აგროსიახლეები

ნაკადულის კალმახი გადაშენების პირას ბრაკონიერობამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ მიიყვანა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მდინარეები გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კალმახის 70 000 ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის კალმახის აღდგენის პროგრამას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife 2016 წლიდან ანხორციელებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ნაკადული კალმახი 111111

სახეობა საქართველოში გადაშენების პირას მიიყვანა ბრაკონიერობამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ!

ნაკადულის კალმახის ბუნებიდან ამოღება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალვა რათქმაუნდა დროებითია, პოპულაციის აღდგენის შემდეგ სახეობაზე დასაშვები მეთოდებით თევზჭერა ნებადართული გახდება.

ნაკადულის კალმახი 222222222222222222

მოგიწოდებთ ყველა ახმეტელსა და საქართველოს მოქალაქეს, გაუფრთხილდით და დაიცავით საქართველოს ბიომრავალფეროვნება!