აგრარული განათლებარუბრიკები

ნაკელის გაუვნებლება

საქონლის მასობრივი დაავადებების, სხვათა შორის ჭირის, თურქული და სხვა დაავადებების გავრცელებაში მნიშვნელოვანი დამნაშავე ნაკელია. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საშიში დაავადება იჩენს თავს, აუცილებელია ნაკელის გასაუვნებელყოფად საგანგებო ზომების მიღება.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე უკეთესი საშუალებად ითვლება მაღალი ტემპერატურა. მზის სხივი სწრაფად კლავს ჭირის ვირუსს, ამიტომ შედარებით ეფექტიანი დეზინფექციად მიიჩნევა ნაკელის გაცხელება, იგი უნდა გაიშალოს თხელ ფენად, ისე რომ მზის სხივები პირდაპირ ხვდებოდეს მას. ამ დროს ნაკელი მთლიანად გაუვნებლდება,  ჭირის მიკრობები მთლიანად ნადგურდება და არც ნაკელი კარგავს სასარგებლო თვისებას. რაც შეეხება თურქულს, როგორც  გამოკვლევები მოწმობს, ამ დაავადების მიკრობები მაღალი ტემპერატურის პირობებში მოხვედრისთანავე განსაკუთრებით სწრაფად იხოცებიან, ამიტომ ნაკელის გაუვნებლობის საუკეთესო მეთოდად მისი პატარ-პატარა გორებად შეგროვება ითვლება.

ზაფხულის პერიოდში ასეთ გროვის 10 სანტიმეტრის სიღრმეში ტემპერატურა აღწევს 56 გრადუს ცელსიუსს, ასეთ ტემპერატურა სრულიად საკმარისია, რათა თურქულის მიკრობი განადგურდეს.

ამგვარად, დასახელებული ვეტერინარის გამოცდილებით საკმარისია ნაკელის გროვების ამ სიღრმეზე ერთი კვირა დაყოვნება. ზედა ფენის დასამუშავებლად საჭიროა, იგი ცხენის ახალი ნაკელის 10-12 სანტიმეტრიანი ფენით დაიფაროს. ამ დროს ნაკელი თავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“