დარგებიმებაღეობა

მუშმულა _ იაპონური ზღმარტლი

სუბტროპიკული მუშმულა, იგივე იაპონური ზღმარტლი – მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა ვარდისებრთა ოჯახისა.

მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე). ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში.

იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს.

მუშმულა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა.

მრავლდება თესლითა და მყნობით.

მუშმულა დიეტური ხილია.  სისხლში აბალანსებს შაქარს და  არეგულირებს არტერიულ წნევას,  მარტივად კლავს შიმშილის გრძნობას.

მუშმულა საოცარი ქიმიური თვისებებით გამოირჩევა. იგი შეიცავს შაქარს, ხილის მჟავებს, C, PP, P ვიტამინებს, პროვიტამინ A, პექტინებს, ფიტონციდებს, არომატული და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ხალხურ მედიცინაში იგი საჭმლის მომნელებელი სისტემების მოსაწესრიგებლად გამოიყენება. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.

ანტიოქსიდანტების და ფლავონოიდების საშუალებით, დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს და გულს შეტევებისგან იცავს. მდიდარი ბოჭკოები ეხმარება საჭმლის მონელების სისტემას და ნაწლავების ეფექტიანად მუშაობას.

მუშმულა ასევე ეფექტიანია ყაზბობის წინააღმდეგ. კომპოტიც ძალიან სასარგებლოა – დაგიცავთ დიზანტერიის და დიარეისგან. რაც შეეხება მუშმალის ფოთოლს, მოხარშეთ კარგად, შემდეგ მიირთვით ჩაის სახით – დიაბეტის წინააღმდეგ ერთ-ერთი წარმატებული ხალხური მეთოდია. გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი თვისებებისა, მუშმულა სასარგებლოა კენჭის და წელის ტკივილების წინააღმდეგაც!

რას შეიცავს 100 გრამი მუშმულა?

ენერგია – 47 კკალ

ნახშირწყლები – 12.1 გრამი

პროტეინი – 0 გრამი

ვიტამინები:

ვიტამინი A – 1528 IU

ვიტამინი C – 1 მგ

ნიაცინი – 0.2 მგ

ვიტამინი B6 – 0.1 მგ

ფოლიუმის მჟავა – 0.14 მკგ

მინერალები:

კალციუმი – 16 მგ;

კალიუმი – 266 მგ;

ფოსფორი – 27 მგ;

მაგნეზიუმი – 13 მგ;

რკინა – 0.3 მგ;

თუთია – 0.1 მგ;

სელენი – 0.6 მკგ.

ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმულის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

მუშმულას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.

მუშმულას სხვა სასარგებლო თვისებები:

1. ებრძვის სურდოსა და გრიპს;

2. კუჭ-ნაწლავს წმენდს შხამებისა და ტოქსინებისგან;

3. აუმჯობესებს მხედველობას;

4. აუმჯობესებს თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს;

5. ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს).