„მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემები“ _ საერთაშორისო კონფერენცია
თბილისში „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” ტელეკომპანია „საფერავის” ორგანიზებით მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების” შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის პროგრამა სოფლის მეურნეობაში ახალი ტენდენციების დანერგვას, მცენარეების მოვლა-მოყვანის დროს შხამქიმიკატების მკვეთრ შემცირებას და თანამედროვე მეთოდებით და ახალი სისტემებით ბიოლოგიური, ორგანული პრეპარატების უფრო ფართოდ გამოყენებას ითვალისწინებდა.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის მონაწილე ფერმერებს და სპეციალისტებს თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს, წარუდგინეს ახალი ბიო და ორგანული პრეპარატები, გააცნეს მათი გამოყენების თავისებურებები და მიღწეული შედეგები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და აგროსაწარმოების წარმომადგენლები.
კონფერენციის შესახებ ვრცლად იხილეთ თანდართულ ბმულზე: