აგროსიახლეები

ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილი ერთწლიანი კულტურების წარმოებაში

ბოლო წლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახური (გლეხური) მეურნეობების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაში აგროსაწარმოებთან შედარებით სტაბილურად მაღალია. ეს ეხება როგორც მეცხოველეობის პროდუქტებს, ისე ერთწლიან კულტურებს.
სწორედ საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ ქვეყანაში ერთწლიანი კულტურების: ხორბლის, ქრის, სიმინდის, კარტოფილის, ლობიოს 90-100%-ს. ანალოგიური ვითარებაა მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში.

 ეს ტენდენცია წლების განმავლობაში უცვლელად სტაბილურია და მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სეგმენტში ქვეყნის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მხრივ დიდი რესურსი დევს, ამიტომ ამ სეგმენტში მეტი მიზნობრივი პროგრამების, მეურნეობების ტექნოლოგიურ აღჭურვა-განვითარებაზე მიმართული რეალური პროექტების შეთავაზებაა საჭირო.

აუცილებელია განისაზღვროს ფერმერის (მცირე, საშუალო, მსხვილი) ცნება,  რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ტექნოლოგიურად გამართული, მაღალმწარმოებლური მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების შექმნას, რაც თავის მხრივ ბიძგს მისცემს ნებაყოფლობით ფერმერული მეურნეობების გაერთიანება-გამსხვილებას.

ქვემოთ გთავაზობთ  ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილების თანაფარდობის მაჩვენებელ ცხრილს ერთწლიანი კულტურების წარმოებასთან მიმართებით. 

ოჯახური მეურნეობები (%)

2019 2020 2021 2022
  ხორბალი 85.1 92.3 93.4 89.2
ქერი 94.4 95.7 91.5 86.1
სიმინდი 92.5 95.8 94.3 91.5
ლობიო 98.5 98.9 99.9 100.0
კარტოფილი 98.4 97.9 98.5 97.6
ბოსტნეული 90.6 90.4 90.6 91.2

 სასოფლო-სამეურნეო საწარმოები (%)

2019 2020 2021 2022
ხორბალი 14.9 7.7 6.6 10.8
ქერი 5.6 4.3 8.5 13.9
სიმინდი 7.5 4.2 5.7 8.5
ლობიო 1.5 1.1 0.1 0.0
კარტოფილი 1.6 2.1 1.5 2.4
ბოსტნეული 9.4 9.6 9.4 8.8