მჟაუნმჟავას მომზადების და გამოყენების წესი
მჟაუნმჟავას სამკურნალო ხსნარის მომზადებისას ხელები უნდა დავიცვათ რეზინის ხელთათმანით. უნდა გვეკეთოს პირბადე და დამცავი სათვალე.
სამკურნალო ხსნარის მომზადება და შენახვა:
- 65ºC გაცხელებულ წყალში ვყრით საჭირო რაოდენობის მჟაუნმჟავას და ხის ჯოხით, ან პლასტმასის კოვზით ვურევთ სრულ გახსნამდე;
- მხოლოდ შემდეგ ვამატებთ შაქარს და მასაც მორევით ვხსნით ბოლომდე;
- ხსნარი ინახება მინის ან პლასტმასის ჭურჭელში მაცივარში 6 თვით განმავლობაში.
სახელმძღვანელო ცხრილი მჟაუნმჟავას სამკურნალო ხსნარის მომზადებისთვის
სამუშაო ხსნარის სიძლიერე |
4.2% რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახში უბარტყო პერიოდი დიდ ხანს არ გრძელდება |
3.2% ოპტიმალური კონცენტრაცია ყველა შემთხვევისთვის |
2.9% რეკომენდებულია ხანგრძლივი უბარტყო პერიოდის წინ |
ენიშვნა: იგულისხმება მჟაუნმჟავას დიჰიდრატი, სუფთა ნაერთის შემთხვევაში ვიყენებთ მჟაუნმჟავას მითითებული რაოდენობის 7/10 ს |
მჟაუნმავას კრისტალები |
60 გ | 45 გ |
35 გ |
მიიღებთ 1 ლიტრ მუშა ხსნარს. საკმარისია 20 ოჯახის დასამუშავებლად |
წყალი |
600 მლ | 600 მლ |
600 მლ |
|
შაქარი |
600 გ | 600 გ |
600 გ |
|
მჟაუნმავას კრისტალები |
100 | 75 |
60 |
მიიღებთ 1.7 ლიტრ ხსნარს, საკმარისია 33 ოჯახის დასამუშავებლად |
წყალი |
1 ლიტრი | 1 ლიტრი |
1 ლიტრი |
|
შაქარი | 1 კგ | 1 კგ |
1 კგ |
წყალი უნდა იყოს გამოხდილი, ან ანადუღარი და ნალექმოცილებული. ხისტ წყალში კალციუმის იონები რეაქციაში შედიან მჟაუნმჟავასთან, რაც თავიდან უნდა ავირიდოთ (ეფექტურობა შესუსტდება).
3.2% (წონა/მოცულობა)
ოპტიმალური კონცენტრაცია ყველა შემთხვევისთვის.
მჟაუნმავას კრისტალები |
45გრ. |
წყალი |
600მლ. |
შაქარი |
600გრ. |
სამკურნალო ხსნარის მომზადება და შენახვა:
- 65 ºC გაცხელებულ წყალში ვყრით საჭირო რაოდენობის მჟაუნმჟავას და ხის ჯოხით ან პლასტმასის კოვზით ვურევთ სრულ გახსნამდე;
- მხოლოდ შემდეგ ვამატებთ შაქარს და მასაც მორევით ვხსნით ბოლომდე;
- გამზადებული ხსნარი ინახება მინის ან პლასტმასის ჭურჭელში მაცივარში 6 თვით განმავლობაში;
- ერთ ჩარჩოთშორის სივრცეში ფუტკრის მასაზე ვასხამთ 5მლ ხსნარს ანუ 10 ჩარჩოიან ოჯახზე დაგვეხარჯება 5×10= 50 მლ. ხსნარი.
მთავარი ამოცანა – ხსნარი უნდა მოხვდეს ფუტკრის მასაზე, მათ სხეულებზე !
- რამდენი ხანი მოქმედებს სკაში შეტანილი პრეპარატი? – 5 დღე !
- საჭიროა თუ არა დამუშავების გამეორება? – შესაძლებელია, თუმცა გასათვალისწინებელია რომ ფუტკრის ერთ თაობას პრეპარატი მხოლოდ ერთხელ უნდა მოხვდეს სხეულზე!
- როგორია ეფექტურობა? – ფუტკარზე მსხდომი ტკიპების 90-97% იღუპება.
- მოქმედებს თუ არა ეს დამუშავება აკარაპიდოზზე? – შესწავლილი არ არის.
მნიშვნელოვანი დეტალი!
პრეპარატის „უმოქმედობის“ ხშირი მიზეზი არის ის, რომ ხსნარი სამიზნემდე ვერ აღწევს.
ნებისმიერი პრეპარატის ჩარჩოთშორის სივრცეში ჩასხმამდე სივრცე უნდა გავანთავისუფლოთ ცვილის ბარიერებისგან.
„ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს