მე და ჩემი სოფელირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ნაკლებმარილიანი პომიდვრის მწნილის საუზმე

საუზმე მზადდება იოლად და სწრაფად. გამოდის ცხარე და მომჟავო. სცადეთ, მოამზადეთ, ძალიან გემრიელია.

მასალა:

პომიდორი 0,7 კგ.

მარილი 1 სუფრი კოვზი

შაქარი 1 ჩაის კოვზი;

პილპილი 1 ჩაის კოვზი;

ნახევარი ლიმონის წვენი;

მწვანილი _ მწვანე ხახვი, კამა, ქინძი, ერთი თავი ნიორი.

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ პომიდორი, გაასუფთავეთ ჩვეულებრივად, როგორც სასალათე პომიდორი, გაჭერით ოთხ ნაწილად ისე რომ ნაწილები ერთმანეთს არ მოშორდეს, ბოლომდე არ გაჭერით.

2.  ერთმანეთში აურიეთ მარილი, პილპილი, შაქარი და ეს ნაზავი კარად ჩაუფინეთ გაჭრილ პომიდორს შიგნიდან

3. ზემოდან მოასხით ლიმონის წვენი;

4. მარილი დასრისე საჭყლეტში, მწვანილი წვრილად დაჭერი, აურიე ერთმანეთში და ამ საკაზმით ამოავსე ოთხად გაჭრილი პომიდორი, ჩაალაგეთ ჭურჭელში და მსუბუქად  დააწექით თავსახურით, გააჩერეთ ორი საათი და მიირთვით გემრიელად.