აგროსიახლეები

,,ნატახტრის დედათა მონასტერის” პურის საცხობს ელკანას აგროეკოლოგიური ნიშანი მიენიჭა

გაგაცნობთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრს _ ,,ნატახტრის დედათა მონასტერის” პურის საცხობს, სადაც ძველი ქართული ადგილობრივი ჯიშის ხორბლებისაგ სხვადასხვა სახეობის პურს ანაწარმოებენ.
საცხობს მინიჭებული აქვს ელკანას აგროეკოლოგიური ხარისხის ნიშანი.

2019 წელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეიმუშავა წევრი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხარისხის კონტროლის შიდა სისტემა, რომლის საფუძველზეც მეურნეობაში წარმოებულ პროდუქციას, „ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშანი, ხოლო ფერმერს – ამ ნიშანდებით მოცემული წლის მოსავლის გაყიდვის უფლება ენიჭება.

პური პური ლკადლკფჯა

უნდა აღინიშნოს, რომ „ელკანას“ ნიშანდება არ ანაცვლებს აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ მიკუთვნებულ ბიოსერტიფიკატს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გაიცემა. ხარისხის ამ კერძო ნიშნის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება, რომ ასოციაციის წევრის ესა თუ ის კონკრეტული ნაწარმი „ელკანას“ ხარისხის კონტროლის შიდა სისტემის მოთხოვნებს შეესაბამება.

„ელკანას“ აგროეკოლოგიური ნიშანი ადასტურებს, რომ მეურნეობა შემოწმებულია ასოციაციის ხარისხის კონსტროლის შიდა სისტემის ფარგლებში; იგი ასევე, ადასტურებს, რომ ამ შემოწმებული მეურნის სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა აგროეკოლოგიისა და ორგანული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო მოძრაობის – IFOAM-ის სტანდარტებით განსაზღვრულ პრინციპებს ეფუძნება და გვარწმუნებს, რომ მას არ გამოუყენებია გენეტიკურად მოდიფირებული ორგანიზმები და სინთეზური პრეპარატები.