NO-TILL ტრადიციულ ტექნოლოგიასთან შედარებით მეტი ტენის დაგროვების საშუალებას იძლევა
ჩვენი რეგიონისთვის ტენი მოსავლიანობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თოვლის დნობის შედეგად დაგროვილი ტენის შენარჩუნება ტრადიციულ ტექნოლოგიებით მიწის დამუშავების პირობებში რთული და ხარჯიანი პროცესია. ამ საქმეს _ No-till მაქსიმალურად ამარტივებს.
ტრადიციულ ტექნოლოგიებში, ნიადაგში ზამთარში მოსული ნალექები რომ შეინარჩუნო და იგი გაზაფხულზე ეფექტიანად გამოიყენო, მრავალ ძვირადღირებულ ღონისძიებას უნდა მიმართო, საშემოდგომო ხვნა იქნება, ნამჯის მინდორში მობნევა თუ სხვა.
No-till-ის ტექნოლოგიის შემთხვევაში ამ ღონისძიებები ჩატარება და ფულის ხარჯვა საჭირო აღარ არის. მოსავლის აღების შემდეგ მცენარის ნარჩენები, ნაწვერალი მოსული ნალექის _ თოვლის დნობის დაყოვნების ეფექტიანი საშუალებაა. მზესუმზირის, სიმინდის, ხორბლის, რაფსის ღეროები ხელს უშლის თოვლის სწრაფ დნობას და ნიადაგიდან ტენის აორთქლებას.
No-till -ის ტექნოლოგიის გამოყენების დროს თოვლის დნობის და ტენი აორთქლების სიჩქარე გაცილებით დაბალია, ტრადიციულად მიწის დამუშავებასთან შედარებით, რადგნ მცენარეთა ნარჩენების ქვეშ, ნიადაგი გაცილებით ნელა თბება და ზემოდან დადებული თოვლიც ნელა დნება, ტემპერატურა იზრდება ეტაპობრივად და ნიადაგი დამდნარი თოვლის წყლით ნელა, ღრმად იჟღინთება
ზამთარში, იმ ნიადაგებზე, სადაც No-till-ი გამოიყენება მიწის ტემპერატურა ტემპერატურა ტრადიციულად დამუშავებულ ნიადაგთან შედარებით, რამდენიმე გრადუსით მაღალია, მაგრამ როგორც კი დახნულ მიწაზე დადებულ თოვლს მზე დახედავს, თოვლის დნობის პროცესი შეუქცევადი ხდება, რადგან გადახნულ-გადაშავებული მიწა მცენარეთა ნარჩენებით დაფარულ ნიადაგთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფად თბება და თოვლი უფრო სწრაფად დნება, ტენიც სწრაფად ორთქლდება.
ნიადაგში ტენის შენახვის ეფექტიანობის გასაზრდელად იაფი და მარტივი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო: გამოიყენეთ ნიადაგის დაუმუშავებლად თესვის ტექნოლოგია, მოსავლის აღების დროს, არ აქვს მნიშვნელობა კულტურას, რაც შეიძლება მაღლა მოჭერით ღეროები, მაღალი ნაწვერალი და ნარჩენი ღეროები ხელს შეუშლის თოვლის სწრაფ დნობას, თოვლის დნობის და წვიმის შედეგად ნიადაგში დაგროვილი წყლის ნიადაგში შენარჩუნებას, რომელსაც მცენარეს გაზაფხულზე ძალზე ეფექტიანად იყენებს. ასევე. No-till-ის ტექნოლოგია დაგავიწყებთ წყლის ეროზიის მიერ შექმნილ პრობლემებს და მის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული თანხები შეგიძლიათ სხვა საქმეს მოახმაროთ.