მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის/ 2020 წელი, ივნისი
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.
გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით
სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, სჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.
სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.
ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში
ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, სჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.
მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყივრება.
სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან – ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.
კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები – იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.
ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან – ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.
მებაღის კალენდარი 2020 წლის ივნისში
ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის:
- ხეებისა და ბუჩქების დარგვა 1–2, 7–8, 26–29;
- მორწყვა: ყოველდღე, გარდა 1,11–13,19–20, 28–29;
- სასუქის მიცემა: 6, 14–15, 30;
- მშრალი სასუქის მიცემა: 1, 19–20, 28–29;
- გასხვლა: 2–3, 6, 14–20, 30;
- დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: 2–3, 14–20, 23–25, 30;
- ხეების დამყნობა: 3–4, 23–27, 30;
- სამკურნალო მცენარეების შეგროვება: 1–2, 6, 9–13, 23–25.
არახელსაყრელი დღეებია: არ გასხლათ: 11–13, 22, არ დარგოთ (ხეები): 5, 9–10, 14, 19–21, 11–13, არ დააფესვიანოთ: 5, 14, სასუქი არ მისცეთ: 26–27;
ყვავილებისთვის ხელსაყრელი დღეებია:
- ყვავილების დათესვა 1–4;
- მცოცავი მცენარეების დარგვა: 1–2, 6, 28–29;
- მრავალწლოვანების გაყოფა და დარგვა: 1–4, 7–8, 16–18, 22–27;
- მორწყვა ყოველდღე, გარდა 1, 11–13, 19–20, 28–29;
- სასუქის მიცემა: 6, 14–15, 30;
- მშრალი სასუქის მიცემა: 1, 19–20, 28–29;
- დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: 2–3, 14–20, 23–25, 30.
ყვავილებისთვის არახელსაყრელი დღეებია: არ დარგოთ: 5, 9–10, 14, 19–21, სასუქი არ მისცეთ: 26–27.
ბაღში მუშაობისთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეებია 5 ივნისი – სავსემთვარეობა, 21ივნისი – ახალმთვარეობა
თვე – ივნისი. რიცხვი | მთვარე ზიდიაქოს ნიშანში |
1, 2 | სასწორი |
3, 4 | მორიელი |
5, 6 | მშვილდოსანი |
7, 8 | თხის რქა |
9, 10, 11 | მერწყული |
12, 13 | თევზები |
14, 15, 16 | ვერძი |
17, 18 | კურო |
19, 20 | ტყუპი |
21, 22, 23 | კირჩხიბი |
24, 25 | ლომი |
26, 27 | ქალწული |
28, 29 | სასწორი |
30 | მორიელი |
წყარო: sputnik-georgia.com