მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.
გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.
სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.
სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.
ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში
ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.
მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.
სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.
კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.
მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები – იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.
ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან – ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.
მებაღის კალენდარი 2020 წლის ივლისში
ივლისში მოსავლის აღება იწყება, მაგრამ ამით საზრუნავი არ იკლებს – მაინც საჭიროა გაფხვიერება, მორწყვა, დამუშავება, გასხვლა და ა.შ.
ივლისში, პირველ რიგში, საჭიროა გაფხვიერება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფესვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს. ასევე შეიძლება სარეველებისგან გათავისუფლება. ამის შემდეგ მიეცით სასუქი და მორწყეთ.
არ უნდა დაივიწყოთ მავნებლებთან ბრძოლა. ასევე კენკროვნების მოსავლის აღების შემდეგ სასუქი მიეცით ბუჩქებს და მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ხეებს – ტოტებს, რომლებსაც ბევრი ასხია, საბჯენები შეუყენეთ, რომ არ მოტყდეს სიმძიმისგან.
მთვარის ფაზები ივლისში: 1-4, 21-31 ივლისი – მზარდი მთვარე; 6-19 ივლისი – კლებადი მთვარე.
ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის ივლისში
ყველაზე ხელსაყრელი დღეები ბაღ-ბოსტანში მუშაობისთვის არის 1-3, 22-26 და 28-31 ივლისი. ამ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მორწყვა, სასუქის მიცემა, დაავადებებისგან შეწამვლა.
არახელსაყრელი დღეებია 4-6, 13, 19-21 და 27 ივლისი. ამ დღეებში რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.
- 2-4 ივლისი: შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა
- 6-12 ივლისი: არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
- 13 ივლისი: შეიძლება ყველაფერი, გარდა იმ მცენარეების დარგვისა და დათესვისა, რომლებიც დიდი ხნით შენახვისთვისა და თესლის აღებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არ შეიძლება ამონაყრის გამოცალკევება, გადარგვა და პიკირება.
- 14-19 ივლისი: უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დანესტიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.
- 21-26 ივლისი: შეიძლება ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება. ნაკლებად სასურველია ხეების გასხვლა და პიკირება. თუმცა, გასხვლის შემთხვევაში შეიძლება მალე ამოიყაროს ახალი ყლორტები, მაგრამ არის საფრთხე – მცენარემ შეიძლება ბევრი წვენი დაკარგოს და დაიღუპოს.
- 27 ივლისი: ამ დღეს დათესვისა და დარგვის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და ექნება მყარი ღერო, ასევე მძლავრი და ჯანმრთელი ფესვი. არ ღირს კარტოფილის ამოღება.
- 29-31 ივლისი: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ ჯობს უარი თქვათ გასხვლაზე.
მუშაობა არ შეიძლება 5 ივლისს – არის სავსემთვარეობა და 20 ივლისს _ ახალმთვარეობა.
ივლისის დანარჩენი დღეები ნეიტრალური იქნება.
თვე – ივლისი, რიცხვი | მთვარე ზოდიაქოს ნიშანში |
1 | მორიელი |
2, 3 | მშვილდოსანი |
4, 5, 6 | თხის რქა |
7, 8 | მერწყული |
9, 10 | თევზები |
11, 12, 13 | ვერძი |
14, 15 | კურო |
16, 17, 18 | ტყუპი |
19, 20 | კირჩხიბი |
21, 22 | ლომი |
23, 24 | ქალწული |
25, 26 | სასწორი |
27, 28 | მორიელი |
29, 30, 31 | მშვილდოსანი |
წყარო: sputnik-georgia.com