მწერებთან და მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის იაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი
ზაფხული დადგა, ბუნებაში მავნე ორგანიზმები აქტიურდებიან და დიდ ზიანს აყენებენ დეკორატიულ თუ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს, ამიტომ მებაღეები, მოაგარაკეები და ფერმერები საზაფხულოდ საგანგებოდ ემზადებიან. დღეს სპეციალურ მაღაზიებში მწერებთან და მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გამოსაყენებლად მრავალნაირი „საწამლავი“ იყიდება. ეს შხამები, იმის გარდა, რომ იაფი არ ღირს, მარტო მწერებს კი არა, მცენარეებს და ადამიანსაც აყენებენ ზიანს. ამიტომ თქვენც რომ უსაფრთხოთ იგრძნოთ თავი და მცენარეც არ დაზიანდეს, გასწავლით ეფექტიან და იაფ მეთოდს ჩვეულებრივი ამიაკის ხსნარის გამოყენებით თუ როგორ დაიცვათ თქვენი მცენარეები მომეტებული საფრთხისგან.
ამ საშუალებას ბევრი მცენარე აღიქვამს როგორც სასუქს. ამავე დროს, ამიაკი საშიშია მწერებისთვის. ღირს იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
დაგჭირდებათ ამიაკი და მხოლოდ წყალი.
ამიაკი ხოჭოს წინააღმდეგ
არსებობს ხოჭოების და ჭიების მრავალსახეობა, რომელთაც უყვართ ნიორი და ხახვის ნორჩი ყლორტები და ბოლქვები. ჩვეულებრივი ამიაკი დაგეხმარებათ ამ მავნებლებთან ბრძოლაში. 25 მლ. ამიაკი გააზავეთ ერთ ვედრო (10ლ.) წყალში და ყოველ კვირას მორწყეთ ნათესები. ასეთი პროცედურები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს მწერების მოშორებას თქვენი ნათესებიდან, არამედ გააჯერებს ნიადაგს აზოტოვანი ნაერთებით.
ბუგრის წინააღმდეგ
ბუგრი მცენარის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მავნე ორგანიზმია, რომელიც ყოველ ზაფხულს იჩენს ხოლმე თავს. ამ მწერს მცენარის განადგურება შეუძლია. ბუგრთან საბრძოლველად 50 მილილიტრი ამიაკი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში. იმისათვის, რომ მოსავალი უკეთესად მოირწყას, ჩაახეხეთ წყალში ერთი ჩვეულებრივი სარეცხი საპნის მეოთხედი, ბოლომდე გახსენით და ნაზავი პერიოდულად შეასხურეთ მცენარის ფოთლებს.
ამიაკი სტაფილოს და ხახვის მავნებლების წინააღმდეგ
ამ მავნებლებს შეუძლიათ ადვილად გაანადგურონ ხახვისა და სტაფილოების მთელი მოსავალი. ბოსტნეულის მოსავლის დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, მცენარეები შემდეგი სახით დამზადებული სპეციალური ხსნარით მორწყეთ, _ 2 მლ. ამიაკი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში და შეასხურეთ მცენარეს.
ამიაკი მატლების წინააღმდეგ
მატლები და სხადასხვა ჭიები დიდი რაოდენობით გვხვდება მოუვლელ ნიადაგში. ისინი ზიანს აყენებენ პომიდვრის ჩითილებს. ჩითილების დასაცავად ამიაკი შესანიშნავი საშუალებაა. მოამზადეთ სუსტი ხსნარი და ჩითილების დარგვის დროს დაასხით კვლებში. თქვენს პომიდორს ჭია აღარ გაეკარება.
მწერების კონტროლი
მწერები ასევე დიდი ზიანს აყენებენ ოთახის მცენარეებს, ქოთნებში გადარგულ ახალგაზრდა მცენარეებს. ამიაკი აქაც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი მცენარეები ყოველთვის ჯანსაღად გამოიყურებოდეს. გააზავეთ 25 მლ ამიაკის სპირტი 2 ლ. ნადგომ წყალში და მცენარეებს შეასხურეთ.
ამას გარდა, ამიაკი ეფექტიანად ებრძვის ჭიანჭველებს სამზარეულოში. ამის გაკეთება მარტივად შეიძლება, გაწმინდეთ იატაკის და სხვა ნივთების ზედაპირი ამიაკის სუსტი ხსნარით, შემდეგ კი საფუძვლიანად გაანიავეთ ოთახი. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, დაუპატიჟებელი სტუმრების აღარ შეგაწუხებენ.
თუ ამგვარი ხსნარით გაიწმენდთ კანს, კოღოები პრობლემად აღარ იქცევიან.
წყარო: popsugar.ge