აგროსიახლეები

ოჯახური მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები_ როგორ იყოფა წილები პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობაში 

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქსტატის მონაცემებით საქართველოში ოჯახური მეურნეობების წილები პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოებთან შედარებით კვლავ მაღალია და საშუალოდ 98 % აღწევს, რაც იმის დასტურია, რომ საოჯახო მეურნეობებს  ქვეყნის მოსახლეობის მეცხოველეობის პროდუქტებით უზრუნველყოფაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 
ეს მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის,  რადგან იგი ზუსტად ასახავს  ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ტენდენციებს და მიმანიშნებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რაც სპეციალისტებს დარგში მიმდინარე პროცესების უფრო სიღრმისეულად გაანალიზებისკენ უბიძგებს.

ფაქტია რომ საოჯახო მეურნეობები ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მხრივ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და მთავრობის მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებას ითხოვს.

შეიძლება ითქვას, რომ სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში საოჯახო მეურნეობების შესაძლებლობები დღეს ქვეყანაში სათანადოდ გააზრებული არ არის.

როგორც ჩანს, ამ სფეროში დევს რესურსი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის, სოფლად  ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს.

ქვემოთ გთავაზობთ საქსტატის მონაცემებს თუ როგორ არის გადანაწილებული ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წილები პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობაში. 

ოჯახური მეურნეობები  (წლის ბოლოსათვის %)

2019 2020 2021 2022
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 98.0 97.9 98.0 97.7
აქედან:
ფური და ფურკამეჩი 97.5 97.5 97.5 97.4
ღორი 90.4 83.5 90.8 84.5
ცხვარი და თხა 97.1 96.8 96.2 95.1
ფრინველი 35.7 38.3 45.3 40.2
ფუტკრის ოჯახი 93.5 91.1 93.3 93.4

 

სასოფლო სამეურნეო საწარმოები   (წლის ბოლოსათვის %)

2019 2020 2021 2022
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 2.0 2.1 2.0 2.3
აქედან:
ფური და ფურკამეჩი 2.5 2.5 2.5 2.6
ღორი 9.6 16.5 9.2 15.5
ცხვარი და თხა 2.9 3.2 3.8 4.9
ფრინველი 64.3 61.7 54.7 59.8
ფუტკრის ოჯახი 6.5 8.9 6.7 6.6