აგროსიახლეები

“ნინოწმინდის თაფლმა -ალპიდამ” ხარისხის ნომინაციაში უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მოიპოვა

ალპიდას მედლების ყულაბა კვლავ გაიზარდა – “ნინოწმინდის თაფლმა -ალპიდამ” ლონდონის თაფლის საერთაშორისო ფესტივალზე (LHA) , ხარისხის ნომინაციაში უმაღლესი ჯილდო – პლატინის მედალი მოიპოვა.
ყულაბა ასე გამოიყურება:

2021 წ, – LHA – ვერცხლის მედალი;

2022 წ – LHA – ვერცხლის მედალი;

2023 წ – LHA – პლატინის მედალი;

2024 წ – LHA – პლატინის მედალი.

დიდი მადლობა GBDC -ს ახალციხის ოფისს ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსებისათვის.