დარგებიმებოსტნეობამემცენარეობა

მწვანილის _ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა, მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი

ნიადაგის დამუშავება

თუ გაზაფხულამდე ნიადაგი არ იყო დამუშავებული, იგი უნდა დამუშავდეს რაც შეიძლება ადრე და გულმოდგინედ, მოცილდეს აღმოცენებული სარეველები და მათი ფესვები.

ნიადაგის გაფხვიერება

ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილის დასაწყიში, ერთეული სარეველების გამოჩენისთანავე, ამავე დროს ხდება ნიადაგის გაფხვირება და ბელტების დაშლა.

დათესვა

აღნიშნული კულტურები ითესება აპრილში, 6-8 რიგიან მწკრივებად, მწკრივთა შორის 10-15 სმ-ის დაცილებით, ჩათესვის სიღრმე 1,5-2 სმ.

გამარგვლა-გამეჩხერება

აპრლის ბოლოს, მაისის დასაწყისში მიმართავენ აღმოცენებული სარეველების მოცილებას და ჩახშირებული მცენარეების გამეჩხერებას, მათ შორის 10-15 სმ-ის დატოვებით.

მცენარეთა მორწყვა

აღმოცენებული მცენარეები ირწყვება 5-7 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით). მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან-ივლისამდე.

სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერება

აღმოცენების შემდეგ მაის-ივნისში მიმართავენ მცენარეთა რიგთაშორისების გაფხვიერებას და სარეველათა მოცილებას, საჭიროების მიხედვით.

მცენარეთა დაცვა

მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებას მიმართავენ საჭირეობის მიხედვით.

მოსავლის აღება

აღნიშნული კულტურების მოსავალი შეიძლება ავიღოთ როგორც ერთიანად ასევე ნაწილნაწილ, ივნისიდან სექტემბრამდე. მოსავლის აღების დროს მცენარეს აცილებენ ქვედა ფოთლებს, მცენარის ფესვთა სისტემისა და ცენტრალური ნაწილის დაზიანების გარეშე.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი