოს, როგორც ურბანულ  განახლებაში, ასევე მთის სოფლის მდგრად განვითარებაში, რაც ხალხს აძლევს შესაძლებლობას ადგილზე ყოველდღიური კეთილდღეობის დამკვიდრებაში. მთის მდგრადი ტურიზმი ეფექტური საშუალებაა ეკონომიკური ინტეგრაციისა და დივერსიფიკაციისთვის.

მიზანი 11.    მდგრადი ქალაქები და თემები.

მთაში ტურიზმს შეუძლია გააძლიეროს ურბანული ინფრასტრუქტურა და მასზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს რეგენერაციას და შეინარჩუნოს კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების მემკვიდრეობა, აქტივები, რომლებზეც დამოკიდებულია ტურიზმი. მთაში მწვანე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა (უფრო ეფექტური ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურების შემცირება) უნდა გამოიწვიოს უფრო  და მწვანე სამთო ქალაქის ტიპის დაბების და ყველაზე ლამაზი მთის ძველი და ახალი სოფლების განაშენიანება.

მიზანი 12პასუხისმგებელი მოხმარება და წარმოება.

მთის ტურიზმის სექტორმა უნდა მიიღოს მდგრადი მოხმარებისა და წარმოების რეჟიმები, რაც დააჩქარებს სვლას მდგრადობისკენ. ინსტრუმენტები მდგრადი მონიტორინგისთვის სამთო ტურიზმის განვითარების ზემოქმედება ენერგეტიკის, წყლის, ნარჩენების, ბიომრავალფეროვნების და სამუშაო ადგილების შექმნაზე გამოიწვევს გაძლიერებულ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურ შედეგებს.

მიზანი 13.    კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა მიტიგაცია და პრევენცია.

სამთო ტურიზმი ხელს უწყობს და გავლენას ახდენს მთის კლიმატის ცვლილებაზე. ტურიზმით დაინტერესებულმა მხარეებმა წამყვანი როლი უნდა შეასრულონ მთის კლიმატის ცვლილებაზე გლობალურ რეაგირებაში. ნახშირბადის ანაბეჭდის შემცირებით ტრანსპორტისა და განსახლების სექტორში ტურიზმს შეუძლია ისარგებლოს დაბალი ნახშირბადის ზრდის შედეგად და დაეხმაროს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ გლობალურ გამოწვევას მის დაძლევაში.

მიზანი 14. წყალქვეშ რესურსები.

მთის ჰიდროგრაფიულ სისტემაში სამთო ტურიზმის განვითარება უნდა იყოს მთის  ზონის წყლის სამყაროს ინტეგრირებული მართვის ნაწილი, რომელიც დაეხმარება მყიფე სამთო ჰიდროეკოსისტემების  შენარჩუნებასა და მის   რაციონალურ მდგრად სარგებლობას.

მიზანი 15. დედამიწის ეკოსისტემები.

მთის მდიდარი ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი მემკვიდრეობა ხშირად არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურისტები სტუმრობენ დანიშნულების ადგილს. ტურიზმს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მყიფე ეკო ზონებში მდგრადი მართვის შემთხვევაში, არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და კონსერვაციის საქმეში, არამედ მისგან შემოსავლების გამომუშავებაში, როგორც ადგილობრივი თემებისთვის საარსებო ალტერნატიული წყარო.

მიზანი 16. მშვიდობის სამართალი და ძლიერი ინსტიტუციები.

ვინაიდან ტურიზმი  მილიარდობით შემხვედრთა გარშემო  სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის ადამიანებს შორის ტრიალებს, ამ სექტორს შეუძლია მთიან რეგიონებში ხელი შეუწყოს ეთნოკულტურულ და რელიგიებს შორის პატივისცემას, ტოლერანტობასა და ურთიერთგაგებას, რაც საფუძველს ჩაუყრის უფრო მშვიდობიან საზოგადოებებს. ტურიზმს, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ თემებს, ასევე შეუძლია გააძლიეროს მშვიდობა პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში.

მიზანი 17. თანამშრომლობა საერთო  მიზნებისთვის.

თავისი სექციური ხასიათის გამო, ტურიზმს აქვს შესაძლებლობა გააძლიეროს კერძო/საჯარო პარტნიორობა და ჩართოს მრავალი დაინტერესებული მხარე – საერთაშორისო, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივ დონეზე, რათა ერთად იმუშაონ მთაში  მდგრადი განვითარებისა  და სხვა საერთო, საჯარო ინოვაციური მიზნების მისაღწევად.

 

ნოე ხოზრევანიძე,   კობა კობალაძე – საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები,

ნესტან გუგუშვილი, აქრეოლოგიის დოქტორი,  

ვალიკო  ბახია  –  მთის მდგრადი  განვითარების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი